„საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №740 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №327 |
|
2025 წლის 6 აგვისტო ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას:
ა) ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით შემოტანის შემთხვევაში, პასუხისმგებელი პირი (საქონლის მფლობელი ან მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, საბაჟო გამშვებ პუნქტს, საქონლის თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, წარუდგინოს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია და გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) თანხმობა (რომელიც ადასტურებს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესაბამის ლიცენზიაში აღნიშნული მიზნებისათვის იმპორტის უფლებას);
ბ) ტრანზიტის მიზნით გადაადგილების შემთხვევაში (რაც არ საჭიროებს ლიცენზიას), პასუხისმგებელი პირი (საქონლის მფლობელი ან მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, საბაჟო გამშვებ პუნქტს, საქონლის თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, წარუდგინოს სააგენტოს გადაწყვეტილება გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანზიტის განმახორციელებელი პირის განცხადების (შეტყობინების) დაკმაყოფილების შესახებ;
გ) ექსპორტის მიზნით გადაადგილება არ საჭიროებს ლიცენზიას და პასუხისმგებელი პირი (საქონლის მფლობელი ან მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, საბაჟო გამშვებ პუნქტს, საქონლის თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, წარუდგინოს სააგენტოს გადაწყვეტილება ექსპორტიორის წინასწარი შეტყობინების (განცხადების) დაკმაყოფილების შესახებ.“.
2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის ურთიერთთანამშრომლობა
1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილების კონტროლის სრულყოფილად განხორციელების მიზნით, სააგენტო შემოსავლების სამსახურს, პერიოდულად და საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აწვდის კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციას (გაცემული ლიცენზია, შეტყობინებაზე თანხმობის მიცემა და სხვა).
2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილების კონტროლის განხორციელებისას გამოვლენილი, „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის თაობაზე ინფორმაციას შემოსავლების სამსახური დაუყოვნებლივ უგზავნის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს.
3. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით, იმპორტის განხორციელებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია იმპორტირებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რაოდენობისა და მწარმოებლის შესახებ.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №740 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №740 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.08.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №740 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №740 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.08.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №327. სარეგისტრაციო კოდი — 360160000.10.003.025219.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №740 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №740 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №740 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.08.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №740 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №327, 06.08.2025, სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.025219 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6600481/