საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.08.2025
ძალაში შესვლა 12.08.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №97
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.017384 1393
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 12/08/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის -აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№97
2025 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №708 დადგენილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №36 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 12 აგვისტოდან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი (შემდგომ – ჰოსპიტალი) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების (კადეტების) (შემდგომ – მოსამსახურეები), მათი ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილი, დედა, მამა), სამინისტროდან დათხოვნილი კომპენსაციის/პენსიის მიმღები სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების (შემდგომ – კომპენსაციის/პენსიის მიმღები პირები), იურიდიული და ფიზიკური პირების სამედიცინო მომსახურებას.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სრული სახელწოდებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი”. ჰოსპიტალის ინგლისურენოვანი სახელწოდებაა – LEPL „MINISTRY OF DEFENCE OF GEORGIA GIORGI ABRAMISHVILI MILITARY HOSPITAL“.
3. ჰოსპიტალის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კანონმდებლობა, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ-მინისტრი) სამართლებრივი აქტები და ეს დებულება.
4. ჰოსპიტალი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.
5. ჰოსპიტალს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები (მათ შორის სავალუტო), ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების გამოსახულებით, ბლანკები და შტამპები.
6. ჰოსპიტალის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ. №56.
მუხლი 2🔗. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
1. ჰოსპიტალის მიზანია მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრების, კომპენსაციის/პენსიის მიმღები პირებისა და სხვა ფიზიკური პირების სანდო და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ინოვაციური სერვისების დანერგვა, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო/კვლევითი მომსახურების გაწევა, ქვეყანაში სამხედრო სამედიცინო მომსახურების განვითარება და ხელშეწყობა, რესურსების ეფექტიანად, მიზნობრივად, პროდუქტიულად და ეკონომიურად განკარგვა.
2. ჰოსპიტალის ფუნქციებია:
ა) მოსამსახურეებისათვის, მათი ოჯახის წევრებისათვის და კომპენსაციის/პენსიის მიმღები პირებისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის ლიცენზიით მინიჭებული უფლებების ფარგლებში;
ბ) პროფილაქტიკური ღონისძიებებით მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური სტატუსის შენარჩუნება და განმტკიცება; ავადობის მაჩვენებლებისა და შრომისუუნარობის ხანგრძლივობის შემცირება;
გ) მოსამსახურეების ამბულატორული და სტაციონარული მკურნალობა;
დ) საბრძოლო მოქმედებების დროს, ჰოსპიტალში ევაკუირებულ დაჭრილთათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ორგანიზება და მკურნალობა, სათანადო ღონისძიებების გატარება სანიტარიული დანაკარგის მინიმუმამდე შესამცირებლად;
ე) სამხედრო-სამედიცინო კომისიისა და მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის საქმიანობის ორგანიზება და ჩატარება;
ვ) სამედიცინო დახმარების ან ექსპერტიზის უზრუნველყოფა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, როდესაც ამ ღონისძიებების განხორციელება ჰოსპიტალში შეუძლებელია;
ზ) მოსამსახურეების, კომპენსაციის/პენსიის მიმღები პირებისა და საქართველოში 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს დაღუპულის ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილი, დედა, მამა) საბაზისო სამკურნალწამლო საშუალებებით უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, წინასწარ დამტკიცებული სიით, ამ მიზნით ჰოსპიტალისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში;
თ) ჰოსპიტალის სამედიცინო და სხვა დამხმარე საშუალებებით აღჭურვა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება, მისი განახლება-შევსება (საველე პირობების მოთხოვნათა გათვალისწინებით);
ი) სამედიცინო აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება, სამინისტროს სისტემაში ავადობისა და ტრავმატიზმის მიზეზების შესწავლა და ანალიზი;
კ) სამედიცინო კვალიფიციური კადრების შერჩევა და თანამშრომელთა შორის სანიტარიული და საგანმანათლებლო მუშაობის ჩატარება, საექიმო და საშუალო სამედიცინო პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარება;
ლ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა რეგიონში პროფილაქტიკური სამკურნალო და საკონსულტაციო დახმარების აღმოჩენის მიზნით, ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალიდან მობილური საექიმო ბრიგადების ფორმირება და მივლინება დანიშნულების ადგილზე;
მ) საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზება ჰოსპიტალის კომპეტენციის ფარგლებში;
ნ) პაციენტთა მკურნალობის შედეგების ანალიზი და მკურნალობის ხარისხისა და ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებების შემუშავება და გატარება;
ო) სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ჰოსპიტალში მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მომსახურება პრიორიტეტულია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. ჰოსპიტალი სამედიცინო მომსახურებას, ანაზღაურების გარეშე ან შეღავათიანი პირობებით, საბიუჯეტო დაფინანსებით, ახორციელებს შემდეგ პირებზე:
ა) მოსამსახურეებზე – ანაზღაურების გარეშე;
ბ) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კატეგორიის პირებზე – ამავე აქტით დადგენილ შემთხვევებში ანაზღაურების გარეშე ან შეღავათიანი პირობებით, თუ ისინი წარმოადგენენ:
ბ.ა) კომპენსაციის/პენსიის მიმღებ პირებს;
ბ.ბ) მარჩენალის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის/პენსიის მიმღებ პირებს;
ბ.გ) მოსამსახურეების ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი, დედა, მამა);
ბ.დ) საბრძოლო მოქმედებების, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს დაღუპულის ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი, დედა, მამა);
ბ.ე) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა კატეგორიის პირებს.
4. ჰოსპიტალი თავის საქმიანობას ახორციელებს საბიუჯეტო ასიგნებების და სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე. ხელშეკრულებები ფორმდება, როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებთან.
5. ჰოსპიტალში მკურნალობის პროცესისა და სამეცნიერო-კვლევითი, მეთოდური და პედაგოგიური მუშაობის ორგანიზების ფორმები განისაზღვრება ჰოსპიტალის შინაგანაწესით. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა წარიმართება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. სამკურნალო, სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის ოპტიმიზების მიზნით, ჰოსპიტალს უფლება აქვს დროებით ან მუდმივი დახმარებისათვის ხელშეკრულებით მოიწვიოს ქვეყნის ან საზღვარგარეთის წამყვანი სპეციალისტები, რომელთა შრომითი ანაზღაურება განხორციელდება საკონტრაქტო პირობით, შესრულებულ სამუშაოთა მნიშვნელობისა და მოცულობის შესაბამისად.
7. ჰოსპიტალი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება იყოს დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი ან გამოყენებულ იქნეს დიპლომამდელი სწავლების, პოსტდიპლომური განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელებისათვის კლინიკურ ბაზად სამხედრო მედიცინის ან მედიცინის სხვა დარგში. ამ ფუნქციის შესასრულებლად ჰოსპიტალი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
8. ჰოსპიტალის რესურსის გათვალისწინებით, მისი უშუალო ფუნქციების გარდა, ჰოსპიტალს უფლება აქვს გაუწიოს სამედიცინო დახმარება საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოქმედი კანონმდებლობით. ამ მიზნით უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების პროგრამების შესრულებაში;
ბ) მიიღოს შეკვეთები სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო ორგანიზაციებიდან მოქალაქეთა გარკვეული კონტინგენტისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე. შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება დამკვეთის მიერ ანაზღაურდება დადგენილი წესით.
9. აღჭურვისა და სერვისის მაღალი დონის გათვალისწინებით ჰოსპიტალს უფლება აქვს, გარდა მოსამსახურეებისა, კომპენსაციის/პენსიის მიმღები პირებისა და მათი ოჯახის წევრებისა, სხვა პირებისათვის, დადგენილი წესით დააწესოს მკურნალობის ღირებულების განსხვავებული საფასურები (სახელმწიფო შეკვეთების გარდა).
10. ჰოსპიტალს უფლება აქვს შესთავაზოს მოქალაქეებს სერვისის სხვადასხვა სახე სამედიცინო და არასამედიცინო სფეროში სათანადო კანონმდებლობის დაცვით.
11. ჰოსპიტალის ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარების დონის ზრდას საექიმო და საშუალო სამედიცინო პერსონალის მუდმივი გადამზადებით, სამედიცინო ტექნოლოგიების მაქსიმალური მიახლოებით საერთაშორისო სტანდარტებსა და მედიცინის პრინციპებთან.
12. ჰოსპიტალი ახორციელებს ჰოსპიტალის საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას.
მუხლი 3🔗. ჰოსპიტალის სტრუქტურა
1. ჰოსპიტალი მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
2. ჰოსპიტალის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით.
