„სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№31/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.017053
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/05/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №31/ნ

2023 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 26/03/2019, 470230000.22.035.016595) შეტანილ იქნეს  ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული:

1.  №3 დანართით (სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური ანგარიშგებით გათვალისწინებული ელექტრონული მოდულების (მათ შორის, რეგისტრების) ჩამონათვალი და შევსების ვადები) განსაზღვრული ცხრილის მე-4 და მე-5 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4

ფ. IV-30

კიბოს პოპულაციური რეგისტრის ელექტრონული სისტემა ონკოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებებისათვის 

სერვისის დასრულებიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში

5

ფ. IV-30/1

კიბოს პოპულაციური რეგისტრის ელექტრონული სისტემა პათოლოგიურ-ანატომიური ლაბორატორიებისათვის /ცენტრებისთვის

კვლევის დასრულებიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში

.“.

2. №4 დანართის (სტატისტიკური ანგარიშგების ელექტრონული მოდულების/რეგისტრების წარმოების წესები) პირველი მუხლის 1.1 პუნქტის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ონკოლოგიური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებაში (სტაციონარული დაწესებულება, ამბულატორიული დაწესებულება) მომუშავე ექიმი-სპეციალისტები (კლინიკური ონკოლოგი, ონკოლოგი, ბავშვთა ონკოლოგი, ქიმიოთერაპევტი, ონკოქირურგი, ონკოგინეკოლოგი, ონკოუროლოგი, რადიაციული თერაპევტი, რადიოიზოტოპური გამოკვლევის სპეციალისტი) ვალდებული არიან, თითოეული ონკოლოგიური პაციენტის შესახებ, რომელსაც გაეწია სამედიცინო მომსახურება, შეავსონ კიბოს პოპულაციური რეგისტრის ფორმა №IV-30 ელექტრონულ ფორმატში №3 დანართში მითითებულ ვადებში. ახალწარმონაქმნები, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ექვემდებარება სავალდებულო  რეგისტრაციას კიბოს პოპულაციურ რეგისტრში, არის შემდეგი:

ა) ყველა ავთვისებიანი ახალწარმონაქმნი, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკატორის „დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია ონკოლოგიაში (ICD-O)“ მიხედვით გააჩნია ქცევის კოდი 2, 3, 6 ან 9 (პრეინვაზიური, ავთვისებიანი, მეტასტაზური ან უცნობია პირველადია თუ მეტასტაზური);

ბ) ცენტრალური ნერვული სისტემის ყველა კეთილთვისებიანი სიმსივნე.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

11. თუ „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მომსახურების მიწოდება ხორციელდება/განხორციელდა საქართველოს ფარგლებს გარეთ და პაციენტი არ არის რეგისტრირებული კიბოს პოპულაციური რეგისტრის ელექტრონულ სისტემაში, ამ მუხლის 1.1 პუნქტის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების შესრულების მიზნით, პაციენტის რეგისტრაციას კიბოს პოპულაციური რეგისტრის ელექტრონულ სისტემაში უზრუნველყოფს ა(ა)იპ − საქართველოს სოლიდარობის ფონდის რეფერალური მომსახურების სამსახური.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 22 მაისიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი