სს „ბამბის ნართის“ (ს.ნ.200003085) მინორიტარი აქციონერის აქციის სავალდებულო მიყიდვის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/08/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

ს.ს. „ბამბის ნართის“ (ს.ნ.200003085)

მინორიტარი აქციონერის აქციის სავალდებულო მიყიდვის თაობაზე

 

შ.პ.ს. „მონოლით ჯგუფი პლუსის“ (ს.ნ.204943357) (შემდეგში წოდებული „შემსყიდველი“) როგორც ს.ს. „ბამბის ნართის“ (ს.ნ.200003085) (შემდეგში წოდებული „საზოგადოება“) ხმების 95.083932 %-ის მესაკუთრე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225 მუხლის „მინორიტარი აქციონერის აქციის სავალდებულო მიყიდვა“ საფუძველზე აცხადებს საზოგადოების დანარჩენი აქციონერებისაგან მათ საკუთრებაში არსებული საზოგადოების აქციების სამართლიან ფასად გამოსყიდვის შესახებ.

• საწესდებო კაპიტალში არსებული აქციების სრული ოდენობა შეადგენს 712 541 ცალს, საიდანაც 677512 ცალი აქციის მესაკუთრეა შემსყიდველი.

• ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოდში), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV2 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად, შემსყიდველი განცხადებით მიმართავს სასამართლოს, აქციათა სავალდებულო მიყიდვისა და შესაბამისად, აქციათა სამართლიანი ფასის განსაზღვრისა და ამ ფასად გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ.

• საზოგადოების აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, შემსყიდველი ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტთან, საზოგადოების სხვა აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. აღნიშნულის შესახებ საზოგადოების აქციონერებს ეცნობებათ კანონით გათვალისწინებული წესით და მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა, სასამართლოს მიერ დადგენილ აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.

• აქციათა გამოსყიდვის მიზეზებია: საწარმოს ნორმალური ფუნქციონირების, მართვის ოპტიმიზაცია და განვითარება.

• დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ შემსყიდველს, შ.პ.ს. „მონოლით ჯგუფი პლუსის“ (ს.ნ.204943357), მის: საქართველო, საქართველო, თბილისი, კრწანისის რაიონი, ბეჟან კალანდაძის ქუჩა №3, სართული 9, ბინა 67.

ტელ: (599) 67 00 35., ელ.ფოსტა: davidgeo71@gmail.com, david@proconsulting.ge;

• აქციონერებს აქციებზე საკუთრების უფლება შეუძლიათ დააზუსტონ ს.ს. „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან” („საქართველოს რეგისტრატორი”) (ს.ნ.205156374) მისამართზე: თბილისი, მოსაშვილის ქ. №11 „საქწყალპროექტის“ შენობა, VII სართული, ტელ.:(+995 32) 2251560, (+995 32) 2225351

 

შემსყიდველი:

შ.პ.ს. „მონოლით ჯგუფი პლუსის“ (ს.ნ.204943357)

დირექტორის, თორნიკე მაისურაძის (პ.ნ. 35001095678)

წარმომადგენელი, დავით ბიჭიკაშვილი

 

2025 წლის 1 აგვისტო