საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.08.2025
ძალაში შესვლა 02.09.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №102
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.017389 1393
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 14/08/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 28.06.2016
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული
თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბოლნისის კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№102
2025 წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ
„სსიპ – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაფუძნების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №224 დადგენილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 28 ივნისის №42 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 2 სექტემბრიდან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (შემდგომში – სკოლა) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია 2014 წლის სექტემბერში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (შემდგომში – ნატო) უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულების ფარგლებში.
2. სკოლის სრული დასახელება ქართულ ენაზე არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა“, ხოლო ინგლისურ ენაზე „Legal Entity of Public Law – Defence Institution Building School”.
3. სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
4. სკოლა თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ წესდებით.
5. სკოლა ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესდებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.
6. სკოლა საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში.
7. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო და სახაზინო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების (ქართულ და ინგლისურ ენებზე) გამოსახულებით, ბლანკი, შტამპი, ემბლემა და ოფიციალური ვებგვერდი.
8. სკოლის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დ. ჭონქაძის ქ. №20.
მუხლი 2🔗. სკოლის მისია და მიზანი
1. სკოლის მისიაა სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერება და თანამშრომლების პროფესიული განვითარება, ეროვნულ დონეზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე საერთო მიდგომების განვითარება და თანამშრომლობის გაღრმავება ფართო უსაფრთხოების სექტორის (ნატო და პარტნიორი ქვეყნები) წარმომადგენლებთან.
2. სკოლის საქმიანობის მიზნებია:
ა) ეროვნულ დონეზე – თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდაჭერა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება;
ბ) რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებების საშუალებით, ნატოსთან თავსებადი სასწავლო ინსტიტუტის ფუნქციის შესრულება;
გ) საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების ცოდნასა და გამოცდილებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და გაზიარების ხელშეწყობა.
მუხლი 3🔗. სკოლის ფუნქციები და საქმიანობის საგანი
სკოლის ფუნქციები და საქმიანობის საგანია:
ა) სასწავლო და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება;
ბ) ეროვნული დონის სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება/მხარდაჭერა;
გ) ნატოს საგანმანათლებლო პროცესთან თავსებადი სასწავლო ციკლის ჩამოყალიბება და მართვა;
დ) თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებული ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება/მხარდაჭერა;
ე) თემატურ საკითხებზე ტრენერების, ექსპერტებისა და მობილური ტრენინგჯგუფების მომზადება/გადამზადება;
ვ) თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე სადისკუსიო პლატფორმების ჩამოყალიბება და მათი მუშაობის კოორდინირება (კონფერენციები, სემინარები, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები, სასწავლო პროგრამები და ა.შ.);
ზ) სასწავლო პროცესში ახალი ტექნოლოგიების, სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და სასწავლო რესურსების გამოყენების უზრუნველყოფა;
თ) სკოლის სასწავლო პროცესში დისტანციური სწავლების კომპონენტის ინტეგრირება;
ი) დისტანციური სწავლების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა (ქვეყნის, რეგიონის და ნატოს მასშტაბით);
კ) ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო სასწავლო დაწესებულებებთან, ნატოს სკოლებთან, აკადემიურ წრეებთან და ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება;
ლ) სასწავლო ციკლისა და ინსტიტუციური მართვის, ნატოს მოთხოვნებთან თავსებადი, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება და მართვა;
მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 4🔗. სკოლის
სტრუქტურა
სკოლის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი;
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
გ) თავდაცვისა და უსაფრთხოების სასწავლო-ანალიტიკური ცენტრი.
მუხლი 5🔗. პროფესიული
და
ინსტიტუციური
განვითარების
დეპარტამენტი
1. პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი შედგება შემდეგი ერთეულებისგან:
ა) პროფესიული განვითარების სამმართველო;
ბ) ინსტიტუციური განვითარების სამმართველო.
2. პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი ახორციელებს:
ა) არსებული საჭიროებების გათვალისწინებით პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების, სასწავლო, საკონსულტაციო და სადისკუსიო ღონისძიებების (მათ შორის, დისტანციური სწავლების ფორმატში) დაგეგმვას და ზრუნავს მათ ეფექტურად განხორციელებაზე;
ბ) სასწავლო მოდულებისა და კურიკულუმების მომზადება/შემუშავებას;
გ) პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ღონისძიებებში მაღალკვალიფიციური ტრენერების ჩართვას და მათი განვითარების ხელშეწყობას;
დ) პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასებას;
ე) ქვეყნის და საერთაშორისო მასშტაბით არსებულ სასწავლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;
ვ) დისტანციური სწავლების კომპონენტის დანერგვას სასწავლო პროცესში, ელექტრონული პლატფორმების გამართულობისა და სკოლის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას;
ზ) დირექტორის მიერ განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. პროფესიული განვითარების სამმართველო ახორციელებს:
ა) ყოველწლიური სასწავლო გეგმის შემუშავებას;
ბ) სკოლის სასწავლო ციკლის მართვას;
გ) თავდაცვის და ფართო უსაფრთხოების სექტორის პროფესიული განვითარების და ტრენინგ საჭიროებების ანალიზის პროცესის კოორდინაციას;
დ) სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამების: კურსების, ტრენინგების, ვორქშოფების, სემინარების, დებატების, ფორუმების, კონფერენციების და სხვა მსგავსი აქტივობების დაგეგმვას და ორგანიზებას;
ე) სასწავლო პროგრამების ორგანიზებისთვის ახალი ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების მოძიებას;
ვ) სკოლის ღონისძიებების, მონაწილეების და ტრენერების (მათ შორის პოტენციური ტრენერების) მონაცემთა ბაზების მართვას;
ზ) განხორციელებული და არსებული კურსებისა და ტრენინგების კატალოგის წარმოებას და განახლებას;
თ) ქვეყნის, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებში მოქმედი სასწავლო ცენტრების პროფესიული განვითარების სასწავლო ციკლებისა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების კვლევასა და გაზიარებას;
ი) ბიბლიოთეკის, მათ შორის, ელექტრონული რესურსების საძიებო სისტემების ადმინისტრირებას;
კ) სასწავლო პროცესის განხორციელებას და მონიტორინგს.
4. ინსტიტუციური განვითარების სამმართველო ახორციელებს:
ა) სასწავლო ციკლის მართვის სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებას;
ბ) საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემაში ინსტიტუციური განვითარების ანალიზის ეფექტიანი მეთოდოლოგიების შემუშავებას;
გ) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუციური განვითარების საჭიროებების ანალიზს;
დ) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუციური განვითარების მექანიზმების შემუშავებას;
ე) ინსტიტუციური განვითარების კუთხით, ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო გამოცდილებისა და ტენდენციების მუდმივ ანალიზს;
ვ) საქართველოში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების პარტნიორი ქვეყნებისთვის გაზიარების მეთოდების იდენტიფიცირებას;
ზ) ნატოს პროგრამებთან, ნდობის ფონდებთან, წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას.
მუხლი 6🔗. ადმინისტრაციული
დეპარტამენტი
ადმინისტრაციული დეპარტამენტი ახორციელებს:
ა) სკოლის საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და ბუღალტრული საქმიანობის წარმართვას;
ბ) სკოლის საბიუჯეტო სახსრებისა და საკუთარი შემოსავლების დაგეგმვას;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფას;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას და განხორციელებას;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებებისა და სხვა ქონების აღრიცხვას და ინვენტარიზაციას;
ვ) სკოლის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ზ) კომპიუტერული ქსელის სისტემების მართვის უზრუნველყოფას;
თ) სკოლის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ი) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
კ) ადამიანური რესურსების მართვასა და ადმინისტრირებას;
ლ) სკოლის ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერას.
