“სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის ორგანიზაციული საკითხების შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.08.2006 ძალადაკარგული 20.08.2015
ნომერი
№214
სარეგისტრაციო კოდი
480.130.000.22.030.009.075
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 109, 16/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.130.000.22.030.009.075

საქართველოს საგარეო საქმეთა

 მინისტრის ბრძანება №214

2006 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის ორგანიზაციული საკითხების შესახებ

„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პას­პორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართვე­ლოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძა­ნებულებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხ­ლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტები გაიცეს, როგორც წესი, 5 წლის მოქმედების ვადით.

2. საქართველოს პრეზიდენტსა და მის მეუღლეზე, უზე­ნაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და მის მეუღ­ლეზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მის მეუღლეზე, უზენაესი და საკონსტიტუციო სასა­მართლოს წევრებზე, საქართველოს პატრიარქსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე, ქორეპისკოპოსსა და დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველზე სამსახუ­რებრივი სარგებლობის პასპორტები გაიცეს 10 წლის მოქმედების ვადით.

3. ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე სამსახურებრივი სარ­გებ­ლობის პასპორტები გაიცეს 7 წლის მოქმედების ვა­დით.

4. საქართველოს პრეზიდენტის არასრულწლოვან შვილებზე სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტები გაიცეს სრულწლოვნების მიღწევამდე ვადით, მაგრამ ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს.

5. საქართველოს პარლამენტის წევრებსა და ავტო­ნომიური რესპუბლიკების დეპუტატებზე სამსახურებ­რივი სარგებლობის პასპორტები გაიცეს 4 წლის მოქ­მედების ვადით. იმ შემთხვევაში, თუ პასპორტის აღებისას, მათი უფლებამოსილების ვადა 2 წელიწადზე ნაკლები დარჩა, პასპორტი გაიცეს 3 წლის ვადით.

6. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმო­მადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებე­ბის ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებუ­ლი ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალზე სამსახუ­რებ­რივი სარგებლობის პასპორტი გაიცემა 3 წლის ვადით.

7. „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებ­ში, სამსახურებრივი პასპორტის სარგებლობის შენარ­ჩუ­ნე­ბაზე ან ვადაზე ადრე შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას იღებენ:

ა) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილე;

ბ) საკონსულო დეპარტამენტის კურატორი მინის­ტრის მოადგილე;

გ) საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი.

8. საგარეო საქმეთა სამინისტროში სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაუქმების საფუძვლის შესა­ხებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურებრივი სარ­გებლობის პასპორტები, გაუქმების შესახებ შეტყო­ბინე­ბა იგზავნება დაუყოვნებლივ, არა უგვიანეს 5 სა­მუ­შაო დღისა.

9. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარა­ტის თანამშრომელთა, გარდა მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების, სტრუქტურული ქვედანაყო­ფების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა, სამ­სახურებრივი სარგებლობის მოქმედი პასპორტები ინახება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში და გაიცემა მათი სამსახურებრივი მივ­ლი­ნების შემთხვევაში. მივლინებიდან დაბრუნების შემდგომ, ამ პუნქტში მითითებული პირები ვალდებულ­ნი არიან 1 კვირის ვადაში პასპორტები შესანახად ისევ ჩააბარონ ადამიანური რესურსების მართვის დეპარ­ტამენტს.

10. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლო­ბებ­სა და საკონსულო დაწესებულებებში სამსახურებ­რივი სარგებლობის პასპორტების მოქმედების ვადის გაგ­რძელება, ბრძანებულებით გათვალისწინებულ შემ­თხვე­ვებში, შესაძლებელია მხოლოდ საკონსულო დეპარ­ტა­მენტის თანხმობით. ვადის გაგრძელების შესახებ შეტ­ყო­ბინება საკონსულო დეპარტამენტში იგზავნება დაუყოვნებლივ.

11. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ბეჟუაშვილი