მუხლი 1. წესის მიზანი
„წინასწარი დასაბუთებული თანხმობის გაცემის საფუძველზე, ვერცხლისწყლისა და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის განხორციელებისა და რეგულირების წესის“ (შემდგომ - წესი) მიზანია, ვერცხლისწყლის ანთროპოგენური გაფრქვევებისა და გაჟონვებისგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით, „ვერცხლისწყლის შესახებ მინამატის კონვენციის“ მოთხოვნების შესაბამისად:
ა) ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტის, ასევე საწარმოო პროცესების (რომლებშიც ვერცხლისწყალი ან ვერცხლისწყლის ნაერთები გამოიყენება) სამართლებრივი რეგულირება;
ბ) ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების მართვის სფეროში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს და მისი კომპეტენციის განსაზღვრა;
გ) ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლით გამდიდრებული ცალკეული პროდუქტების ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის უსაფრთხოდ გამოყენების ხელშეწყობა.
მუხლი 2. რეგულირების სფერო
წესის რეგულირების სფეროს განეკუთვნება:
ა) ვერცხლისწყლის იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის განხორციელებისთვის წინასწარი დასაბუთებული თანხმობის გაცემის პროცედურა;
ბ) ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტები, რომელთა წარმოება, ექსპორტი და იმპორტი შეზღუდულია;
გ) საწარმოო პროცესები, რომლებშიც ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთების გამოყენება აკრძალულია.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ვერცხლისწყალი – ელემენტური ვერცხლისწყალი (Hg (0), CAS No. 7439-97-6, სეს ესნ 280540);
ბ) ვერცხლისწყლის ნაერთი – ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც შედგება ვერცხლისწყლის ატომებისგან და სხვა ქიმიური ნივთიერებების ერთი ან მეტი ატომისგან, რომლებიც შეიძლება დაშლილი იქნეს სხვადასხვა კომპონენტებად მხოლოდ ქიმიური რეაქციების საშუალებით;
გ) ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტი – პროდუქტი ან პროდუქტის კომპონენტი, რომელიც შეიცავს განზრახ დამატებულ ვერცხლისწყალს ან ვერცხლისწყლის ნაერთს;
დ) კონვენცია – 2013 წლის 10 ოქტომბრის „ვერცხლისწყლის შესახებ კონვენცია“;
ე) დანიშნული ეროვნული ორგანო – სახელმწიფო ორგანო, რომელიც უფლებამოსილია, შეასრულოს კონვენციით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ფუნქციები ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლით გამდიდრებულ პროდუქტებთან დაკავშირებით;
ვ) ნებადართული გამოყენება – ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთის ნებისმიერი გამოყენება ამ წესისა და კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად;
ზ) შუალედური შენახვა – ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების შენახვა, რომელიც განკუთვნილია ამ წესით და კონვენციით ნებადართული გამოყენებისთვის და ხორციელდება მდგრადად, გარემოს დაცვის თვალსაზრისით, კონვენციის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
თ) ექსპორტიორი სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლიდანაც ხორციელდება ვერცხლისწყლის ან/და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტის ექსპორტი;
ი) იმპორტიორი სახელმწიფო – სახელმწიფო, რომელშიც ხორციელდება ვერცხლისწყლის ან/და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტის იმპორტი;
კ) იმპორტი − ვერცხლისწყლის ან/და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა, გარდა ტრანზიტისა;
ლ) ექსპორტი − ვერცხლისწყლის ან/და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, გარდა ტრანზიტისა;
მ) ტრანზიტი − ვერცხლისწყლის ან/და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტის უცხო ქვეყნებს შორის ან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით;
ნ) სეს ესნ – საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა;
ო) შემოსავლების სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.
მუხლი 4. დანიშნული ეროვნული ორგანო
1. საქართველოში ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლითა გამდიდრებული პროდუქტების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო).
2. სამინისტრო უზრუნველყოფს კონვენციის სამდივნოსთვის კონვენციის დებულებების განხორციელებისთვის მიღებული ზომების შესახებ ანგარიშის მიწოდებას, კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად.
3. ამ წესით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს, საქართველოში ვერცხლისწყლისა და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების იმპორტთან, ექსპორტსა და ტრანზიტთან დაკავშირებით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
4. სააგენტოს ფუნქციებია:
ა) ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში ვერცხლისწყლის იმპორტისა, ექსპორტის და ტრანზიტის განხორციელებაზე წინასწარი დასაბუთებული თანხმობის გაცემა;
ბ) ვერცხლისწყლის ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის მონაცემთა ბაზის შექმნა და წარმოება.
მუხლი 5. ვერცხლისწყლის რეგულირება
1. ამ მუხლის მიზნებისთვის ვერცხლისწყალი მოიცავს ვერცხლისწყლის სხვა ნივთიერებებთან ნარევებს, მათ შორის, ვერცხლისწყლის შენადნობებს, სადაც ვერცხლისწყლის კონცენტრაცია, სულ ცოტა, 95 პროცენტია წონის მიხედვით.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ვერცხლისწყლის ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის მარეგულირებელი დებულებები (წინასწარი დასაბუთებული თანხმობის პროცედურა) არ ვრცელდება არაუმეტეს 2 კგ ვერცხლისწყლის რაოდენობაზე, რომელიც გამოიყენება სამეცნიერო და ლაბორატორიული კვლევებისთვის ან როგორც მისათითებელი სტანდარტი (ეტალონი).
3. ვერცხლისწყლის ექსპორტი დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ექსპორტი ხორციელდება კონვენციის მხარე სახელმწიფოში, რომელმაც სააგენტოს მიაწოდა წერილობითი თანხმობა და ამასთან:
ა.ა) იმპორტიორი სახელმწიფო ვერცხლისწყალს გამოიყენებს მხოლოდ ნებადართული გამოყენების მიზნით;
ა.ბ) გარემოს დაცვის თვალსაზრისით მიზანშეწონილი შუალედური შენახვისთვის, კონვენციის შესაბამისად;
ბ) ექსპორტი ხორციელდება კონვენციის არაწევრი მხარის სახელმწიფოში, რომელმაც სააგენტოს მიაწოდა წერილობითი თანხმობა, მათ შორის, იმის დადასტურება, რომ:
ბ.ა) სახელმწიფოში არსებობს შესაბამისი ღონისძიებები ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დასაცავად და ასეთი დაცვის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
ბ.ბ) ვერცხლისწყალი გამოყენებული იქნება მხოლოდ ნებადართული გამოყენების მიზნით, ან გარემოს დაცვის თვალსაზრისით მიზანშეწონილი შუალედური შენახვისთვის, კონვენციის შესაბამისად.
4. ვერცხლისწყლის იმპორტი აკრძალულია კონვენციის არაწევრი მხარის სახელმწიფოდან, თუ ეს სახელმწიფო სააგენტოს არ მიაწვდის იმის დადასტურებას, რომ ვერცხლისწყალი არ არის წარმოშობილი იმ წყაროებიდან, რომლებიც არ არის დაშვებული კონვენციით.
5. ვერცხლისწყლის ტრანზიტი აკრძალულია კონვენციის არაწევრი მხარის სახელმწიფოდან ან/და კონვენციის არაწევრი მხარის სახელმწიფოში, თუ კონვენციის არაწევრი მხარე სახელმწიფო სააგენტოს არ მიაწვდის იმის დადასტურებას, რომ ვერცხლისწყალი არ არის წარმოშობილი იმ წყაროებიდან, რომლებიც არ არის დაშვებული კონვენციით და ვერცხლისწყალი გამოყენებული იქნება მხოლოდ ამ წესით და კონვენციით ნებადართული გამოყენების მიზნით, ან გარემოს დაცვის თვალსაზრისით მიზანშეწონილი შუალედური შენახვისთვის.
6. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში ვერცხლისწყლის ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი შეიძლება განხორციელდეს ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად გაცემული წინასწარი დასაბუთებული თანხმობის საფუძველზე.
მუხლი 6. ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების რეგულირება
1. აკრძალულია ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების წარმოება, იმპორტი, ექსპორტი. აკრძალვის თარიღები მითითებულია დანართ №1-ში და წარმოადგენს კონვენციით გათვალისწინებულ თარიღებს, რომელთა შემდეგაც პროდუქტების წარმოება, ექსპორტი და იმპორტი აღარ დაიშვება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება ვერცხლისწყლით გამდიდრებულ შემდეგ პროდუქტებზე:
ა) სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო გამოყენებისთვის აუცილებელი პროდუქტები;
ბ) კვლევისა და ინსტრუმენტების კალიბრაციისთვის საჭირო პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება როგორც მისათითებელი სტანდარტი;
გ) გადამრთველები და რელეები, ლუმინისცენტური ნათურები ცივი კათოდით, გარე განათების ელექტროდული ნათურები (CCFL და EEFL), თუ ხელმისაწვდომი არ არის შესაბამისი შემცვლელი ალტერნატივები, რომლებიც არ შეიცავს ვერცხლისწყალს;
დ) ტრადიციულ და რელიგიურ საქმიანობაში გამოყენებული პროდუქტები;
ე) ვაქცინები, რომლებიც შეიცავს თიომერსალს როგორც დამცავ საშუალებას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების იმპორტის და ექსპორტის განსახორციელებლად დაინტერესებულმა პირმა შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს აღნიშნული პროდუქტების ამავე პუნქტით განსაზღვრული მიზნობრივი გამოყენების ან/და დანიშნულების დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის, მიზნობრიობის/დანიშნულების სააგენტოსთან შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).
მუხლი 7. საწარმოო პროცესების რეგულირება, რომლებშიც ვერცხლისწყალი ან ვერცხლისწყლის ნაერთები გამოიყენება
აკრძალულია ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთების გამოყენება შემდეგ საწარმოო პროცესებში:
ა) ქლოროვან-ტუტოვანი წარმოება;
ბ) აცეტალდეჰიდის წარმოება, სადაც ვერცხლისწყალი ან ვერცხლისწყლის ნაერთები გამოყენებულია როგორც კატალიზატორები;
გ) ვინილქლორიდის მონომერების წარმოება;
დ) ნატრიუმის ან კალიუმის მეთილირება ან ეთილირება;
ე) პოლიურეთანის წარმოება, სადაც გამოიყენება ვერცხლისწყლის შემცველი კატალიზატორები.
მუხლი 8. ვერცხლისწყლის იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტისთვის წინასწარი დასაბუთებული თანხმობის გაცემა
1. ვერცხლისწყლის იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი, ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში და მიზნით, შეიძლება განხორციელდეს სააგენტოს მიერ გაცემული წინასწარი დასაბუთებული თანხმობის (შემდგომ – თანხმობა) საფუძველზე, ამ მუხლის შესაბამისად.
2. ვერცხლისწყლის იმპორტის, ექსპორტის ან ტრანზიტის განსახორციელებლად დაინტერესებულმა პირმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნების მიხედვით შედგენილი წერილობითი განაცხადი. განაცხადი ასევე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ვერცხლისწყლის იმპორტის, ექსპორტის ან ტრანზიტის მიზანი (ნებადართული გამოყენება);
ბ) ვერცხლისწყლის იმპორტის, ექსპორტის ან ტრანზიტის განხორციელების სავარაუდო ვადების;
გ) იმპორტიორის/ექსპორტიორის/ტრანზიტის განმახორციელებელის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი);
დ) იმპორტიორი ქვეყნის და იმპორტიორი კომპანიის საქმიანობის შესახებ;
ე) ნივთიერების დასახელება, „სეს ესნ“ კოდი, საერთაშორისო სარეგისტრაციო (CAS) ნომერი, შემადგენლობა, რაოდენობა, ფიზიკური მდგომარეობა, გამოყენების სახე, მონაცემები ტვირთის კლასიფიკაციისა და ეტიკეტირების/ნიშანდების შესახებ;
ვ) შეფუთვის სახეობა და რაოდენობა;
ზ) სატრანსპორტო საშუალების სახეობა (საზღვაო, საჰაერო, სარკინიგზო, საგზაო) და სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი;
თ) წარმოშობის სერტიფიკატი;
ი) ხარისხისა და შესაბამისობის სერტიფიკატები;
კ) უსაფრთხოების სერტიფიკატი (SDS);
ლ) ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის მოწმობის ასლი;
მ) ხელშეკრულების ასლი იმ პირთან, რომელიც წარმოადგენს ვერცხლისწყლის შემსყიდველ მხარეს.
3. თანხმობა სააგენტოს მიერ გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, 15 სამუშაო დღის ვადაში, ერთი წლის ვადით. თანხმობის ვადის ამოწურვამდე ვერცხლისწყლის იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი უნდა განხორციელდეს ერთჯერადად.
4. სააგენტოს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, თანხმობის მიღებით დაინტერესებულ პირს მოთხოვოს ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვის სრულყოფილი შემოწმებისთვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის წარდგენა.
5. თანხმობის ფორმა განსაზღვრულია №2 დანართით (ვერცხლისწყლის იმპორტზე, ექსპორტზე და ტრანზიტზე თანხმობის ფორმა). თანხმობა გაიცემა 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სააგენტოში, ხოლო ორი გადაეცემა განმცხადებელს.
6. სააგენტო აწარმოებს გაცემული თანხმობების უწყებრივ რეესტრს.
7. თანხმობის ფორმის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გაიცემა დუბლიკატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. თანხმობის გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
9. დაინტერესებული პირის მიერ ვერცხლისწყლის იმპორტის/ტრანზიტის განსახორციელებლად თანხმობის აღება უნდა მოხდეს ვერცხლისწყლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე.`
მუხლი 9. ვერცხლისწყლის იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის რეესტრი
სააგენტომ უნდა უზრუნველყოს თანხმობის პროცედურას დაქვემდებარებული ვერცხლისწყლის იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის შესახებ გადაწყვეტილებების და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული ინფორმაციის (მ.შ. სახელმწიფოების წერილობითი თანხმობები, მიღებული პასუხები, უარი ვერცხლისწყლის ექსპორტზე/იმპორტზე/ტრანზიტზე) შენახვა თანხმობის უწყებრივ რეესტრში.
მუხლი 10. ვერცხლისწყლის შეფუთვა და ეტიკეტირება
1. ამ წესის შესაბამისად ტრანსპორტირებული ვერცხლისწყალი ექვემდებარება შეფუთვასა და ეტიკეტირებას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაციისა და ეტიკეტირების გლობალური ჰარმონიზებული სისტემის (UN GHS) შესაბამისად ან ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს იმპორტიორი მხარის სპეციფიკური მოთხოვნები, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები და საჭიროების შემთხვევაში – სხვა დამატებითი ინფორმაცია.
2. ეტიკეტზე უნდა იყოს მითითებული ვარგისიანობის ვადა და გამოშვების თარიღი, აუცილებლობის შემთხვევაში.
3. ვერცხლიწყალს ტრანსპორტირებისას თან უნდა ახლდეს უსაფრთხოების სერტიფიკატი (SDS), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაციისა და ეტიკეტირების გლობალური ჰარმონიზებული სისტემის (UN GHS) შესაბამისად, ან ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი წესით. ექსპორტიორმა უსაფრთხოების სერტიფიკატი (SDS) უნდა დაუგზავნოს თითოეულ იმპორტიორს.
4. ეტიკეტსა და უსაფრთხოების სერტიფიკატში (SDS) ასახული ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს კონვენციის ოფიციალურ ენებზე ან ერთ ან რამდენიმე ძირითად ენაზე, დანიშნულების ქვეყნის შესაბამისად.
მუხლი 11. ვერცხლისწყლისა და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის კონტროლი
1. საქართველოს საბაჟო საზღვარზე ვერცხლისწყლისა და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების გადაადგილების საბაჟო კონტროლს ახორციელებს შემოსავლების სამსახური.
2. ვერცხლისწყლის იმპორტისას, ექსპორტისას ან ტრანზიტისას იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტის განმახორციელებელი პირი ვალდებულია შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობა.
3. შემოსავლების სამსახურის მიერ ვერცხლისწყლის იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის კონტროლი ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი თანხმობის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებული ბაზების მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით.
4. თანხმობის პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, შემოსავლების სამსახური მას დაუყოვნებლივ წარუდგენს ინფორმაციას ვერცხლისწყლის იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის საბაჟო ფორმალობების დასრულების შესახებ.
5. ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების იმპორტი და ექსპორტი ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად, „სეს ესნ“ კოდების საფუძველზე.
6. ამ წესის დარღვევით საქართველოს საბაჟო საზღვარზე ვერცხლისწყლისა ან ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტის გადაადგილებისას, ასევე, როდესაც ვერ ხერხდება ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტის იდენტიფიცირება რისკის შეფასების გათვალისწინებით, სამინისტროსთან შეთანხმებით, საქონელი ექვემდებარება საბაჟო ტერიტორიიდან გატანას (უკან გაბრუნებას) ან განადგურებას, იმპორტიორის/ექსპორტიორის/ტრანზიტის განმახორციელებლის ხარჯით.
7. საქართველოს საბაჟო საზღვარზე ვერცხლისწყლის გადაადგილების საბაჟო კონტროლის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტო უზრუნველყოფს ვერცხლისწყლის იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის შესახებ გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის შემოსავლების სამსახურისათვის ელექტრონული ფორმით მიწოდებას.
მუხლი 12. ვერცხლისწყლისა და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების ნარჩენების რეგულირება
ვერცხლისწყლისა და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების ნარჩენების ბრუნვის სფერო რეგულირდება „ნარჩენების მართვის კოდექსით“, „სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ“ ბაზელის კონვენციისა და „ნარჩენების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონმდებლობით.
მუხლი 13. პასუხისმგებლობა დადგენილების დარღვევისათვის
ამ წესით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
დანართი №1
ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტები, რომელთა წარმოება, იმპორტი და ექსპორტი აკრძალულია
|
ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტები (ვგპ)
|
აკრძალვის ამოქმედების წელი (კონვენციის მიხედვით)
|
სეს ესნ-ის
კოდი
|
ვგპ-ს აღწერა
|
|
1. აკუმულატორები, გარდა თუთია-ვერცხლის ოქსიდის ღილაკ-აკუმულატორებისა, ვერცხლისწყლის შემცველობით < 2 % და თუთია-ჰაერის ღილაკ-აკუმულატორებისა, ვერცხლისწყლის შემცველობით <2 %;
|
2020
|
8506 10 110 00
8506 10 180 00
|
ტუტე მანგანუმის დიოქსიდის გალვანური ელემენტი
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
8506 10 910 00
8506 10 980 00
|