3. ჰოსპიტალის სტრუქტურული ქვედანაყოფები/ერთეულებია:
ა) ადმინისტრაცია;
ბ) ფინანსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური;
გ) სამედიცინო ხარისხის სამსახური;
დ) შიდა აუდიტის სამსახური;
ე) ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური სამსახური;
ვ) სამხედრო მოსამსახურეთა სამედიცინო შემოწმების განყოფილება;
ზ) თერაპიული სამსახური:
ზ.ა) კარდიოლოგიური და ინტენსიური კარდიოლოგიის განყოფილება;
ზ.ბ) თერაპიისა და ფსიქო-ნევროლოგიის განყოფილება;
ზ.გ) ინფექციური განყოფილება;
თ) რეანიმაციისა და ანესთეზიოლოგიის განყოფილება;
ი) საცალო აფთიაქი;
კ) სისხლის ბანკი;
ლ) ქირურგიული სამსახური:
ლ.ა) საოპერაციო ბლოკი;
ლ.ბ) ზოგადი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის განყოფილება;
ლ.გ) პათოლოგ-ანატომიური განყოფილება;
მ) ლაბორატორია;
ნ) გადაუდებელი დახმარების განყოფილება;
ო) სამედიცინო მარაგების განყოფილება;
პ) ქუთაისის სამედიცინო ცენტრი:
პ.ა) ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილება.
მუხლი 4🔗. ადმინისტრაცია
1. ადმინისტრაციის მიზანია ჰოსპიტალის საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ჰოსპიტალის ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიზნობრივი აუდიტორიისათვის სათანადო ფორმით, სწორი არხებით და ინტენსივობით მიწოდება, ჰოსპიტალის საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, ადამიანური რესურსების მართვა, თანამშრომელთა მოტივირება და შრომითი კმაყოფილების ზრდა, ასევე სამედიცინო დოკუმენტების არქივის წარმოება და დოკუმენტაციის დაცვის უზრუნველყოფა.
2. ადმინისტრაციის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ჰოსპიტალის საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) ჰოსპიტალის მიზნებიდან გამომდინარე, საქმიანობის კოორდინაცია და ტექნიკური უზრუნველყოფის მონიტორინგი;
გ) ჰოსპიტალის საქმისწარმოების სისტემის პროცედურული საკითხების ორგანიზება;
დ) ჰოსპიტალის დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში მატერიალური და ელექტრონული სახით შემოსული კორესპონდენციის ბაზაში ასახვა/რეგისტრაცია, დამუშავება, კლასიფიკაცია და სარეზოლუციო ადრესატისათვის გაგზავნა დადგენილი წესითა და საჭიროების შესაბამისად;
ე) ჰოსპიტალის დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში ჰოსპიტალის თანამშრომელთა მიერ შესრულებული კორესპონდენციის შესაბამის ადრესატებთან გადაგზავნა დადგენილი წესისა და საჭიროების შესაბამისად;
ვ) ჰოსპიტალის დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში შექმნილი და დაცული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ასლების დამოწმება დადგენილი წესისა და საჭიროების შესაბამისად;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის შემცველი კორესპონდენციის/დოკუმენტაციის დადგენილი წესისა და პროცედურის შესაბამისად შენახვა/სისტემატიზაცია;
თ) ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
ი) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ჰოსპიტალის ურთიერთობის კოორდინაცია;
კ) ჰოსპიტალის სარეკლამო და საინფორმაციო კამპანიის წარმოება და საჭიროებიდან გამომდინარე, ბრიფინგებისა და კონფერენციების ორგანიზება, პრესრელიზებისა და მსგავსი ინფორმაციის მომზადება;
ლ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
მ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და სტრატეგიის განსაზღვრა და მისი შესრულების უზრუნველყოფა;
ნ) ადამიანური რესურსების მართვის მეთოდოლოგიის შექმნა და განვითარება;
ო) ადამიანური რესურსების მოზიდვა, მათი შერჩევის/დაქირავების პროცესის ორგანიზება და მართვა;
პ) ჰოსპიტალსა და თანამშრომლებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საქმიანობის სათანადო დოკუმენტური გაფორმება და თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება;
ჟ) ჰოსპიტალის ინტერესებიდან გამომდინარე, საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობა;
რ) თანამშრომელთა კარიერული წინსვლის, მოტივაციის, შეფასების სისტემების შექმნა, დანერგვა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ს) განცხადებებსა და ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
ტ) სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში ჰოსპიტალის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
უ) ჰოსპიტალის დირექტორის სამართლებრივი აქტების მომზადება;
ფ) ჰოსპიტალის საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და ჰოსპიტალის სახელით დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ქ) ჰოსპიტალში შესაბამისი პროცედურების გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება და ჰოსპიტალის დირექტორისთვის წარდგენა.
ღ) საქმისწარმოება, დამთავრებული, ხანგრძლივად და მუდმივად შესანახი დოკუმენტების არქივში განთავსება, საქმეთა რეესტრის წარმოება და ჰოსპიტალის არქივის მუშაობის ორგანიზება;
ყ) ჰოსპიტალში სამედიცინო დოკუმენტების შენახვის, დაცვის და მათზე წვდომის უზრუნველყოფა დადგენილი პროცედურითა და წესით;
შ) სამედიცინო არქივიდან დოკუმენტების გაცემა დადგენილი პროცედურითა და წესით;
ჩ) განცხადების საფუძველზე, დაინტერესებული პირებისათვის არქივში დაცული დოკუმენტაციის დედნის ან მისი ასლის გაცნობა, დოკუმენტაციის არქივში არარსებობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
ც) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
ძ) ჰოსპიტალში შესაბამისი პროცედურების გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება და ჰოსპიტალის დირექტორისთვის წარდგენა.
მუხლი 5🔗. ფინანსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური
1. სამსახურის საქმიანობის მიზანია ჰოსპიტალის ფინანსური რესურსების ეფექტიანი, მიზნობრივი, პროდუქტიული და ეკონომიური მართვა და მდგრადობის ანალიზი, ჰოსპიტალში სახელმწიფო შესყიდვების პროცესის წარმართვა კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით.
2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ჰოსპიტალის საფინანსო-ეკონომიკური და ბუღალტრული საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
ბ) ჰოსპიტალის ბიუჯეტის ფორმირების მიზნით, საჭირო ინფორმაციის შეგროვება და პროგნოზირება;
გ) ჰოსპიტალის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და უწყებებთან შეთანხმება;
დ) ჰოსპიტალის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და ჰოსპიტალის დირექტორისათვის წარდგენა;
ე) ჰოსპიტალის ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების კონტროლი და ანალიზი;
ვ) ჰოსპიტალის ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის შედეგების ბუღალტრული ასახვის უზრუნველყოფა;
ზ) ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგების შედგენის და სათანადო ინსტანციებში დადგენილ ვადებში წარდგენის უზრუნველყოფა, ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გაგზავნა;
თ) ჰოსპიტალის დირექტორისთვის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კვარტალური, დეტალური ანალიზის წარდგენა და არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ი) ჰოსპიტალის მიერ წარმოებული სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა-გატარება ბუღალტრულ პროგრამაში, დადგენილი წესებით დოკუმენტირება, შენახვა და დაარქივება;
კ) შემოსულობებისა და გადასახდელების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის კანონმდებლობის შესაბამისად წარმოება;
ლ) ბუღალტრული ოპერაციების პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით აღრიცხვა და საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება;
მ) ჰოსპიტალის თანამშრომელთა ხელფასებისა და სხვა განაცემების (შვებულება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა, საბოლოო ანგარიშსწორება, მივლინება) დარიცხვა და გაცემა;
ნ) ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა აღრიცხვა;
ო) სხვადასხვა ორგანიზაციებთან და უწყებებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;
პ) სამინისტროსთვის ხარჯვის შესახებ ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების, ბალანსების მომზადება და წარდგენა კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის ბიუჯეტის ხარჯვის შესახებ ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშების წარდგენა;
ჟ) მატერიალური ქონების აღრიცხვა და კონტროლი, ასევე ჰოსპიტალის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
რ) შესყიდვების პროცედურების კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განხორციელება;
ს) შესყიდვების პროცედურისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადების უზრუნველყოფა;
ტ) შესყიდვებისთვის საჭირო ხელშეკრულებების მომზადებისა და დადების უზრუნველყოფა;
უ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის მომზადება, დირექტორისათვის წარდგენა და სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ პორტალზე ატვირთვა;
ფ) მომწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების გადაცდენის შემთხვევაში დროული და ადეკვატური რეაგირება;
ქ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
ღ) სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის წერილობითი ანგარიშის მომზადება და წარდგენა უფლებამოსილი პირებისათვის.
მუხლი 6🔗. სამედიცინო ხარისხის სამსახური
1. სამსახურის მიზანია პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის სერვისების განვითარება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და ხარვეზების გამოსწორების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება.
2. სამსახურის შესწავლისა და ანალიზის საგანი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაძლებელია იყოს ჰოსპიტალში მიმდინარე სამედიცინო საქმიანობა. ჰოსპიტალის თანამშრომლები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ სამსახურთან და უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება, არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და მოქმედებების შესრულება.
3. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო რეჟიმის კონტროლი;
ბ) ნოზოკომიური ინფექციების კონტროლისა და აღრიცხვის პროცესის მართვა;
გ) ქვეყანაში აღიარებული სტანდარტების (გაიდლაინი, პროტოკოლი) სამედიცინო მომსახურების პროცესში გამოყენების კონტროლი;
დ) სამედიცინო დოკუმენტაციის სწორად წარმოების კონტროლი;
ე) სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების კონტროლი;
ვ) რეფერალურ ქსელში ეფექტური ჩართულობა;
ზ) პაციენტის და სამედიცინო პერსონალის კმაყოფილების შეფასების მონიტორინგი და ანალიზი;
თ) შემდეგი შემთხვევების აუცილებელი წესით აღრიცხვა და საჭიროების შემთხვევაში შესწავლა:
თ.ა) ლეტალური გამოსავალი;
თ.ბ) პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება;
თ.გ) სამედიცინო შეცდომა/გადაცდომა;
თ.დ) ნოზოკომიური ინფექცი(ებ)ის დადასტურებული შემთხვევა;
თ.ე) პაციენტის/პაციენტის წარმომადგენლის საჩივარი;
თ.ვ) სტატისტიკურად ხშირი გართულება;
თ.ზ) რეჰოსპიტალიზაცია იგივე დიაგნოზით;
თ.თ) საწოლზე დაყოვნების გახანგრძლივება;
ი) სამედიცინო რისკების გამოვლენა;
კ) ჰოსპიტალში არსებული სამედიცინო პროგრამების ეფექტურად და კანონმდებლობის შესაბამისად მართვის უზრუნველყოფა;
ლ) ჰოსპიტალში შესაბამისი პროცედურების გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება და ჰოსპიტალის დირექტორისთვის წარდგენა;
მ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება.
მუხლი 7🔗. შიდა აუდიტის სამსახური
1. სამსახურის მიზანია ხელი შეუწყოს ჰოსპიტალის მიერ დასახული მიზნების შესრულებას, რისთვისაც ის დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობით, სისტემატიზებული, დისციპლინებული და ორგანიზებული მიდგომით აანალიზებს, აფასებს და აუმჯობესებს ჰოსპიტალის რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას.
2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ჰოსპიტალის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) ჰოსპიტალის სისტემის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
გ) შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმის შემუშავება და საანგარიშო წლის დაწყებამდე, დირექტორისათვის წარდგენა;
დ) ჰოსპიტალის საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა;
ე) სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი;
ვ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
ზ) ჰოსპიტალის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება, მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენა;
თ) ჰოსპიტალის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;
ი) ჰოსპიტალში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით ჰოსპიტალის დირექტორისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა კომპეტენციის ფარგლებში;
კ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება.
მუხლი 8🔗. ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური სამსახური
1. სამსახურის მიზანია ჰოსპიტალში დაავადების მკურნალობისა და დიაგნოსტიკის თანამედროვე ეფექტური მეთოდების დანერგვა.
2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) პაციენტების სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა;
ბ) ამბულატორიული/საექიმო კონსულტაციის გაწევა და დიაგნოსტიკა;
გ) სამკურნალო და საორგანიზაციო საკითხების კონტროლი, გამოვლენილი პრობლემების ანალიზი, მათი აღმოფხვრის მექანიზმების შემუშავება;
დ) სამედიცინო თვალსაზრისით მძიმე პაციენტების შესაბამის განყოფილებებში გადაყვანა;
ე) ჰოსპიტალში შესაბამისი პროცედურების გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება და ჰოსპიტალის დირექტორისთვის წარდგენა;
ვ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება.
მუხლი 9🔗. სამხედრო მოსამსახურეთა სამედიცინო შემოწმების განყოფილება
1. განყოფილების მიზანია სამხედრო მოსამსახურეთა სამედიცინო შემოწმების ორგანიზება და მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის საქმიანობის მხარდაჭერა.
2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამხედრო მოსამსახურეთა სამედიცინო შემოწმებისათვის სათანადო ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ბ) სამხედრო-სამედიცინო კომისიისა და მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის საქმიანობის მხარდაჭერა.
მუხლი 10🔗. თერაპიული სამსახური
1. სამსახურის მიზანია ჰოსპიტალში კარდიოლოგიური, ინფექციური, თერაპიული მკურნალობა და თანამედროვე ეფექტური მეთოდების დანერგვა.
2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) პაციენტების სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა შესაბამისი მიმართულებებით (კარდიოლოგიური, ინფექციური, თერაპიული და ფსიქონევროლოგიური მკურნალობის გაწევა);
ბ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
გ) ჰოსპიტალში შესაბამისი პროცედურების გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება და ჰოსპიტალის დირექტორისთვის წარდგენა.
მუხლი 11🔗. რეანიმაციისა და ანესთეზიოლოგიის განყოფილება
1. რეანიმაციისა და ანესთეზიოლოგიის განყოფილების მიზანია უზრუნველყოს კრიტიკული მოვლა და სასიცოცხლო ფუნქციების მუდმივი მონიტორინგი პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ორგანოთა სისტემის უკმარისობა ან იმყოფებიან ზემოაღნიშნული პრობლემების განვითარების რისკის ქვეშ, ასევე, საოპერაციო ბლოკში შესაბამისი ანესთეზიოლოგიური მხარდაჭერა.
2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) ხელი შეუწყოს ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტების სასიცოცხლო ფუნქციების მუდმივ მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს პაციენტის ორგანოთა სისტემის სტაბილიზაცია;
ბ) პოსტოპერაციულ პერიოდში პაციენტის შესაბამისი მონიტორული მხარდაჭერა და სათანადო მკურნალობის აღმოჩენა.
მუხლი 12🔗. საცალო აფთიაქი
1. საცალო აფთიაქის მიზანია მოსამსახურეების, კომპენსაციის/პენსიის მიმღები პირებისა და საქართველოში 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს დაღუპულის ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილი, დედა, მამა) თანამედროვე, ეფექტური, ფსიქოტროპული და სამკურნალწამლო მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
2. საცალო აფთიაქის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამკურნალწამლო მედიკამენტების და ფსიქოტროპული საშუალებების მარაგების კონტროლი, დაგეგმვა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და გაცემის უზრუნველყოფა;
ბ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
გ) ჰოსპიტალში შესაბამისი პროცედურების გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება და ჰოსპიტალის დირექტორისთვის წარდგენა.
მუხლი 13🔗. სისხლის ბანკი
1. სისხლის ბანკის მიზანია განახორციელოს სისხლის კომპონენტების დამზადება და განკარგვა, ჰოსპიტალის უზრუნველყოფა სისხლის კომპონენტებით და კლინიკურ-ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის წარმოება.
2. სისხლის ბანკის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ჰოსპიტალის სისხლის კომპონენტებით მომარაგების ხელშეწყობა;
ბ) სისხლის გადასხმის პროცედურის უზრუნველყოფა;
გ) საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებების უზრუნველყოფა სისხლის კომპონენტებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 14🔗. ქირურგიული სამსახური
1. სამსახურის მიზანია ჰოსპიტალში პათოლოგ-ანატომიური, ქირურგიული და ტრავმატოლოგიური მომსახურების, ასევე გადაუდებელი სამედიცინო ჩარევის განხორციელება და თანამედროვე, ეფექტური მეთოდების დანერგვა.
2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) პაციენტების სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა შესაბამისი მიმართულებებით (ქირურგიული, ტრავმატოლოგიური და პათოლოგ-ანატომიური, ქირურგიული ჩარევებისთვის მომზადების უზრუნველყოფა);
ბ) საოპერაციო ბლოკების ქირურგიული ჩარევებისთვის მომზადების უზრუნველყოფა;
გ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
დ) ჰოსპიტალში შესაბამისი პროცედურების გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება და ჰოსპიტალის დირექტორისთვის წარდგენა.
მუხლი 15🔗. ლაბორატორია
1. ლაბორატორიის მიზანია, როგორც სტაციონარული, ასევე ამბულატორიული პაციენტები უზრუნველყოს სხვადასხვა კლინიკური კვლევებით და დიაგნოსტიკით. დიაგნოსტიკა მოიცავს შემდეგი ლაბორატორიული კვლევის მიმართულებებს: ბიოქიმია, იმუნოლოგია, კლინიკა-ჰემატოლოგია, ჰემოსტაზი, ბაქტერიოლოგია, მოლეკულური პჯრ, ციტოლოგია.
2. ლაბორატორიის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ჰოსპიტალში პაციენტების სრულყოფილი სამედიცინო ლაბორატორიული მომსახურება;
ბ) ჰოსპიტალში თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდების დანერგვა და სრულიად ავტომატიზებული, მაღალტექნოლოგიური აპარატურით მომსახურება;
გ) სახელმწიფო სამედიცინო და სამეცნიერო პროგრამებში ჩართულობა.
მუხლი 16🔗. გადაუდებელი დახმარების განყოფილება
1. გადაუდებელი დახმარების განყოფილების მიზანია პაციენტისათვის დროული მაღალხარისხოვანი გამოკვლევისა და მკურნალობის ჩატარება, ასევე სათანადო დაკვირვება და მოვლა, სათანადო კვლევების, დიაგნოზისა და მკურნალობის სქემის განსაზღვრა, მოქმედი მარეგულირებელი პროტოკოლისა და გაიდლაინის მიხედვით.
2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) განყოფილების უფროსისათვის დიაგნოზის, პაციენტის გამოკვლევისა და მკურნალობის საკითხის შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება;
ბ) სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
გ) პაციენტისთვის დანიშნულების მიცემა და მისი შესრულების კონტროლი;
დ) პაციენტის გადაუდებელი დახმარების დროული აღმოჩენა;
ე) პაციენტის სიკვდილის თითოეული შემთხვევის გაანალიზება და ხელმძღვანელობისათვის დაწვრილებით მოხსენების გაკეთება;
ვ) დაქვემდებარებული საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალის მუშაობის კონტროლი;
ზ) ყველა საგანგებო შემთხვევის განყოფილების უფროსისათვის დაუყოვნებლივ მოხსენება;
თ) სამედიცინო ანგარიშის შედგენის მიზნით უფლებამოსილი პირისათვის შესაბამისი ინფორმაციის დროული მიწოდება;
ი) იმ დადგენილი წესების შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი, რომელიც გულისხმობს ავადმყოფის თანხმობას ინვაზიურ ჩარევაზე, აქტის გაფორმებას ავადმყოფის მიერ მკურნალობაზე უარის შესახებ და სხვა;
კ) პაციენტთან ურთიერთობის დროს კონფიდენციალურობისა და დეონტოლოგიის ნორმების დაცვა.
მუხლი 17🔗. სამედიცინო მარაგების განყოფილება
1. განყოფილების მიზანია ჰოსპიტალის თანამედროვე და ეფექტური სამკურნალწამლო მედიკამენტებით და სხვადასხვა დანიშნულების სახარჯი მასალებით უზრუნველყოფა.
2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) ფსიქოტროპული და ნარკოტიკული საშუალებების, სამკურნალწამლო მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების მარაგების კონტროლი, დაგეგმვა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და ჰოსპიტალის განყოფილებებზე გაცემის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
გ) ჰოსპიტალში შესაბამისი პროცედურების გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება და ჰოსპიტალის დირექტორისთვის წარდგენა.
მუხლი 18🔗. ქუთაისის სამედიცინო ცენტრი
1. ცენტრის მიზანია სრულყოფილი, სანდო და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა.
2. ცენტრის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ამ დებულების პირველი და მე-2 მუხლებით განსაზღვრული პირებისათვის, ამავე მუხლებით დადგენილი წესითა და პირობებით შესაბამისი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა;
ბ) ჰოსპიტალის მიზნებიდან გამომდინარე, საქმიანობის კოორდინაცია და ტექნიკური უზრუნველყოფის მონიტორინგი;
გ) ცენტრის საქმისწარმოების სისტემის პროცედურული საკითხების ორგანიზება, დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში მატერიალური და ელექტრონული სახით შემოსული კორესპონდენციის ბაზაში ასახვა/რეგისტრაცია, დამუშავება, კლასიფიკაცია და სარეზოლუციო ადრესატისათვის გაგზავნა დადგენილი წესითა და საჭიროების შესაბამისად;
დ) ჰოსპიტალის დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში შექმნილი და დაცული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ასლების დამოწმება დადგენილი წესისა და საჭიროების შესაბამისად;
ე) ადამიანური რესურსების პროცედურული მართვა;
ვ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
ზ) ქუთაისის სამედიცინო ცენტრის შესაბამისი პროცედურების გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება და ჰოსპიტალის დირექტორისთვის წარდგენა.
3. ცენტრი უფლებამოსილია უზრუნველყოს სამხედრო მოსამსახურეთა სამედიცინო შემოწმებისათვის სათანადო ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი დასკვნების მომზადება, აგრეთვე სამხედრო-სამედიცინო კომისიისა და მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის საქმიანობის მხარდაჭერა.
