,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 19 მაისის №01-48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №84/ნ |
|
2023 წლის 17 ნოემბერი ქ. თბილისი |
ა) მე-2 პუნქტს ,,ზ‘‘ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ1‘‘ ქვეპუნქტი:
„ზ1) ,,პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №646 დადგენილებით განსაზღვრულ პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებში – სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესაბამისად, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და გატარების ხელშეწყობა/უზრუნველყოფა;“;
ბ) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში:
თ.ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების და ინფორმაციული სისტემების, კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის, სატელეკომუნიკაციო და ქსელური მოწყობილობების, ინტერნეტით უზრუნველყოფის და მათთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება (მათ შორის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №321 დადგენილებით განსაზღვრული წესით). წინამდებარე პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ კონსოლიდირებული ტენდერებზე;
თ.ბ) სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ორგანიზებული კონსოლიდირებული ტენდერებით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად ინფორმაციული ტექნოლოგიების და ინფორმაციული სისტემების, კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის, სატელეკომუნიკაციო და ქსელური მოწყობილობების ინტერნეტით უზრუნველყოფის და მათთან დაკავშირებული მომსახურების საჭიროებების შეფასება.''.
|