მუხლი 2🔗

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ბეჭვდითი სააგიტაციო მასალების /პლაკატების/ გაკვრა აკრძალულია საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, საგზაო ნიშნებზე, ირ.აბაშიძის გამზირზე კინო „სულიკოდან“ „ავტოქარხნის“ გზაგამტარ ხიდამდე, ბაგა-ბაღებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებზე, სპორტის სასახლის შენობაზე, მუზეუმების, თეატრებისა და რეაბილიტირებული შენობების ფასადებსა და „ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის №153 დადგენილებით დამტკიცებულ პირველ ზონაში არსებული შენობა-ნაგებობების ნებისმიერ ფასადზ