„უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის №90/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №61/ნ |
|
2025 წლის 11 აგვისტო ქ. თბილისი |
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები სისტემაში აისახება მართვის სისტემის მიერ, რისთვისაც ცენტრი, მასსა და მართვის სისტემას შორის შეთანხმებული ფორმით, მართვის სისტემას აწვდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთანავე არსებულ ინფორმაციას, არაუგვიანეს მისი მიღებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში, ხოლო შესაბამისი საბჭოს გადაწყვეტილებას – გამოქვეყნებიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.“.
2. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ასევე უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროსისა და ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლების მქონე პირთა შესახებ მართვის სისტემის მიერ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ცენტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მართვის სისტემისათვის წარდგენიდან არაუგვიანეს ათი სამუშაო დღის ვადაში.“.
|