4. ცენტრს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი ბეჭედი და შტამპი.
მუხლი 19🔗. ჰოსპიტალის მართვა
1. ჰოსპიტალს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ჰოსპიტალის დირექტორი:
ა) განსაზღვრავს თანამშრომლების ფუნქციებს;
ბ) წარმოადგენს ჰოსპიტალს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში, მოქმედებს ჰოსპიტალის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით განაგებს ჰოსპიტალის ქონებასა და ფინანსურ სახსრებს, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ანგარიშებს ბანკებში, ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფუნქციებს;
გ) მართავს ჰოსპიტალის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ჰოსპიტალის თანამშრომლებს (გარდა სამხედრო მოსამსახურისა);
ე) ახორციელებს ჰოსპიტალის თანამშრომლების ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებას;
ვ) ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, ეკისრება პასუხისმგებლობა ჰოსპიტალის ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ, პროდუქტიულ, ეკონომიურ და ეფექტიან გამოყენებაზე;
ზ) ამტკიცებს ჰოსპიტალის წლიურ ბიუჯეტს, სტრუქტურას, საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს სამინისტროსთან შეთანხმებით;
თ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ი) პასუხს აგებს ჰოსპიტალის ძირითადი ამოცანების შესრულებაზე და პასუხისმგებელია სამხედრო ჰოსპიტალში სახელმწიფო საიდუმლოების სათანადო რეჟიმის დაცვისათვის;
კ) სპეციალური დავალებების შესასრულებლად ჰოსპიტალში ქმნის დროებით ან/და მუდმივმოქმედ მიზნობრივ ჯგუფებსა და კომისიებს და იწვევს ამ ჯგუფებში სამუშაოდ სპეციალისტებს დადგენილი წესით;
ლ) დისციპლინისა და ეთიკის საკითხებთან დაკავშირებით ქმნის ეთიკის კომისიას, განსაზღვრავს მის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს;
მ) უფლებამოსილია ჰოსპიტალის თანამშრომლებს დაუნიშნოს დანამატი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
ნ) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება მიანიჭოს მის მოადგილეს;
ო) ახორციელებს ჰოსპიტალის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დირექტორს სამედიცინო საკითხთა რეგულაციისა და სამკურნალო დარგში ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. ჰოსპიტალის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში (მივლინება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელი) მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე.
5. ჰოსპიტალის დირექტორისა და მოადგილისათვის დანამატისა და ჯილდოს დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.
6. ჰოსპიტალში შესაძლოა დასაქმებულნი იყვნენ როგორც სამოქალაქო პირები, ასევე სამხედრო მოსამსახურეები.
7. ჰოსპიტალში სამხედრო მოსამსახურეს, დირექტორის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 20🔗. ჰოსპიტალის სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების ხელმძღვანელობა
1. ჰოსპიტალის სტრუქტურულ ქვედანაყოფს/ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც თანამდებობაზე მიიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის უფროსს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელიც თანამდებობაზე მიიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში ჰოსპიტალის დირექტორის ბრძანებით დანიშნული ჰოსპიტალის სხვა თანამშრომელი.
მუხლი 21🔗. ჰოსპიტალის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. ჰოსპიტალის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ჰოსპიტალის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს წარმოადგენს სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს ჰოსპიტალის საქმიანობის კანონიერებასა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას.
3. სამინისტრო საჯარო მიზნის განხორციელებისას უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ჰოსპიტალის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
4. ჰოსპიტალის ყოველწლიურ ანგარიშს იხილავს სამინისტრო.
5. ჰოსპიტალმა, სამინისტროს თანხმობით, კანონით გათვალისწინებული წესით, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის დამტკიცება;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილების მიღება ჰოსპიტალის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტების განსახორციელებლად აუცილებელია აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 22🔗. ჰოსპიტალის ქონება და სახსრები
1. ჰოსპიტალს დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ჰოსპიტალის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი;
გ) გრანტების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქველმოქმედო შემოწირულობები;
ე) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავალი;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
3. მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება ჰოსპიტალის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. სხვა მიზნით მათი გამოყენება აკრძალულია.
4. ჰოსპიტალი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და ანგარიშები და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
5. ჰოსპიტალის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 23🔗. ჰოსპიტალის საქმიანობის შეწყვეტა/ლიკვიდაცია
1. თუ ჰოსპიტალი არსებითად გადავა სამეწარმეო საქმიანობაზე, ჰოსპიტალის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საკითხი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ჰოსპიტალის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.