„სამეანო სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებებიდან მელოგინისა და ახალშობილის გაწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 29 მარტის №01-16/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №76/ნ |
|
2023 წლის 31 ოქტომბერი ქ. თბილისი |
ა) მე-6 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ბ) ასევე იმ სამედიცინო დაწესებულების შესახებ ინფორმაცია, რომელშიც გეგმავენ (მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გადმოცემით) ბავშვის დარეგისტრირებას/მიმაგრებას მომავალში ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით. ორსულთა და ახალშობილთა მეთვალყურეობის ელექტრონულ მოდულში ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში ახალშობილის ელექტრონულად რეგისტრაციის შემთხვევაში, ახალშობილი რეგისტრაციის თარიღიდან ავტომატურად ითვლება აღნიშნულ დაწესებულებაში გეგმური ამბულატორიული (მ.შ. იმუნიზაციის) სერვისის მოსარგებლედ, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) გეგმური ამბულატორიული მომსახურებისა და/ან „შესაბამისი წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ „სოფლის ექიმი − პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ და „სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდება და სასწრაფო სამედიცინო დახმარება“ კომპონენტების ფარგლებში (გარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე დაწესებულებებისა) განსაზღვრული მოცულობით, თუ ამავე პროგრამებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. აღნიშნულ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე გეგმური ამბულატორიული (მ.შ. იმუნიზაციის) სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია ახალშობილის მოსარგებლედ რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველყოს ახალშობილის მშობელთან/კანონიერ მეურვესთან კომუნიკაცია (სატელეფონო ან/და საკარდაკარო შემოვლის გზით) და ახალშობილის აყვანა მეთვალყურეობაზე.
ბ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,17. მელოგინის და ახალშობილის დაწესებულებიდან გაწერის წინ მკურნალი ექიმები ან/და დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირები უზრუნველყოფენ დოკუმენტაციის შევსებას და ელექტრონულ აღრიცხვას შემდეგი წესით:
ა) მელოგინის გასაწერად გაიცემა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100/ა;
ბ) ახალშობილის გასაწერად გაიცემა:
ბ.ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100/ა;
ბ.ბ) დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა (მხოლოდ ამ დანართის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საჭიროების შემთხვევაში).
გ) ,,დაწესებულება ვალდებულია, მელოგინისა და ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გადასცეს ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემაში მელოგინის და ახალშობილის დაწესებულებიდან გაწერისას, მაგრამ არაუგვიანეს გაწერიდან 2 სამუშო დღის განმავლობაში.“.
|