ხიდმშენის №12 ტრესტის რეორგანიზაციის შესახებ

მიღების თარიღი 14.01.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 000000110.02(0).000.000238 24
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1, 31/01/1992
135 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ხიდმშენის №12 ტრესტის რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №20 1992 წლის 14 იანვარი ქ. თბილისი ხიდმშენის №12 ტრესტის რეორგანიზაციის შესახებ „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საკავშირო და საკავშირო-რესპუბლიკური დაქვემდებარების დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილების შესაბამისად და ხიდმშენის №12 ტრესტის სამეურნეო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. გარდაიქმნას ხიდმშენის №12 ტრესტი 1992 წლის 1 იანვრიდან დამოუკიდებელ სახელმწიფო საწარმოდ - ფირმად „ხიდი“. 2. ხიდმშენის №12 ტრესტმა ერთი თვის ვადაში წარმოუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს დასამტკიცებლად დაინტერესებულ ორგანიზაციებთან შეთანხმებული სახელმწიფო საწარმოს - ფირმა „ხიდის“ წესდება. 3. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტმა განიხილოს და გადაწყვიტოს სახელმწიფო საწარმო - ფირმა „ხიდის“ სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის საკითხი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი გ. ბერიძე