მუხლი 6🔗
ცნობად იქნეს მიღებული, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს/საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრების, კრებების, საჯარო დებატების, დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზება შეუძლიათ განახორციელონ ქალაქ ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩა №2, ნაკვეთ №1-ში მდებარე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის“ ტერიტორიაზე და სოლომონ პირველის ქუჩა №46ა-ში მდებარე, ე.წ. „ხარაზოვის ბაღში“ არსებულ შენობაში. ამასთან, მითითებული ღონისძიებების, შეხვედრების გრაფიკი შეთანხმებული უნდა იქნეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკისა“ და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებო დაწესებულებათა გაერთიანების“ ადმინისტრაციასთა