საქართველოს სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (სამსახური) დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.08.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს სპორტის მინისტრი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.098.016003 98
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/08/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.08.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს კულტურის სამინისტროს იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სპორტის სამინისტროს იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (სამსახური) დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სპორტის მინისტრის
ბრძანება №3
2025 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (სამსახური)
დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 7 მაისის №141 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ და „შ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (სამსახური) თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს სპორტის მინისტრიშალვა გოგოლაძე
დანართი
საქართველოს სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (სამსახური) დებულება
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
საქართველოს სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (სამსახური) დებულება განსაზღვრავს საქართველოს სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) ადმინისტრაციის (სამსახური) (შემდგომ – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, უფლებამოსილებებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
1. სამსახური არის სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს.
2. სამსახური თავისი ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს სპორტის მინისტრისა (შემდგომ – მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 3🔗
სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით, აგრეთვე, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცალკეული დავალებებით.
თავი II
სამსახურის ამოცანები და უფლებამოსილებები
მუხლი 4🔗
სამსახურის ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა) სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მხარდაჭერა;
გ) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის პროცესის უზრუნველყოფა და საკადრო ადმინისტრირება; აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ბრძანებების მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმება;
დ) სამინისტროს თანამშრომელთა შეფასების სისტემის შემუშავება, დანერგვა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ე) თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის წარმართვა;
ვ) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ზ) პერსონალის მოტივირების, შრომითი კმაყოფილების ზრდისა და ორგანიზაციული ერთგულების გაღრმავების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება;
თ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაციების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულების/პასუხისმგებელი პირების მუშაობის კოორდინაცია და საჭიროების შემთხვევაში მათი მეთოდური ხელმძღვანელობა;
ი) სამინისტროს მოსამსახურეთა, ასევე, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირთა (გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელისა) პირადი საქმეების წარმოება;
კ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების ჩართულობით სამინისტროს მოსამსახურეთა (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) სამუშაო აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შედგენა/წარმოება;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისი უნარ-ჩვევების, ცოდნისა და გამოცდილების მქონე პირთა მოზიდვის, შერჩევისა და სამუშაოზე მიღების ორგანიზება;
მ) სამინისტროში სტაჟირების პროცესის წარმართვა;
ნ) ადამიანური რესურსების შესახებ სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზების/სტატისტიკის წარმოება და ანალიზი;
ო) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების) უზრუნველყოფა; სამინისტროს მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება;
პ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ჟ) საარქივო საქმიანობის წარმართვა, არქივში დაცული დოკუმენტების მოძიება და ასლების გაცემა;
რ) სამინისტროს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვის ორგანიზება;
ს) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების ზედამხედველობა;
ტ) საშვთა ბიუროს საქმიანობის უზრუნველყოფა, სამინისტროში მოქალაქეთა მიღების პროცესის ორგანიზება;
უ) მოქალაქეთა სატელეფონო მომსახურების უზრუნველყოფა;
ფ) სამინისტროს, მის სტრუქტურულ ერთეულებს, აგრეთვე, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის კოორდინაციისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
ქ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ღ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ყ) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, აგრეთვე, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებებისა და ცალკეული დავალებების შესრულება.
თავი III
სამსახურის ხელმძღვანელობა და სხვა საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 5🔗
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამსახურს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებისას, პასუხისმგებელია მათ შესრულებაზე;
გ) ორგანიზებას უწევს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის ამოცანების, ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების შესრულებას;
დ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ე) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ განიხილავს სამსახურში შემოსულ დოკუმენტებს ან სხვა მასალებს;
ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) პერიოდულად განიხილავს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
თ) მინისტრსა და კურატორი მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ი) აკონტროლებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
კ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, მათთვის სახელფასო დანამატის ან ფულადი ჯილდოს გაცემის თაობაზე;
ლ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამსახურის დებულების, საშტატო რიცხოვნობის, მუშაობის ორგანიზების, სამსახურის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
მ) შუამდგომლობს სამსახურისთვის იმ სახსრების/საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც აუცილებელია სამსახურის ამოცანებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად;
ნ) უზრუნველყოფს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებებისა და დავალებების შესრულებას;
ო) ახორციელებს კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, სამინისტროს შინაგანაწესით, სამუშაო აღწერილობით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მისი უფლებამოსილება შესაძლებელია დაეკისროს სხვა ადმინისტრაციული ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ან მოხელეს/საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ პირს, კომპეტენციის გათვალისწინებით, მინისტრის გადაწყვეტილებით.
4. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
მუხლი 6🔗
1. სამსახურის უფროსს შესაძლოა ჰყავდეს მოადგილე. სამსახურის უფროსის მოადგილეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის უფროსის მოადგილის ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.
3. სამსახურის უფროსის მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში):
ა) ხელს უწყობს სამსახურის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში და ასრულებს მის დავალებებს;
ბ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
დ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ განიხილავს სამსახურში შემოსულ დოკუმენტებს ან სხვა მასალებს;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) უზრუნველყოფს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სამსახურის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულებას;
ზ) ახორციელებს კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, სამინისტროს შინაგანაწესით, სამუშაო აღწერილობით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
4. სამსახურის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სამსახურის უფროსის წინაშე.
მუხლი 7🔗
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს შორის დავალებებს ანაწილებს სამსახურის უფროსი და სამსახურის უფროსის მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებული არიან სამსახურის უფროსისა და სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
4. სამსახურში დასაქმებული საჯარო მოსამსახურე:
ა) ახორციელებს კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, სამინისტროს შინაგანაწესით, შრომითი ხელშეკრულებითა (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის შემთხვევაში) და სამუშაოს აღწერილობით მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს;
ბ) ვალდებულია სპეციალური მითითების (დავალების) გარეშე შეასრულოს მის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის/პოზიციისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით ან შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობები, დაიცვას სამართლებრივი აქტების მოთხოვნები და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დროს იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით;
გ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
დ) ასრულებს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.