მუხლი 1🔗

აკრძალულია სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალის/საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის  ორგანოების, სასამართლოს, პროკურატურის, სამხედრო შენაერთის, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში,  ასევე, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის, რკინიგზის სადგურის, სამხატვრო გალერეის, ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმის, სენაკის მუნიციპალიტეტის  მოსწავლე-ახალგაზრდობის  და კულტურის ცენტრის, სასწავლო და სკოლამდელი დაწესებულებების, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების შენობათა ფასადებზე