მუხლი 7🔗. თავდაცვისა და უსაფრთხოების სასწავლო-ანალიტიკური ცენტრი
1. თავდაცვისა და უსაფრთხოების სასწავლო- ანალიტიკური ცენტრი შედგება შემდეგი ერთეულებისგან:
ა) ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების მიმართულება;
ბ) სტრატეგიული ლიდერობისა და თავდაცვის დაგეგმვის მიმართულება;
გ) თეატრის სტრატეგიისა და კამპანიის დაგეგმვის მიმართულება.
2. ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების მიმართულება ახორციელებს:
ა) სტრატეგიული/უმაღლესი დონის სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებში ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების თაობაზე სასწავლო-საგანმანათლებლო კურსების/მოდულების მომზადებას და მათი აღსრულების მხარდაჭერას;
ბ) თემატურ საკითხებში სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმებისა და სილაბუსების შედგენის, განახლების, დახვეწისა და მონიტორინგის უზრუნველყოფას;
გ) სკოლის სხვა საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამების, სიმულაციური სცენარების და სხვა სწავლების მეთოდების განხორციელებაში მხარდაჭერას;
დ) ანალიტიკურ-კვლევით პროექტებში მონაწილეობას;
ე) გამოცდილების გაზიარების მიზნით ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტებთან და ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით, ამ წესდებითა და სკოლის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულებას.
3. სტრატეგიული ლიდერობისა და თავდაცვის დაგეგმვის მიმართულება ახორციელებს:
ა) სტრატეგიული/უმაღლესი დონის სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებში სტრატეგიული ლიდერობისა და თავდაცვის დაგეგმვის საკითხების თაობაზე სასწავლო კურსების/მოდულების მომზადებას და მათი აღსრულების მხარდაჭერას;
ბ) თემატურ საკითხებში სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმებისა და სილაბუსების შედგენის, განახლების, დახვეწისა და მონიტორინგის უზრუნველყოფას;
გ) სკოლის სხვა საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამების, სიმულაციური სცენარებისა და სხვა სწავლების მეთოდების განხორციელებაში მხარდაჭერას;
დ) ანალიტიკურ-კვლევით პროექტებში მონაწილეობას;
ე) გამოცდილების გაზიარების მიზნით, ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტებთან და ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით, ამ წესდებითა და სკოლის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულებას.
4. თეატრის სტრატეგიისა და კამპანიის დაგეგმვის მიმართულება ახორციელებს:
ა) სტრატეგიული/უმაღლესი დონის სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებში თეატრის სტრატეგიების, კამპანიების და სამხედრო მოქმედებათა საკითხების თაობაზე სასწავლო კურსების/მოდულების მომზადებას და მათი აღსრულების მხარდაჭერას;
ბ) თემატურ საკითხებში სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმებისა და სილაბუსების შედგენის, განახლების, დახვეწისა და მონიტორინგის უზრუნველყოფას;
გ) სკოლის სხვა საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამების, სიმულაციური სცენარების და სხვა სწავლების მეთოდების განხორციელებაში მხარდაჭერას;
დ) ანალიტიკურ-კვლევით პროექტებში მონაწილეობას;
ე) გამოცდილების გაზიარების მიზნით ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტებთან და ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით, ამ წესდებითა და სკოლის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულებას.
მუხლი 8🔗. ხარისხის
უზრუნველყოფის
მენეჯერი
1. ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი ახორციელებს:
ა) ნატოს (ან/და სკოლის მიერ განსაზღვრული სხვა მააკრედიტირებელი ორგანიზაციის) ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან თავსებადი ხარისხის მართვის ციკლის განვითარებას, დანერგვასა და მართვას;
ბ) ხარისხის მართვის მარეგულირებელი დოკუმენტების შემუშავებასა და პროცესების განსაზღვრას;
გ) სასწავლო პროცესისა და პროგრამების ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზს;
დ) ორგანიზაციული მართვის პროცესის ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზს;
ე) ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგსა და პერიოდულ შეფასებას;
ვ) ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან შესაბამისი სკოლის შიდა შეფასების პროცესის დაგეგმვას, კოორდინაციასა და ანგარიშების მომზადებას;
ზ) მაკორექტირებელი და პრევენციული ქმედებების დაგეგმვას და მათ განხორციელებაზე მონიტორინგს;
თ) სტატისტიკის დამუშავებას და მუდმივ განახლებას;
ი) ოფიციალურ ვიზიტებში, კონფერენციებსა და შეხვედრებში ჩართულობას;
კ) დირექტორის მიერ კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა დავალებების შესრულებას.
2. ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი ექვემდებარება დირექტორს.
მუხლი 9🔗. სკოლის
ხელმძღვანელობა
1. სკოლას ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც დირექტორის წარდგინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
3. დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე არის სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ამავდროულად არის თავდაცვისა და უსაფრთხოების სასწავლო-ანალიტიკური ცენტრის უფროსი.
4. დირექტორის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობას ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე ან სკოლის თანამშრომელი.
მუხლი 10🔗. დირექტორი
1. დირექტორი:
ა) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების ფარგლებში ხელმძღვანელობს, მართავს სკოლას და პასუხისმგებელია სკოლის საქმიანობაზე;
ბ) წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობაში, სკოლის სახელით დებს გარიგებებს და ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას;
გ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის თანამშრომლებს (გარდა სამხედრო მოსამსახურეებისა);
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ანაწილებს ფუნქციებსა და საკურატორო სფეროებს სტრუქტურულ ერთეულებსა და თანამშრომლებს შორის;
ე) პასუხისმგებელია სკოლის ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ გამოყენებაზე. იგი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის წინაშე;
ვ) მართავს სკოლის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს;
ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს;
თ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხას, სახელფასო ფონდს და შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის ტაბელს;
ი) ამ წესდებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს სკოლის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებას, ამტკიცებს თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობას და აკონტროლებს მათ შესრულებას;
კ) იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ, ხოლო სამხედრო მოსამსახურეს დადგენილი წესით წარადგენს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზნით;
ლ) ახორციელებს სკოლის თანამშრომლების (სამოქალაქო პირი/სამხედრო მოსამსახურე) ქვეყნის შიგნით მივლინებას და თანამშრომლების (სამოქალაქო პირი) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებას. ქვეყნის ფარგლებს გარეთ წარგზავნის მიზნით, სამხედრო მოსამსახურის კანდიდატურას წარუდგენს მინისტრს;
მ) ახორციელებს სკოლის თანამშრომლების (სამოქალაქო პირი/სამხედრო მოსამსახურე) შვებულებაში გაშვებას და მათი შვებულების შეწყვეტას (მათ შორის, ანაზღაურებადი, ანაზღაურების გარეშე, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო);
ნ) იღებს გადაწყვეტილებას სკოლის თანამშრომლის დროებით არყოფნის შემთხვევაში, სხვა თანამშრომელზე მისი უფლება-მოვალეობის დაკისრების/შეწყვეტის შესახებ;
ო) სამინისტროს წინაშე შუამდგომლობს სკოლის ფუნქციონირებისთვის საჭირო ფულადი სახსრებისა და მატერიალური რესურსების გამოყოფის შესახებ;
პ) იღებს გადაწყვეტილებას სკოლის სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ;
ჟ) სკოლის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად, უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები (კომისიები/სამუშაო ჯგუფები) და განსაზღვროს მათი უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი;
რ) დირექტორი, სამინისტროსთან შეთანხმებით, უფლებამოსილია განახორციელოს სკოლის საშტატო ნუსხით განსაზღვრული თანამშრომლებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა, სკოლისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში;
ს) ახორციელებს ამ წესდებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. დირექტორი უფლებამოსილია, სამინისტროსთან შეთანხმებით მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილების დელეგირება დირექტორის მოადგილისათვის.
