ქალაქ ხაშურში, ე.წ,, აეროდრომის დასახლებაში“ მდებარე უსახელო ქუჩისათვის,,მთავარანგელოზთა“ ქუჩის სახელის მინიჭების თაობაზე

მიღების თარიღი 07.08.2025
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №57
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.143.016022
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 12/08/2025
298 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ხაშურის მუნიციპალიტეტში დაბა სურამში თამარ მეფის ქუჩის მიმდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის, აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლების მამუკა სამხარაძის, ანზორ ნოზაძისა და თემურ თივათელიძის ხსოვნის უკვდავსაყოფად ,, სამი გმირის“ ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 09.01.2024 ქალაქ ხაშურში შოლის სანაპიროს ქუჩის პირველი მონაკვეთისათვის ,,26 მაისის ქუჩის პირველი შესახვევი“-ს სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 07.08.2025 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ნიკო მუსხელიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მეცნიერისა და მთარგმნელის გივი გაჩეჩილაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 22.11.2024 ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში მდებარე ამაღლების ქუჩის ერთი მონაკვეთისათვის ამაღლების ქუჩის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 03.04.2025 ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ორი იდენტური სახელწოდების მქონე (ვანო სარაჯიშვილის ქუჩა) ერთი ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და საზოგადო მოღვაწის დავით სარაჯიშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 07.11.2024

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ხაშურში, ე.წ,, აეროდრომის დასახლებაში“ მდებარე უსახელო ქუჩისათვის,,მთავარანგელოზთა“ ქუჩის სახელის მინიჭების თაობაზე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №57 2025  წლის 7 აგვისტო ხაშური ქალაქ ხაშურში, ე.წ. ,,აეროდრომის დასახლებაში“ მდებარე უსახელო ქუჩისათვის ,,მთავარანგელოზთა“ ქუჩის სახელის მინიჭების თაობაზე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ქალაქ ხაშურში, ე.წ. ,,აეროდრომის დასახლებაში“ მცხოვრები მოქალაქეების ერთობლივი განცხადების საფუძველზე დარეგისტრირებულია ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივა აღნიშნულ დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩისათვის ,,მთავარანგელოზთა“ ქუჩის სახელის მინიჭების თაობაზე. ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები დადგენილი ვადით გამოქვეყნებული იყო საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და რაიმე სახის შენიშვნები და მოსაზრებები არ შემოსულა. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის სახელდება. ზემოხსენებული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი შეთანხმებულია გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის აღრიცხვისა და  დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიასთან. საქართველოს ორგანული კანონის   ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის,  24-ე  მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების  შესაბამისად,  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. ხაშურის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ხაშურში ე.წ. ,,აეროდრომის დასახლებაში“ მდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს (იწყება: I – X-382928; , Y – 4649054; კოორდინატზე და მთავრდება II – X – 383375; Y – 4649204; მთავარი ქუჩის სიგრძე შეადგენს 470 მეტრს,  მთავარ ქუჩას აღმოსავლეთით ესაზღვრება ბაზარი, დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით – მოსახლეობა) ეწოდოს ,,მთავარანგელოზთა“ ქუჩა. 2. განკარგულება აღსასრულებლად  გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას. 3. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 4. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე. 5. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე www.khashuri.org.ge -ზე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან  ერთი თვის განმავლობაში  სარჩელის წარდგენის გზით ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის.: ხაშური, კოსტავას ქ. №15). საკრებულოს თავმჯდომარე                                                             ნინო ლიპარტელიანი