წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.155.016451
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/08/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

 წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2025 წლის 31 ივლისი

ქ. წალკა


 

წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების განთავსება/გაკვრა აკრძალულია დანართ №1-ში მითითებულ შენობა-ნაგებობებზე.

2. წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არჩევნებთან დაკავშირებული სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების მიზნით, განისაზღვროს ადგილები სააგიტაციო მასალების  გასაკრავად და გამოსაფენად დანართ №2-ის შესაბამისად.

3. დადგენილების პირველი და მეორე პუნქტების გათვალისწინებით, სააგიტაციო მასალის გამოფენა  დასაშვებია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებულ ყველა ობიექტზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით.

4. დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 ივლისის  №14 დადგენილება (www.matsne.gov.ge,   03/08/2021, 010250020.35.155.016363).
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი



დანართი №1
შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზეც აკრძალულია სააგიტაციო მასალების განთავსება/გაკვრა
1. რელიგიური და საკულტო ნაგებობები;

2.  კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობები;

3. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შენობების ინტერიერი და ექსტერიერი;

4. სასამართლოს შენობა-ნაგებობა;

5. პოლიციის შენობა-ნაგებობები;

6. საგზაო ნიშნები;

7.  საგანმანათლებლო დაწესებულებები;

8. ბაგა-ბაღები და სხვა აღმზრდელობითი დაწესებულებები;

9.  ბიბლიოთეკები;

10. ა(ა)იპ – წალკის კომპლექსური სასპორტო სკოლა;

11. ა(ა)იპ – წალკის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი;

12. ძეგლები და ბიუსტები;

13. შენობები, სადაც განთავსებულია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები.


დანართი №2
წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების გასაკრავად  და გამოსაფენად განსაზღვრული ადგილები
1. ქ. წალკა – კოსტავას ქუჩაზე არსებული ღობეები, ელ. განათების ბოძები და კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერი;

2. სოფ. ტბეთი – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელები და ელ. განათების ბოძები;

3. სოფ. კოხტა – რიტუალების სახლი, ელ. განათების ბოძები და მგზავრთა მოსაცდელი;

4. სოფ. ხარება –   ყოფილი კლუბის შენობა და ელ. განათების ბოძები;

5. სოფ. ჩრდილისუბანი –რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

6. დაბა თრიალეთი – რიტუალების სახლი, ელ. განათების ბოძები და მგზავრთა მოსაცდელები;

7. სოფ. კავთა – ელ. განათების ბოძები;

8. სოფ. დაშბაში – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

9. დაბა ხრამჰესი –  მგზავრთა მოსაცდელი, ელ. განათების ბოძები და სკვერი;

10. დაბა ბედიანი – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელები და ელ. განათების ბოძები;

11. სოფ. ბეშთაშენი – სპორტ დარბაზის შენობა, ყოფილი ყველ–კარაქის ქარხნის შენობა, ელ. განათების ბოძები  და მგზავრთა მოსაცდელი;

12. სოფ. სამადლო – ელ. განათების ბოძები;

13. სოფ. ახალშენი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

14. სოფ. იმერა – მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები;

15. სოფ. ბარეთი –  რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

16. სოფ. საბეჭისი – ყოფილი კლუბის შენობა, რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

17. სოფ. ლივადი – ელ. განათების ბოძები;

18. სოფ. არ–სარვანი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

19. სოფ. ჩოლიანი –  ელ. განათების ბოძები;

20. სოფ. გოდაკლარი –  რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

21. სოფ. თეჯისი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

22. სოფ. წინწყარო – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

23. სოფ. სანთა – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

24. სოფ. დარაკოვი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

25. სოფ. საყდრიონი – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები;

26. სოფ. ნარდევანი – ელ. განათების ბოძები;

27. სოფ. აიაზმა – რიტუალების სახლი,  ელ. განათების ბოძები და მგზავრთა მოსაცდელები;

28. სოფ. განთიადი – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები;

29. სოფ. სამება – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელები და ელ. განათების ბოძები;

30. სოფ. კუში –  რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

31. სოფ. არწივანი – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები;

32. სოფ. ბერთა –  მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები;

33. სოფ. კიზილ–კილისა – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

34. სოფ. ოზნი –  რიტუალების სახლი  და ელ. განათების ბოძები;

35. სოფ. ბურნაშეთი – რიტუალების სახლი,  ყოფილი კლუბის შენობა  და ელ. განათების ბოძები;

36. სოფ. ავრანლო – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელი  და   ელ. განათების ბოძები;

37. სოფ. გუმბათი – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები;

38. სოფ. აშკალა – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

39. სოფ. რეხა –  რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

40. სოფ. ხანდო – რიტუალების სახლი და  ელ. განათების ბოძები;

41. სოფ. ხაჩკოვი – რიტუალების სახლი, ყოფილი კლუბის შენობა და ელ. განათების ბოძები;

42. სოფ. კაბური – რიტუალების სახლი, ყოფილი კლუბის შენობა და ელ. განათების ბოძები;

43. სოფ. თამალა–ხარაბა – ელ. განათების ბოძები;

44. სოფ. ჩივთ-კილისა – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.07.2025.
როდის იქნა მიღებული „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“?
„წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ მიღებულია 31.07.2025. მიმღები ორგანო — წალკის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.155.016451.
რამდენი მუხლისგან შედგება „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.07.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“, №10, 31.07.2025, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.155.016451 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6592240/