(სხვა) მანგანუმის დიოქსიდის გალვანური ელემენტები
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
8506 10 110 00
8506 10 180 00
8506 10 910 00
8506 10 980 00
|
მანგანუმის დიოქსიდი ბატარეები
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
8506 30 000 00
|
ვერცხლისწყლის ოქსიდის ბატარეები
ვერცხლისწყლის ოქსიდის გალვანური ელემენტები და ბატარეები (გარდა დამჯდარი)
|
|
8506 40 000 00
|
ვერცხლის ოქსიდის გალვანური ელემენტები გარე მოცულობით ნაკლები ან 300-მდე სმ3
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
ღილაკი ბატარეები ვერცხლისწყლის შემცველობით ნაკლები ვიდრე 2% წონით
სხვები
|
|
8506 40 000 00
|
(სხვა) ვერცხლის ოქსიდი გალვანური ელემენტები
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
8506 60 000 00
|
ჰაერ-თუთიის გალვანური ელემენტები (გარე მოცულობით ნაკლები ან 300 სმ3)
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
ღილაკი ბატარეები ვერცხლისწყლის შემცველობით ნაკლები ვიდრე 2% წონით
სხვები
|
|
8506 60 000 00
|
(სხვა) ჰაერ-თუთია ბატარეები
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
8506 80 050 00
8506 80 800 00
|
სხვა გალვანური ელემენტები და ბატარეები
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
2. თუთია-ვერცხლის ოქსიდის ღილაკ-აკუმულატორები, ვერცხლისწყლის შემცველობით < 2 % და თუთია-ჰაერის ღილაკ-აკუმულატორები, ვერცხლისწყლის შემცველობით < 2 %;
|
2025
|
8507 10
8507 20
8507 30
8507 50
8507 60
8507 80
|
|
|
3. გადამრთველები და რელეები, გარდა ძალიან მაღალი სიზუსტის ენერგოტევადობის და დანაკარგების საზომი ხელსაწყოების, ასევე მაღალი სიხშირის რადიოსიხშირული გადამრთველების და რელეებისა, რომლებიც გამოყენებულია მონიტორინგისა და კონტროლის ინსტრუმენტებში, თითოეულ ხელსაწყოზე, გადამრთველზე ან რელეზე 20 მგ ვერცხლისწყლის მაქსიმალური შემცველობით;
|
2020
|
|
|
|
|
|
8535 30 100 00
8535 30 900 00
|
მწყვეტარა მექანიზმი
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
8535 30 100 00
8535 30 900 00
|
გადამრთველები ნომინალური დენისთვის 1600 ამპერზე ნაკლები ან ტოლი, ვაკუუმური გათიშვა ამძრავი მოწყობილობის გარეშე (ვაკუუმიანი ჭურჭელი)
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
8535 30 100 00
8535 30 900 00
|
გამთიშვები და გადამრთველები ნომინალური დენისთვის ნაკლები ან ტოლი 1600 ამპერს და სხვა ავტომატური ამძრავი მოწყობილობა, გარდა სითხეში მოთავსებული კონტაქტებისა
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
8535 30 100 00
8535 30 900 00
|
სხვა გათიშვები და გადამრთველები ნომინალური დენისთვის 1600 ამპერზე ნაკლები ან ტოლი
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
8535 30 100 00
8535 30 900 00
|
გადამრთველები ნომინალური დენისთვის 1600 ამპერზე მეტი და სხვა არაავტომატური გააქტიურების მოწყობილობით
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
8535 30 100 00
8535 30 900 00
|
გადამრთველები ნომინალური დენისთვის 1600 ამპერზე მეტი და სხვა ავტომატური ამძრავი მოწყობილობით, გარდა კონტაქტებისა, რომლებიც მოთავსებულია თხევად გარემოში
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
|
8535 90 000 00
|
ამუშავების რელეები
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
|
8535 90 000 00
|
თერმული ან ინდუქციური რელეები
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
|
8535 90 000 00
|
მაღალი მგრძნობელობის რელეები, ლამინირებული ბირთვით, ინვერსიული მონოპოლით, რომელიც შექმნილია ექსკლუზიურად სატელეფონო მოწყობილობებისთვის
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
|
8535 90 000 00
|
მეორადი ელექტრომაგნიტური რელეები, რომლებიც იკვებება ექსკლუზიურად დენის ან/და ძაბვის ტრანსფორმატორებით
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
|
8535 90 000 00
|
ავტომატური დიფერენციალური რელეები, 60 ამპერამდე დიფერენციალური დაცვით 300 მილიამპერამდე
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
|
8535 90 000 00
|
რელეები, გარდა 8535.90.04, 8535.90.05, 8535.90.06, 8535.90.13 და 8535.90.14 ქვესათაურებში ჩამოთვლილისა.
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
|
8536 41 100 00
8536 41 900 00
8536 49 000 00
|
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
|
8536 41 100 00
8536 41 900 00
|
დინამიკებისათვის
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
|
8536 41 100 00
8536 41 900 00
|
6 და 12-ვოლტიანი სოლენოიდები, ავტომობილების გამშვები ძრავებისთვის
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
|
8536 41 100 00
8536 41 900 00
8536 49 000 00
|
თერმული ან ინდუქციური
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
|
8536 41 100 00
8536 41 900 00
|
სერტიფიცირებულია თვითმფრინავებისთვის
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
|
8536 41 100 00
8536 41 900 00
|
მაღალი მგრძნობელობა, ლამინირებული ბირთვით, ინვერტორული მონოპოლით, შექმნილი და სერტიფიცირებული სატელეფონო აღჭურვილობისთვის
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
|
8536 41 100 00
8536 41 900 00
|
ელექტრომაგნიტური მეორადი, იკვებება ექსკლუზიურად დენის ან/და ძაბვის ტრანსფორმატორებით
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
|
8536 41 100 00
8536 41 900 00
|
ავტომატური დიფერენციალი, 60 ამპერამდე დიფერენციალური დაცვით 300 მილიამპერამდე
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
|
8536 41 100 00
8536 41 900 00
|
ფოტოელექტრული რელეები
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
|
8536 41 100 00
8536 41 900 00
|
