წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.07.2021 ძალადაკარგული 31.07.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.155.016363
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/08/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2021 წლის 30 ივლისი

ქ. წალკა

წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 45-ე მუხლის მე-12 პუნქტის, 46-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1🔗

1. წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების განთავსება/გაკვრა აკრძალულია დანართ №1-ში მითითებულ შენობა-ნაგებობებზე.

2. დაუშვებელია კენჭისყრის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება.

3. წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არჩევნებთან დაკავშირებული სააგიტაციო მასალების  განთავსების რეგულირების მიზნით, განისაზღვროს ადგილები სააგიტაციო მასალების  გასაკრავად და გამოსაფენად დანართი №2-ის შესაბამისად.

4. დადგენილების პირველი, მეორე და მესამე პუნქტების გათვალისწინებით სააგიტაციო მასალის გამოფენა  დასაშვებია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებულ ყველა ობიექტზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-­ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით.

5. დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

მუხლი 2🔗

ძალდაკარგულად გამოცხადდეს „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 31 აგვისტოს  №16 დადგენილება (www.matsne.gov.ge,   03/09/2020, 010250020.35.155.016343).

მუხლი 3🔗

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი
დანართი №1

შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი რომლებზეც აკრძალულია სააგიტაციო მასალების განთავსება/გაკვრა

რელიგიური და საკულტო ნაგებობები;

კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობები;

სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შენობების ინტერიერი და ექსტერიერი;

სასამართლოს შენობა-ნაგებობა;

პოლიციის შენობა-ნაგებობები;

საგზაო ნიშნები;

საგანმანათლებლო დაწესებულებები;

ბაგა-ბაღები და სხვა აღმზრდელობითი დაწესებულებები;

ბიბლიოთეკები;

ააიპ წალკის კომპლექსური სასპორტო სკოლა;

ააიპ წალკის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი;

ძეგლები და ბიუსტები;

შენობები, სადაც განთავსებულია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები.

დანართი №2

წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების გასაკრავად  და გამოსაფენად განსაზღვრული ადგილები

1. ქ. წალკა – კოსტავას ქუჩაზე არსებული ღობეები, ელ. განათების ბოძები და კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერი;

2. სოფ. ტბეთი – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელები და ელ. განათების ბოძები;

3. სოფ. კოხტა – რიტუალების სახლი, ელ. განათების ბოძები და მგზავრთა მოსაცდელი;

4. სოფ. ხარება –   ყოფილი კლუბის შენობა და ელ. განათების ბოძები;

5. სოფ. ჩრდილისუბანი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

6. დაბა თრიალეთი – რიტუალების სახლი, ელ. განათების ბოძები და მგზავრთა მოსაცდელები;

7. სოფ. კავთა – ელ. განათების ბოძები;

8. სოფ. დაშბაში – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

9. დაბა ხრამჰესი – მგზავრთა მოსაცდელი, ელ. განათების ბოძები და სკვერი;

10. დაბა ბედიანი – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელები, ელ. განათების ბოძები და რიტუალების სახლი;

11. სოფ. ბეშთაშენი –   ყოფილი ყველ-კარაქის შენობა,  ყოფილი აბანოს შენობა, ელ. განათების ბოძები  და მგზავრთა მოსაცდელი;

12. სოფ. სამადლო – ელ. განათების ბოძები;

13. სოფ. ახალშენი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

14. სოფ. იმერა – მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები;

15. სოფ. ბარეთი –   რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

16. სოფ. საბეჭისი – ყოფილი კლუბის შენობა და ელ. განათების ბოძები;

17. სოფ. ლივადი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

18. სოფ. არ-სარვანი – რიტუალების სახლი, ელ. განათების ბოძები;

19. სოფ. ჩოლიანი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

20. სოფ. გოდაკლარი –   რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

21. სოფ. თეჯისი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

22. სოფ. წინწყარო – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

23. სოფ. სანთა – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

24. სოფ. დარაკოვი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

25. სოფ. საყდრიონი – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები;

26. სოფ. ნარდევანი – რიტუალების სახლი  და ელ. განათების ბოძები;

27. სოფ. აიაზმა – რიტუალების სახლი, ახალგაზრდული სახლი, ელ. განათების ბოძები და მგზავრთა მოსაცდელები;

28. სოფ. განთიადი – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები;

29. სოფ. სამება – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელები და ელ. განათების ბოძები;

30. სოფ. კუში – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

31. სოფ. არწივანი – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები;

32. სოფ. ბერთა – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები;

33. სოფ. კიზილ-კილისა – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

34. სოფ. ოზნი –   რიტუალების სახლი  და ელ. განათების ბოძები;

35. სოფ. ბურნაშეთი – რიტუალების სახლი,  ყოფილი კლუბის შენობა  და ელ. განათების ბოძები;

36. სოფ. ავრანლო – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელი  და   ელ. განათების ბოძები;

37. სოფ. გუმბათი – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები;

38. სოფ. აშკალა – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

39. სოფ. რეხა – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

40. სოფ. ხანდო – რიტუალების სახლი და  ელ. განათების ბოძები;

41. სოფ. ხაჩკოვი – რიტუალების სახლი, ყოფილი კლუბის შენობა და ელ. განათების ბოძები;

42. სოფ. კაბური – რიტუალების სახლი, ყოფილი კლუბის შენობა და ელ. განათების ბოძები;

43. სოფ. თამალა-ხარაბა – ელ. განათების ბოძები;

44. სოფ. ჩივთ-კილისა – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები.