საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
მიღების თარიღი 08.08.2025
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.107.016477 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 11/08/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.08.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2025 წლის 8 აგვისტო
ქ. ჩხოროწყუ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
აკრძალულია საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალის (შემდგომში – საარჩევნო პლაკატი) გაკვრა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოს, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, ასევე საკულტო შენობა-ნაგებობებზე (მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სასაფლაოებზე, ეკლესიებზე და მონასტრებზე), აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა საგზაო ნიშანზე.
მუხლი 2🔗
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატის გასაკრავად განთავსდეს სპეციალური სტენდები (შემდგომში – სტენდი) დანართით განსაზღვრულ ადგილებზე.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას არაუმეტეს 1 (ერთი) ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არაუმეტეს: სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი).
მუხლი 4🔗
საარჩევნო პლაკატები ასევე შეიძლება განთავსდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გარე განათების ბოძებზე, მგზავრთა მოსაცდელებში და სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე.
მუხლი 5🔗
ამ დადგენილების პირველი, მე-2 და მე-4 მუხლების გათვალისწინებით, საარჩევნო პლაკატები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში, თუ ამით არ უარესდება საგზაო ნიშნების, მაჩვენებლებისა და საავტომობილო გზის ხილვადობა, აგრეთვე საფრთხე არ ემუქრება ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას.
მუხლი 6🔗
გამოყოფილი ადგილები და განთავსების პირობები ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის თანაბარია.
მუხლი 7🔗
შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა.
მუხლი 8🔗
ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მუხლი 9🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 2 სექტემბრის №17 დადგენილება.
მუხლი 10🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშოთა წურწუმია
დანართი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის საარჩევნო პლაკატების გასაკრავად გამოყოფილი ადგილების ჩამონათვალი
1. ქ. ჩხოროწყუ/ორი ადგილი/, სამუსიკო სკოლის მიმდებარედ (დ. აღმაშენებლის ქ. №4), ყოფილი უნივერმაღის გვერდით მოსაცდელთან (ჭავჭავაძის ქ.).
2. ქ. ჩხოროწყუს საარჩევნო უბანი/ერთი ადგილი/, ავტოგასამართი სადგურის მიმდებარედ (კ. გამსახურდიას ქ.).
3. გარახა/ერთი ადგილი/, გარახის უბნის ცენტრში ყოფილი შერეული მაღაზიის მიმდებარედ (ჯანაშიას ქ.).
4. ახუთი/ერთი ადგილი/, ახუთის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ახუთის 1-ლი ქუჩა).
5. მონგირი/ერთი ადგილი/, სპორტული მოედნის მიმდებარედ (სოფ. ახუთის მე-18 ქ.).
6. ზუმი/ერთი ადგილი/, სოფლის ცენტრში მდებარე მოსაცდელის მიმდებარედ (სოფ. ზუმის მე-4 ქ.).
7. თაია/ერთი ადგილი/, სოფლის ცენტრში მდებარე მოსაცდელის მიმდებარედ (სოფ. თაიას მე-15 ქ.).
8. კირცხი/ერთი ადგილი/, სოფლის ცენტრში სავაჭრო ობიექტის მიმდებარედ (სოფ. კირცხის 22-ე ქ.).
9. სარაქონი/ერთი ადგილი/, სოფლის ცენტრში სპორტული მოედნის მიმდებარედ (სოფ. კირცხის მე-3 ქ.).
10. ლესიჭინე/ერთი ადგილი/, ყოფილი მეურნეობის კულტურის სახლის მიმდებარედ სოფლის ცენტრში ბაზრის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ლესიჭინეს 43-ე ქ.).
11. ლესიჭინე/ორი ადგილი/, სოფლის ცენტრში ბაზრის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ლესიჭინეს 1-ლი ქ.). საუბნო საავადმყოფოს ტერიტორიის მიმდებარედ.
12. II ლესიჭინე/ერთი ადგილი/, №3 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ლესიჭინეს მე-19 ქ.).
13. ოჩხომური/ერთი ადგილი/, ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ლესიჭინეს 47-ე ქ.).
14. ლეწურწუმის საარჩევნო უბანი/ერთი ადგილი/, სოფლის ცენტრში საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (ალ. პერტაიას ქ.).
15. მუხური/ერთი ადგილი/, სოფლის ცენტრში სკვერის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. მუხურის მე-17 ქ.)
16. ლეგახარე/ერთი ადგილი/, მუხურის №2 არასრული საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. მუხურის მე-17ქ.).
17. ნაკიანი/ერთი ადგილი/, ყოფილი მეურნეობის კანტორის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ნაკიანის 1-ლი ქ.).
18. ნაფიჩხოვო/ერთი ადგილი/, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ნაფიჩხოვოს 1-ლი ქ.).
19. ლედარსალე/ერთი ადგილი/, ნაფიჩხოვოს №2 არასრული საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ნაფიჩხოვოს მე-17 ქ.).
20. ხანწკი/ერთი ადგილი/, ნაფიჩხოვოს არასრული საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ნაფიჩხოვოს მე-9 ქ.).
21. ქვედაჩხოროწყუ/ერთი ადგილი/, საექიმო უბნის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ქვედაჩხოროწყუს 1-ლი ქ.).
22. პირველი ჭოღა/ერთი ადგილი/, საბავშვო ბაღის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ჭოღის მე-16 ქ.).
23. მეორე ჭოღა/ერთი ადგილი/, ყოფილი მეურნეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ჭოღის მე-8 ქ.).
24. ხაბუმე/ერთი ადგილი/, ყოფილი უნივერმაღის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ხაბუმე 37-ე ქ.).
25. ხაბუმი/ერთი ადგილი/, ყოფილი ჩაის ფაბრიკის ბაგა-ბაღის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ხაბუმე 1-ლი ქ.).
26. ჯუმითი/ერთი ადგილი/, ბაგა-ბაღის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ხაბუმე 46-ე ქ.).
27. ქ. ჩხოროწყუ/ორი ადგილი/, ყოფილი ფოსტის შენობის მიმდებარე ტერიტორია (დ. აღმაშენებლის ქ.) საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე (დ. აღმაშენებლის ქ.).