მიმართულების ინდიკატორები მანევრირების ინდიკატორის განათებისთვის, საავტომობილო გამოყენებისთვის
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
|
8536 41 100 00
8536 41 900 00
|
გაშვების ფუნქციებისთვის, გარდა 8536.41.02 პუნქტში მოყვანილი ფუნქციებისა
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
|
8536 41 100 00
8536 41 900 00
|
მექანიკური ან ელექტრული გადატვირთვის მრავალჯერადი კონტაქტის დაბლოკვის დამხმარე რელეები 60 ამპერზე ნაკლები ან ტოლი
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
|
8536 41 100 00
8536 41 900 00
|
სხვა
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
|
8536 49 000 00
|
გაშვების ფუნქციებისათვის
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
|
8536 49 000 00
|
თერმული ან ინდუქციური
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
|
8536 49 000 00
|
ელექტრომაგნიტური მეორადი, იკვებება ექსკლუზიურად დენის ან/და ძაბვის ტრანსფორმატორებით
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
|
8536 49 000 00
|
ავტომატური დიფერენციალი, 60 ამპერამდე დიფერენციალური დაცვით 300 მილიამპერამდე
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
|
8536 49 000 00
|
მრავალკონტაქტური ბლოკის დამხმარე რელეები, ხელით ან ელექტრული გადატვირთვა, 60 ამპერზე ნაკლები ან ტოლი და მაქსიმალური ძაბვა 480 ვოლტი
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
|
8536 49 000 00
|
სხვა
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
|
8536 50 030 00
8536 50 190 00
8536 50 800 00
|
შემდეგ ქვესათაურებში შეტანილი გადამრთველების გარდა: 8536.50.05, 8536.50.06, 8536.50.07, 8536.50.10,
8536.50.11 და 8536.50.15
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
|
8536 50 030 00
8536 50 050 00
8536 50 110 00
8536 50 150 00
8536 50 190 00
8536 50 800 00
|
სერთიფიცირებულია თვითმფრინავისათვის
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
|
8536 50 030 00
8536 50 050 00
8536 50 110 00
8536 50 150 00
8536 50 190 00
8536 50 800 00
|
გადამრთველები, სითხეების წნევით დონის კონტროლისთვის სარეცხი მანქანებში საშინაო მოხმარებისთვის
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
|
8536 50 030 00
8536 50 050 00
8536 50 110 00
8536 50 150 00
8536 50 190 00
8536 50 070 00
8536 50 800 00
|
თერმოელექტრული ავტომატური გადამრთველები ფლუორესცენტური ნათურების ან მილების გამონადენის დასაწრეტად
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
|
8536 50 030 00
8536 50 050 00
8536 50 110 00
8536 50 190 00
8536 50 800 00
|
გადამრთველები, შექმნილი და დამოწმებული ექსკლუზიურად რადიოს ან ტელევიზიისთვის, გარდა 8536.50.15 სექციაში შეტანილისა
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
|
8536 50 030 00
8536 50 050 00
8536 50 110 00
8536 50 190 00
8536 50 070 00
8536 50 800 00
|
მოშვებული ან დაჯგუფებული გადამრთველები, ღილაკებით მოქმედი, წონით 250 გრამამდე, ან ერთი ან რამდენიმე ღილაკით ან კლავიშებიანი გადამრთველები, შექმნილი და სერტიფიცირებული ექსკლუზიურად ელექტრონიკისთვის, გარდა 8536.50.15 სექციაში შეტანილისა
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
|
|
8536 50 030 00
8536 50 050 00
8536 50 110 00
8536 50 150 00
8536 50 190 00
8536 50 800 00
|
რამპის ან ჯაჭვით ასანთები ტიპის განათების ჩამრთველები; გამშვები ღილაკი; შექმნილია და სერტიფიცირებული ექსკლუზიურად საავტომობილო გამოყენებისთვის
გამდიდრებული ვერცხლისწყლით
სხვები
|
|
თერმოსტატები
|
|
9032 10 000 01
9032 10 200 00
9032 10 800 00
|
ელექტრონული თერმოსტატები
სხვა თერმოსტატები
ვერცხლისწყლის შემცველობით
სხვები
|
|
4. ძალიან მაღალი სიზუსტის ენერგოტევადობისა და დანაკარგების საზომი ხელსაწყოები და მაღალი სიხშირის რადიოსიხშირული გადამრთველები და რელეები, რომლებიც გამოყენებულია მონიტორინგისა და კონტროლის ინსტრუმენტებში, თითოეულ ხელსაწყოზე, გადამრთველზე ან რელეზე ვერცხლისწყლის მაქსიმალური შემცველობით 20 მგ (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მათი გამოყენება ხდება კვლევისა და განვითარების მიზნებისთვის). 1 (შენიშვნა)
|
2025
|
|
|
|
5. კომპაქტური ლუმინისცენტური ნათურები (CFL) ≤ 30 ვატი, რომლებიც გამოიყენება საერთო განათების მიზნით, სადაც ვერცხლისწყლის შემცველობა თითოეული ნათურის სანათურში 5 მგ-ს აჭარბებს;
|
2020
|
8539 31 100 00
8539 31 900 00
|
განმმუხტავი ნათურები, ფლუორესცენტური და ცხელი კათოდი
კომპაქტური ფლუორესცენტური ნათურები (CFL) ზოგადი განათებისათვის
CFL 30 ვატზე ნაკლები ვერცხლისწყლის შემცველობით არაუმეტეს 5 მგ თითო ნათურა
სხვა CFL-ები
|
|
6. კომპაქტური ლუმინისცენტური ნათურები (CFL), რომლებიც გამოიყენება საერთო განათების მიზნით, სადაც > 30 ვატია;
|
2026
|
8539 31
8539 32
8539 39
|
|
|
7. კომპაქტური ლუმინისცენტური ნათურები ინტეგრირებული ბალასტით (CFL.i), ≤ 30 ვატი, რომლებიც გამოიყენება საერთო განათების მიზნით, სადაც ვერცხლისწყლის შემცველობა თითოეული ნათურის სანათურში 5 მგ-ს არ აჭარბებს;
|
2025
|
8539 31
8539 32
8539 39
|
|
|
8. კომპაქტური ლუმინისცენტური ნათურები არაინტეგრირებული ბალასტით (CFL.ni), ≤ 30 ვატი, რომლებიც გამოიყენება საერთო განათების მიზნით, სადაც ვერცხლისწყლის შემცველობა თითოეული ნათურის სანათურში არის არაუმეტეს 5 მგ;
|
2026
|
8539 31
8539 32
8539 39
|
|
|
9. გრძივი ლუმინისცენტური ნათურები (LFL), რომლებიც გამოიყენება საერთო განათების მიზნით:
ა) ტრიფოსფორი ≤ 60 ვატი, სადაც ვერცხლისწყლის შემცველობა თითოეულ ნათურაში 5 მგ-ს აჭარბებს;
ბ) ჰალოფოსფატური ფოსფორი ≤ 40 ვატი, სადაც ვერცხლისწყლის შემცველობა თითოეულ ნათურაში 10 მგ-ს აჭარბებს.