3. დირექტორი უფლებამოსილია მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილების თანამშრომლებზე დელეგირება.
მუხლი 11🔗. დირექტორის
მოადგილე
1. დირექტორის მოადგილის საკურატორო სფერო, დაქვემდებარება და სამუშაო აღწერილობა მტკიცდება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. დირექტორის მოადგილე სკოლაზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:
ა) ხელს უწყობს დირექტორს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) განიხილავს მის საკურატორო სფეროს მიკუთვნებულ სკოლაში შესულ კორესპონდენციას;
გ) ზედამხედველობს დაქვემდებარებაში მყოფი სკოლის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
დ) ანაწილებს დავალებებს მასზე დაქვემდებარებულ სკოლის სტრუქტურულ ერთეულებსა და თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და ზედამხედველობს მათ მიერ სამუშაოს ჯეროვნად შესრულებას;
ე) კომპეტენციის ან/და დელეგირების ფარგლებში ახორციელებს სკოლაში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
ვ) აანალიზებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სკოლის საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს და დირექტორს წარუდგენს წინადადებებს საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს დირექტორთან თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
თ) ასრულებს კომპეტენციას მიკუთვნებულ დირექტორის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 12🔗. სკოლის
სტრუქტურული
ერთეულის
ხელმძღვანელობა
1. სკოლის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;
ბ) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის, ადმინისტრაციული დეპარტამენტის და თავდაცვისა და უსაფრთხოების სასწავლო-ანალიტიკური ცენტრის უფროსებს ჰყავთ თითო-თითო მოადგილე.
3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:
ა) სტრუქტურული ერთეულის უფროსის ხელმძღვანელობით წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;
ბ) ხელს უწყობს სტრუქტურული ერთეულის უფროსს დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
გ) მონაწილეობს სტრუქტურულ ერთეულში შემოსული მასალების განაწილებაში;
დ) ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ერთეულის უფროსის წინაშე;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 13🔗. სკოლის
თანამშრომლები
და
მათი
შრომის
ანაზღაურება
1. სკოლა უფლებამოსილია, დამტკიცებული კვოტის ფარგლებში ჰყავდეს ხელშეკრულებით დაქირავებული თანამშრომლები, რომელთა თანამდებობები, დაქვემდებარება და ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება მათთან გაფორმებული ხელშეკრულებებით.
2. სკოლის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება შეიძლება მოიცავდეს:
ა) თანამდებობრივ სარგოს;
ბ) წოდებრივ სარგოს;
გ) ფულად ჯილდოს;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებს.
3. სკოლაში დასაქმებული სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით.
მუხლი 14🔗. სკოლის
ქონება
1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად სკოლას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა შესაბამისი სახელმწიფო ქონება.
2. სკოლის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
3. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი ქონებით უზრუნველყოფა შესაძლებელია განხორციელდეს ცენტრალიზებულად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 15🔗. სკოლის
დაფინანსების
წყაროები
1. სკოლის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) გრანტები / დონორისგან მოზიდული თანხები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
3. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს ცენტრალიზებულად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროსათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 16🔗. სკოლის
საქმიანობის
სახელმწიფო
კონტროლი
1. სკოლამ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის დამტკიცება;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისთვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება სკოლის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
3. სკოლას უფლება აქვს, მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს სკოლის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 17🔗. ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება
1. სკოლა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
2. სამინისტროს შეუძლია დანიშნოს დამოუკიდებელი აუდიტორი, რომელიც შეამოწმებს სკოლის ფინანსურ ანგარიშგებას.
მუხლი 18🔗. რეორგანიზაცია
და
ლიკვიდაცია
სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 19🔗. ლიკვიდაციის
შედეგად
დარჩენილი
ქონების
განაწილება
სკოლის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.