საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
მიღების თარიღი 07.08.2025
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016568 3171
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 08/08/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.08.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2025 წლის 7 აგვისტო
ქ. სენაკი
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2025 წლის 5 აგვისტოს №05/08/01 განკარგულების საფუძველზე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
აკრძალულია სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალის/საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოს, პროკურატურის, სამხედრო შენაერთის, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, ასევე, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის, რკინიგზის სადგურის, სამხატვრო გალერეის, ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმის, სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის და კულტურის ცენტრის, სასწავლო და სკოლამდელი დაწესებულებების, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების შენობათა ფასადებზე.
მუხლი 2🔗
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია საარჩევნო პლაკატების საგზაო ნიშნებზე განთავსება/გაკვრა.
მუხლი 3🔗
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების გასაკრავად განთავსდეს სპეციალური სტენდები შემდეგ ადგილებზე: შოთა რუსთაველის ქუჩაზე, №112 შენობის მიმდებარედ; მშვიდობის ქუჩაზე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ; შოთა რუსთაველის ქუჩაზე სპორტსკოლის წინ; შოთა რუსთაველის ქუჩაზე, ახალგაზრდობის ხეივანთან; შოთა რუსთაველის ქუჩაზე, 9 აპრილის პარკთან და ილია ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთაზე; შოთა რუსთაველისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთაზე; რკინიგზის სადგურის მოედნის ტერიტორიაზე.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას არაუმეტეს 2 ცალი საარჩევნო პლაკატი, ზომით სიგრძე არაუმეტეს 60 სმ, სიგანე 42 სმ (2 ფორმატი).
მუხლი 5🔗
საარჩევნო პლაკატები ასევე შეიძლება განთავსდეს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გარე განათების ბოძებზე, მგზავრთა მოსაცდელებზე და საამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე.
მუხლი 6🔗
ამ დადგენილების პირველი, მე-2 და მე-3 მუხლების გათვალისწინებით, საარჩევნო პლაკატის გაკვრა დასაშვებია სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობაზე და სხვა ობიექტზე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით.
მუხლი 7🔗
გამოყოფილი ადგილი და განთავსების პირობები ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის თანაბარია.
მუხლი 8🔗
შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა.
მუხლი 9🔗
ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 3 სექტემბრის №45 დადგენილება.
მუხლი 11🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესაბა ოდიშარია