|
2020
|
8539 31 100 00
8539 31 900 00
8539 32 900 00
8539 31 900 00
|
ხაზოვანი ფლუორესცენტური ნათურები (LFLs) ზოგადი განათებისთვის
ტრიფოსფორი 60 ვატზე ნაკლები ვერცხლისწყლის შემცველობით არაუმეტეს 5 მგ ნათურაზე
ჰალოფოსფატი ფოსფორი 40 ვატზე ნაკლები ვერცხლისწყლის შემცველობით არაუმეტეს 10 მგ ნათურაზე
სხვა
|
|
10. გრძივი ლუმინისცენტური ნათურები (LFL), რომლებიც გამოიყენება საერთო განათების მიზნით:
ა) ჰალოფოსფატური ფოსფორი ≤ 40 ვატი, სადაც ვერცხლისწყლის შემცველობა თითოეულ ნათურაში არის არაუმეტეს 10 მგ
ბ) ჰალოფოსფატური ფოსფორი > 40 ვატი
|
2026
|
8539 31
8539 32
8539 39
|
|
|
11. გრძივი ლუმინისცენტური ნათურები (LFL), რომლებიც გამოიყენება საერთო განათების მიზნით:
ა) ტრიფოსფორი < 60 ვატი, სადაც ვერცხლისწყლის შემცველობა თითოეულ ნათურაში არის არაუმეტეს 5 მგ;
ბ) ტრიფოსფორი ≥ 60 ვატი, სადაც ვერცხლისწყლის შემცველობა თითოეულ ნათურაში არის არაუმეტეს 5 მგ;
(c) ტრიფოსფორი ≥ 60 ვატი, სადაც ვერცხლისწყლის შემცველობა თითოეულ ნათურაში აჭარბებს 5 მგ-ს
|
2027
|
8539 31
8539 32
8539 39
|
|
|
12. არაგრძივი ლუმინისცენტური ნათურები (NFLs) (მაგ., U-ს მსგავსი და წრიული), რომლებიც გამოიყენება საერთო განათების მიზნით:
(ა) ტრიფოსფორი, ყველა სიმძლავრის
|
2027
|
8539 31
8539 32
8539 39
|
|
|
(ბ) ჰალოფოსფატური ფოსფორი, ყველა სიმძლავრის
|
2026
|
3206 50 000 00
|
|
|
13. მაღალი წნევის ვერცხლისწყლის ორთქლის ნათურები (HPMV) საერთო განათების მიზნით;
|
2020
|
8539 32 200 00
8539 32 900 00
|
ვერცხლისწყლის ან ნატრიუმის ნათურები; ლითონის ჰალოგენური ნათურები
მაღალი წნევის ვერცხლისწყლის ნათურები ზოგადი განათებისათვის
|
|
14. ვერცხლისწყალი ცივი კათოდების ლუმინისცენტურ ნათურებში და გარე განათების ელექტროდული ნათურები (CCFL და EEFL) ელექტრონული ჩვენებისთვის:
|
2020
|
|
ელექტრული განმმუხტავი ნათურები, გარდა ფლუორესცენტური (ცხელი კათოდი), ვერცხლისწყლის ან ნატრიუმის, ლითონის ჰალოგენური ან ულტრაიისფერი ნათურებისა
|
|
ა) მოკლე (≤ 500 მმ), სადაც ვერცხლისწყლის შემცველობა თითოეულ ნათურაში 3.5 მგ-ს აჭარბებს;
|
|
8539 39 200 00
|
ცივი კათოდური ფლუორესცენტური ნათურები და გარე ელექტროდის ფლუორესცენტური ნათურები (CCFL და EEFL) ელექტრონული ეკრანებისთვის: მოკლე სიგრძე (500 მმ-ზე ნაკლები) ვერცხლისწყლის შემცველობით არაუმეტეს 3,5 მგ ნათურაზე.
|
|
ბ) საშუალო სიგრძის (> 500 მმ და ≤ 1 500 მმ), სადაც ვერცხლისწყლის შემცველობა თითოეულ ნათურაში 5 მგ-ს აჭარბებს;
|
|
8539 39 200 00
|
ცივი კათოდური ფლუორესცენტური ნათურები და გარე ელექტროდის ფლუორესცენტური ნათურები (CCFL და EEFL) ელექტრონული დისპლეებისთვის: საშუალო სიგრძე (500 მმ-ზე მეტი და 1500 მმ-ზე ნაკლები) ვერცხლისწყლის შემცველობით არაუმეტეს 5 მგ ნათურაზე
|
|
გ) გრძელი (> 1500 მმ), სადაც ვერცხლისწყლის შემცველობა თითოეულ ნათურაში 13 მგ-ს აჭარბებს;
|
|
8539 39 200 00
|
ცივი კათოდური ფლუორესცენტური ნათურები და გარე ელექტროდის ფლუორესცენტური ნათურები (CCFL და EEFL) ელექტრონული დისპლეებისთვის: გრძელი სიგრძე (1500 მმ-ზე მეტი) ვერცხლისწყლის შემცველობით არაუმეტეს 13 მგ ნათურაზე.
|
|
15. ლუმინისცენტური ნათურები ცივი კათოდით (CCFL) და ლუმინისცენტური ნათურები გარე ელექტროდით (EEFL), ნებისმიერი სიგრძის, ელექტრონული ჩვენებისთვის, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინა პუნქტში მოცემულ ჩამონათვალში
|
2025
|
8539 31
8539 32
8539 39
|
|
|
16. კოსმეტიკა (1 ppm-ზე მეტი ვერცხლისწყლის შემცველობით), მათ შორის, კანის გამაღიავებელი საპნები და კრემები, გარდა თვალის არის კოსმეტიკისა, სადაც ვერცხლისწყალი გამოყენებულია როგორც დამცავი საშუალება და როდესაც ეფექტური და უსაფრთხო შემცვლელი დამცავი საშუალება ხელმისაწვდომი არ არის (დათქმა).
დათქმა: არ იგულისხმება ის კოსმეტიკური საშუალებები, საპნები ან კრემები, რომელიც შეიცავს კვალის სახით არსებულ ვერცხლისწყალს.
|
2020
|
3304 10 000 00
3304 20 000 00
3304 30 000 00
3304 91 000 00
3304 99 000 00
3304 99 000 00
|
ტუჩის კოსმეტიკური საშუალება
ვერცხლისწყლის შემცველობით 1 ppm-ზე ნაკლები ან ტოლი
ვერცხლისწყლის შემცველობით 1 ppm-ზე მეტი
თვალის კოსმეტიკური საშუალება
ვერცხლისწყლის შემცველობით 1 ppm-ზე ნაკლები ან ტოლი
ვერცხლისწყლის შემცველობით 1 ppm-ზე მეტი და ვერცხლისწყალი გამოიყენება როგორც კონსერვანტი
ვერცხლისწყლის შემცველობით 1 ppm-ზე მეტი და ვერცხლისწყალი არ გამოიყენება როგორც კონსერვანტი
მანიკურის ან პედიკურის კოსმეტიკური საშუალება
ვერცხლისწყლის შემცველობით 1 ppm-ზე ნაკლები ან ტოლი
ვერცხლისწყლის შემცველობით 1 ppm-ზე მეტი
სხვა
ვერცხლისწყლის შემცველობით 1 ppm-ზე ნაკლები ან ტოლი
ვერცხლისწყლის შემცველობით 1 ppm-ზე მეტი
კანის კრემები
ვერცხლისწყლის შემცველობით 1 ppm-ზე ნაკლები ან ტოლი
ვერცხლისწყლის შემცველობით 1 ppm-ზე მეტი
სხვა
ვერცხლისწყლის შემცველობით 1 ppm-ზე ნაკლები ან ტოლი
ვერცხლისწყლის შემცველობით 1 ppm-ზე ნაკლები ან ტოლი
|
|
|
|
3401 11 000 00
3401 19 000 00
3401 20 100 00
3401 20 900 00
3401 30 000 00
|
ტუალეტის გამოყენებისთვის (მედიკამენტების ჩათვლით)
საპნები ტუალეტისთვის (მათ შორის სამკურნალო)
ვერცხლისწყლის შემცველობით 1 ppm-ზე ნაკლები ან ტოლი
ვერცხლისწყლის შემცველობით 1 ppm-ზე მეტი
სხვა
ვერცხლისწყლის შემცველობით 1 ppm-ზე ნაკლები ან ტოლი
ვერცხლისწყლის შემცველობით 1 ppm-ზე ნაკლები ან ტოლი
საპონი სხვა ფორმით
ვერცხლისწყლის შემცველობით 1 ppm-ზე ნაკლები ან ტოლი
ვერცხლისწყლის შემცველობით 1 ppm-ზე ნაკლები ან ტოლი
ორგანული ზედაპირულად აქტიური პროდუქტები და პრეპარატები კანის დასაბანად, სითხის ან კრემის სახით და გასაყიდად, საპნის შემცველობით ან გარეშე
ვერცხლისწყლის შემცველობით 1 ppm-ზე ნაკლები ან ტოლი
ვერცხლისწყლის შემცველობით 1 ppm-ზე ნაკლები ან ტოლი
|
|
17. კოსმეტიკა, მათ შორის, კანის გამაღიავებელი საპნები და კრემები, გარდა თვალის არის კოსმეტიკისა, სადაც ვერცხლისწყალი გამოყენებულია როგორც დამცავი საშუალება და როდესაც ეფექტური და უსაფრთხო შემცვლელი დამცავი საშუალება ხელმისაწვდომი არ არის (დათქმა)
დათქმა: არ იგულისხმება ის კოსმეტიკური საშუალებები, საპნები ან კრემები, რომელიც შეიცავს კვალის სახით არსებულ ვერცხლისწყალს.
|
2025
|
3304 10 000 00
3304 20 000 00
3304 30 000 00
3304 91 000 00
3401 11 000 00
3401 19 000 00
3401 20 100 00
3401 20 900 00
3401 30 000 00
|
|
|
18. პესტიციდები, ბიოციდები და ადგილობრივი მოქმედების ანტისეპტიკური საშუალებები
|
2020
|
|
|
|
პესტიციდები, ბიოციდები და აქტუალური ანტისეპტიკები
|
|
|
სხვა მედიკამენტები, რომლებიც შედგება შერეული ან შეურეველი პროდუქტებისგან თერაპიული ან პროფილაქტიკური გამოყენებისთვის, საცალო გასაყიდად
|
|
|
|
3004 90 000 00
|
შეიცავს ანტიგენებს ან ჰიალურონის მჟავას ან მის ნატრიუმის მარილს
[აქტუალური ანტისეპტიკები] შეიცავს ვერცხლისწყლის ნაერთებს
|
|
|
ინსექტიციდები, როდენტოციდები, ფუნგიციდები, ჰერბიციდები, გაღივების საწინააღმდეგო პროდუქტები და მცენარეების ზრდის რეგულატორები, სადეზინფექციო საშუალებები და მსგავსი პროდუქტები
|
|
|
|
3808 52 000 00
3808 59 000 00
3808 52 000 00
3808 59 000 00
3808 61 000 00
3808 62 000 00
3808 69 000 00
3808 91 100 00
3808 91 200 00
3808 91 300 00
3808 91 400 00
3808 91 900 00
3808 92 100 00
3808 92 200 00
3808 92 300 00
3808 92 400 00
3808 92 500 00
3808 92 600 00
3808 92 900 00
3808 93 110 00
3808 93 130 00
3808 93 150 00
3808 93 170 00
3808 93 210 00
3808 93 230 00
3808 93 270 00
3808 93 300 00
3808 93 900 00
3808 94 100 00
3808 94 200 00
3808 94 900 00
3808 94 900 00
3808 99 100 00
3808 99 900 00
|
საქონელი, რომელიც შეიცავს ნივთიერებების მთელ რიგს, როგორც მითითებულია 38-ე თავის ქვესათაურების შენიშვნაში, რომელთაგან ერთი არის ვერცხლისწყლის ნაერთი
მითითებული საქონელი, რომელიც შეიცავს რაიმე არომატულ ან მოდიფიცირებულ არომატულ პესტიციდს
ვერცხლისწყლის ნაერთების შემცველი
არ შეიცავს ვერცხლისწყლის ნაერთებს
სხვა პესტიციდები
ვერცხლისწყლის ნაერთების შემცველი
არ შეიცავს ვერცხლისწყლის ნაერთებს
ინსექტიციდები
ვერცხლისწყლის ნაერთების შემცველი
არ შეიცავს ვერცხლისწყლის ნაერთებს
ფუნგიციდები
ვერცხლისწყლის ნაერთების შემცველი
არ შეიცავს ვერცხლისწყლის ნაერთებს
ჰერბიციდები, მცენარეების ზრდის საწინააღმდეგო პროდუქტები და რეგულატორები
ვერცხლისწყლის ნაერთების შემცველი
არ შეიცავს ვერცხლისწყლის ნაერთებს
სხვა
ვერცხლისწყლის ნაერთების შემცველი
არ შეიცავს ვერცხლისწყლის ნაერთებს
|
|
მზომი ხელსაწყოები/მოწყობილობები
|
|
19. შემდეგი არაელექტრონული ხელსაწყოები (გარდა იმ არაელექტრონული საზომი ხელსაწყოებისა, რომლებიც დამონტაჟებულია მასშტაბურ მოწყობილობებზე ან გამოიყენება მაღალი სიზუსტის გაზომვებისთვის, როდესაც შესაბამისი ალტერნატიული საშუალებები ვერცხლისწყლის შემცველობის გარეშე ხელმისაწვდომი არ არის):
|
2020
|
|
|
|
ა) ბარომეტრები;
|
|
9025 80 000 01
9025 80 200 00
9025 80 400 00
9025 80 800 00
|
სხვა ინსტრუმენტები, მათ შორის ბარომეტრები
ვერცხლისწყლის შემცველი ბარომეტრები
სხვა
|
|
ბ) ჰიგრომეტრები;
|
|
9025 80 000 01
9025 80 400 00
9525 80 800 00
|
სხვა ინსტრუმენტები: ჰიგრომეტრები
ჰიგრომეტრები ვერცხლისწყლის შემცველი
სხვა
|
|
გ) მანომეტრები;
|
|
9026 20 000 01
9026 20 200 00
9026 20 400 00
9026 20 800 00
|
ინსტრუმენტები და აპარატურა წნევის საზომი ან კონტროლისთვის, მანომეტრები
ვერცხლისწყლის შემცველი მანომეტრები
სხვა
|
|
დ) თერმომეტრები;
|
|
9025 11 000 01
9025 11 200 00
9025 11 800 00
9025 11 800 00
9025 11 000 01
9025 11 200 00
9025 19 000 01
9025 19 000 09
|
კლინიკური თერმომეტრები, სითხით შევსებული, პირდაპირი წაკითხვისათვის
ვერცხლისწყლის შემცველობით
სხვა
სითხით სავსე თერმომეტრები, პირდაპირი კითხვისთვის, არ არის კომბინირებული სხვა ინსტრუმენტებთან, გარდა კლინიკური თერმომეტრებისა
ვერცხლისწყლის შემცველობით
სხვა
|
|
ე) სპიგმომანომეტრები
|
|
9018 90 100 00
9018 19 100 00
|
სხვა ინსტრუმენტები და მოწყობილობები, მათ შორის სფიგმომანომეტრები, არტერიული წნევის საზომი მოწყობილობები:
სპიგმომანომეტრები ვერცხლისწყლის შემცველობით
სხვა
|
|
20. ტენზომეტრები, რომლებიც გამოიყენება პლეტიზმოგრაფებში
|
2025
|
9031 80
|
|
|
21. შემდეგი ელექტრული და ელექტრონული საზომი მოწყობილობები (გარდა იმ მოწყობილობებისა, რომლებიც დამონტაჟებულია მსხვილგაბარიტიან მოწყობილობებზე ან გამოიყენება მაღალი სიზუსტის გაზომვებისთვის, როდესაც შესაბამისი ალტერნატიული საშუალებები ვერცხლისწყლის შემცველობის გარეშე ხელმისაწვდომი არ არის):
ა) დნობის წნევის გადამყვანები, დნობის წნევის გადამცემები და დნობის წნევის სენსორები 1
(შენიშვნა)
|
2025
|
|
|
|
22. ვერცხლისწყლის ვაკუუმტუმბოები
|
2025
|
8414 10
|
|
|
23. საბურავების ბალანსირების დაზგები და ბორბლების წონები
|
2025
|
9031 10 000 00
|
საბურავების ბალანსირების დაზგები
|
|
24. ფოტოფირი და ფოტოქაღალდი
|
2025
|
3701
3702
3703
3704
3705
|
|
|
25. საწვავი კოსმოსური თანამგზავრებისთვის და კოსმოსური ხომალდებისთვის 1 (შენიშვნა)
|
2025
|
|
|
შენიშვნა:
1. ეს პროდუქტი კონვენციის დანართ „A“-ს (ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტები) დაემატა 2022-2023 წლებში. ამ ეტაპზე აღნიშნული პროდუქტისთვის ცალკე სეს ესნ კოდი განსაზღვრული არ არის. ამ პროდუქტისთვის ცალკე სეს ესნ კოდის მინიჭების საკითხის განხილვა მოხდება დამატებით.
2. ცხრილში შეტანილი საქონელი ამ წესის მიხედვით რეგულირებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ შეიცავს ვერცხლისწყალს ან ვერცხლისწყლის ნაერთს.
დანართი №2
ვერცხლისწყლის იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტისთვის წინასწარი დასაბუთებული თანხმობის ფორმა
|
1. იმპორტიორი/ექსპორტიორი/ტრანზიტის განმახორციელებელი
|
2. თანხმობა №
|
|
3. დანიშნულების ქვეყანა
|
4. წარმოშობის ქვეყანა
|
|
|
|
|
5. ვერცხლისწყლის აღწერა
|
6. გამოყენების სახე
|
7. „სეს ესნ“ კოდი
|
8.ზომის
ერთეული
|
9.რაოდენობა
|
|
|
|
|
|
|
|
10. ხელშეკრულება:
|
11. ტრანსპორტის სახეობა
|
|
12. ნებადართული გამოყენება(ები):
|
13. თანხმობის ვადა:
|
|
14. თანხმობის გამცემი ორგანოს დასახელება
უფლებამოსილი პირის სახელი და ხელმოწერა
|
15. გაცემის თარიღი
/ბეჭედი/
|
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
ვერცხლისწყლის იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტისთვის წინასწარი დასაბუთებული თანხმობის ფორმის შევსება
ვერცხლისწყლის იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტისთვის წინასწარი დასაბუთებული თანხმობის ფორმის შესაბამისი გრაფები უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) გრაფა №1 – „იმპორტიორი/ექსპორტიორი/ტრანზიტის განმახორციელებელი“ – თუ ვერცხლისწყლის იმპორტიორი/ექსპორტიორი/ტრანზიტის განმახორციელებელი იურიდიული პირია – სამართლებრივი ფორმა, დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და მისამართი. ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი;
ბ) გრაფა №2 – „თანხმობის №“ – თანხმობის რიგითი ნომერი, რომელიც მიენიჭება თანხმობის გამცემის მიერ;
გ) გრაფა №3 – „დანიშნულების ქვეყანა“ – იმ ქვეყნის დასახელება, რომელიც იღებს ვერცხლისწყალს;
დ) გრაფა №4 – „წარმოშობის ქვეყანა“ – ვერცხლისწყლის წარმოშობის ქვეყნის დასახელება;
ე) გრაფა №5 – „ვერცხლისწყლის აღწერა“ – ვერცხლისწყლის აღწერილობა (CAS №, ქიმიური დასახელება, ქიმიური ფორმულა, დასახელება ინგლისურ ენაზე და ა. შ.). ;
ვ) გრაფა №6 – „გამოყენების სახე“ – თანხმობას დაქვემდებარებული ვერცხლისწყლის გამოყენების მიზანი, დანიშნულება (გამოყენების ხერხი, მიზანი, სახე, დრო, ადგილი, საწყობის მისამართი);
ზ) გრაფა №7 – „სეს ესნ“ კოდი – ვერცხლისწყლის სასაქონლო კოდი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 11-ნიშნა დონეზე;
თ) გრაფა №8 – „ზომის ერთეული“ – ვერცხლისწყლის რაოდენობის ზომის ერთეული ;
ი) გრაფა №9 – „რაოდენობა“ – ვერცხლისწყლის რაოდენობა, გრაფაში „ზომის ერთეული“ მითითებული ერთეულის შესაბამისად;
კ) გრაფა №10 – „ხელშეკრულება“ – ვერცხლისწყლის მიწოდების ხეშეკრულების ნომერი, გაფორმების თარიღი და სხვ;
ლ) გრაფა №11 – „ტრანსპორტის სახეობა“ – ტრანსპორტის ის სახეობა, რომლითაც გადაიზიდება ვერცხლისწყალი;
მ) გრაფა №12 – „ნებადართული გამოყენება(ები)“ – ვერცხლისწყლის დაშვებული/ნებადართული გამოყენების აღწერილობა და უსაფრთხოების პირობები, ნარჩენების დამუშავების ჩათვლით;
ნ) გრაფა №13 – „თანხმობის ვადა“ – მიეთითება თანხმობის მოქმედების ვადა;
ო) გრაფა №14 – „თანხმობის გამცემი ორგანოს დასახელება, უფლებამოსილი პირის სახელი და ხელმოწერა“ – თანხმობის გამცემი ორგანოს წარმომადგენლის სახელი; უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, რომელიც დასტურდება ბეჭდით;
პ) გრაფა №15 – „გაცემის თარიღი/ბეჭედი“ – თანხმობის გაცემის თარიღი/ბეჭედი.
|