მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო დოკუმენტაციის წარდგენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 25.08.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №46/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250010.15.008.016818 32
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/08/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.08.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის პარტიული სიების წარდგენის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებლად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო დოკუმენტაციის წარდგენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №46/2025
2025 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო დოკუმენტაციის წარდგენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 143-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-8 პუნქტის, 158-ე მუხლის მე-3 პუნქტის, მე-6 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-8 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი. ასეთ შემთხვევაში პარტიულ სიაში მიეთითება ამ ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ნომერი.
მუხლი 2🔗
თუ კანდიდატი იმავდროულად წარდგენილია ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულოს არჩევნებისას – ცესკოში) წარდგენილ პარტიულ სიას, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრულ სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა ერთოდეს 2 ფოტოსურათი და სააღრიცხვო ბარათი 2 ეგზემპლარად. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულოს არჩევნებისას აღნიშნული დოკუმენტების თითო ეგზემპლარი/ასლი გადაეცემა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილიკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი