„სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№328
სარეგისტრაციო კოდი
360160000.10.003.025220
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/08/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №328

2025 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის  29 მარტის №145 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2016, 360160000.10.003.019210) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების“:

1. მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა

სახიფათო ნარჩენების აღდგენის ან განთავსების მიზნით, ახალი ტექნოლოგიების საქართველოში დანერგვის სურვილის შემთხვევაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) უფლებამოსილია, დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს ინფორმაცია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში აღნიშნული ტექნოლოგიის წარმატებით დანერგვის შესახებ.

მუხლი 6. სახიფათო ნარჩენების შერევა

სააგენტო უფლებამოსილია, ოპერატორის თხოვნის არსებობის შემთხვევაში, წერილობითი თანხმობა გასცეს სახიფათო ნარჩენების შერევაზე, თუ შერევის ოპერაციები ხორციელდება საუკეთესო არსებული ტექნიკის მეშვეობით და აუმჯობესებს რეციკლირების ან აღდგენის საბოლოო პროდუქტის ხარისხს ან/და განთავსების შემდეგ ან ტრანსპორტირებისას ამცირებს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენების რისკს.“.

2. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. 50 კგ-ზე მეტი და 2 ტონაზე ნაკლები მოდის ნარჩენების ან ასეთი ნარჩენების შემცველი ნარჩენების მფლობელი ვალდებულია, ნარჩენების განთავსებამდე ან აღდგენამდე ყოველწლიურად მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია ამ აკუმულირებული ნარჩენების სახეობასა და ოდენობასთან დაკავშირებით.“.

3. „დანართი II: სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი II: სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმა

 

1. გამგზავნი

კომპანია

საკონტაქტო პირი

მისამართი/ტელეფონი

2. მიმღები

კომპანია

საკონტაქტო პირი

მისამართი/ტელეფონი

3. დატვირთვის ადგილი

კომპანია

საკონტაქტო პირი

მისამართი/ტელეფონი

4. გადმოტვირთვის ადგილი

კომპანია

საკონტაქტო პირი

მისამართი/ტელეფონი

5. გადამზიდველი №1

კომპანია

საკონტაქტო პირი

მისამართი/

ტელეფონი:

ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი:

ტრაილერის რეგისტრაციის ნომერი:

სარკინიგზო გადაზიდვა N:

6. გადამზიდველი №2

კომპანია

საკონტაქტო პირი:

მისამართი/

ტელეფონი:

ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი:

ტრაილერის რეგისტრაციის ნომერი:

სარკინიგზო გადაზიდვა­­ N:

 ტრანსპორტირება

7. №

8. ნარჩენის კოდი

9. ნარჩენის დასახელება

10. ოდენობა (კგ)

 

 

 

 

 

 

 

 

 დადასტურება:

11. ნარჩენები გადაეცა გადამზიდველს

12. ნარჩენები მიიღო გადამზიდველმა

13. ნარჩენები გადაეცა მიმღებს

14. ნარჩენები მიღებულია

შენახვის/აღდგენის/განთავსების მიზნით

თარიღი/დრო

თარიღი/დრო

თარიღი/დრო

თარიღი/დრო

გამგზავნის ხელმოწერა

გადამზიდველის ხელმოწერა

გადამზიდველის ხელმოწერა

მიმღების ხელმოწერა

 ნაწილი ა: სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმის შევსების ინსტრუქცია

1. გამგზავნი = იურიდიული პირი, რომელიც არის სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ინიციატორი.

2.  მიმღები = იურიდიული პირი, რომელიც იღებს სახიფათო ნარჩენებს.

3.  დატვირთვის ადგილი = სახიფათო ნარჩენების რეალური დატვირთვის ადგილი (რომელიც შეიძლება, არ ემთხვეოდეს გამგზავნის მისამართს).

4.  გადმოტვირთვის ადგილი = ადგილი, სადაც რეალურად ხდება სახიფათო ნარჩენების გადმოტვირთვა (შენახვის, დამუშავების ობიექტი, რომელიც შეიძლება არ ემთხვეოდეს მიმღების მისამართს).

 5.  გადამზიდველი №1 = იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებას; მოიცავს სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რეგისტრაციის ნომერს ან/და სარკინიგზო გადაზიდვის ნომერს.

 6. გადამზიდველი №2 = ასეთის არსებობის შემთხვევაში, იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებას; მოიცავს სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რეგისტრაციის ნომერს ან/და სარკინიგზო გადაზიდვის ნომერს.

 7. თუ ხორციელდება რამდენიმე სახის სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირება, საჭიროა მათი დანომვრა.

 8. გადაზიდული ნარჩენების კოდები, ნარჩენების ნუსხის შესაბამისად.

9.  გადაზიდული ნარჩენების დასახელება, ნარჩენების ნუსხის შესაბამისად.

10.  ტრანსპორტირების მასა, ნეტო.

 11. გამგზავნის დადასტურება იმის თაობაზე, რომ ნარჩენები გადაეცა გადამზიდველ №1-ს.

12.  გადამზიდველის დადასტურება ნარჩენების მიღების თაობაზე.

13.  გადამზიდველის დადასტურება, რომ ნარჩენები გადაეცა მიმღებს.

14.  მიმღების დადასტურება იმის თაობაზე, რომ მან მიიღო ნარჩენები შენახვის, აღდგენის ან განთავსების მიზნით.

ნაწილი ბ: სახიფათო ნარჩენების გადაზიდვის ტრანსპორტირების ფორმის გამოყენების ინსტრუქცია

 სახიფათო ნარჩენების გამგზავნი – ტრანსპორტირების დაწყებამდე ელექტრონულ სისტემაში ავსებს და სააგენტოში აგზავნის სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმას.

 სახიფათო ნარჩენების გადამზიდველი – ელექტრონულ სისტემაში სახიფათო ნარჩენების გამგზავნის მიერ შევსებულ სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმაში ადასტურებს ნარჩენების მიღებას.

სახიფათო ნარჩენების გადამზიდველი ვალდებულია, სახიფათო ნარჩენები მიიტანოს ტრანსპორტირების ფორმაში დასახელებული ნარჩენების მიმღებთან. ტრანსპორტირების დასრულების შემდეგ გადამზიდველი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ადასტურებს სახიფათო ნარჩენების მიმღებისთვის ჩაბარებას.

მიმღებისახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმაში ადასტურებს შენახვის/აღდგენის/განთავსების მიზნით სახიფათო ნარჩენების მიღებას და ელექტრონული სისტემის მეშვეობით აგზავნის ინფორმაციას სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების დასრულების შესახებ.“.

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე