საქართველოს სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.08.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს სპორტის მინისტრი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.098.016002 98
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/08/2025
1,514 სიტყვა · ~8 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 97% 07.05.2025 საქართველოს სპორტის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 26.08.2025 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 12.02.2019 საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 95% 19.05.2021 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 25.03.2025

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სპორტის მინისტრის ბრძანება  №2 2025 წლის 26 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 7 მაისის №141 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ და „შ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს სპორტის მინისტრიშალვა გოგოლაძე დანართი საქართველოს სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სპორტის დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, უფლებამოსილებებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 1. დეპარტამენტი არის სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს. 2. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს სპორტის მინისტრისა (შემდგომ – მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით, აგრეთვე, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებით. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები მუხლი 4🔗 დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებებია: ა) სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება, განხორციელების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება; ბ) სპორტის სახეობების პოპულარიზაცია, სპორტის მნიშვნელობის, ქვეყნის მდგრად განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაში მისი როლის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; გ) სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნებისათვის, დაცვისა და განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა, სპორტის განვითარების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობისა და სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა; დ) სპორტში დოპინგის გამოყენებასთან, სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციებთან და სპორტში ძალადობასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ე) სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება; ვ) სპორტის სფეროსთვის კადრების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; ზ) სამინისტროს მიერ აღიარებულ და სხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობისათვის გამჭვირვალე და სამართლიანი კრიტერიუმების შემუშავება; თ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების გამჭვირვალე სისტემების შემუშავება და დახვეწა; ი) დადგენილი წესით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება სპორტული ორგანიზაციის აღიარების, აღიარებული სპორტული ორგანიზაციის დაფინანსების (მათ შორის, წლიური დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის, მისი ცვლილების (ზრდა/კლება) მიზნით; ასევე, შესაბამის შემთხვევებში, სათანადო ღონისძიებების განხორციელება სპორტული ორგანიზაციის აღიარების შეჩერების/შეწყვეტის, აღიარებული სპორტული ორგანიზაციისთვის დაფინანსების შემცირების, სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების ან შეწყვეტის მიზნით; კ) აღიარებულ სპორტულ ორგანიზაციებთან დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებების, მათი ცვლილების შესახებ შეთანხმებების, ასევე, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებების გაფორმების ინიცირება და მათი გაფორმების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ლ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, სამინისტროს მიერ დაფინანსებულ სპორტულ ორგანიზაციებში ანტიკორუფციული მექანიზმებისა და კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვა და მათი მონიტორინგი; მ) საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გასამართი სპორტული ღონისძიებების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება; ნ) საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გასამართი შესაბამისი სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა, მათ დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება; ო) მაღალი მიღწევების სპორტისა და ოლიმპიური და პარალიმპური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა; პ) სპორტული შედეგების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ჟ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა; რ) საზოგადოების, მათ შორის, ბავშვებისა და ახალგაზრდების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა; ს) კომპეტენციის ფარგლებში, სპორტული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, სპორტის სფეროში სხვადასხვა სახის, მათ შორის, სტატისტიკური მონაცემების შეგროვების, კვლევისა და პერიოდულად განახლებადი საინფორმაციო ბაზის შექმნა/შექმნის ხელშეწყობა; ტ) სასპორტო განათლების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების/ქვეპროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, სპორტის სფეროში განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა და ახალგაზრდათა სახელმწიფო მხარდაჭერა; უ) სპორტის სფეროში სოციალური პოლიტიკის განსაზღვრისა და განხორციელებისთვის სათანადო ღონისძიებების გატარება; ფ) საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში სპორტის სფეროში განსახორციელებელი პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება; შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მათი შესრულებისა და მონიტორინგის მიზნით, მათ შორის, შესაბამისი პროგრამების/ქვეპროგრამების ასიგნებებიდან დაფინანსების თაობაზე სპორტულ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში მონიტორინგის განხორციელება; ქ) სამინისტროს საბიუჯეტო პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში, დადგენილი წესის შესაბამისად, სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის: ქ.ა) ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორებისათვის, საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულებისა და პრიზიორებისათვის, ოლიმპიურ სახეობებში დიდებს შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებისათვის სტიპენდიების გაცემის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ქ.ბ) ვეტერან სპორტსმენთა და ვეტერან სპორტის მუშაკთა სოციალური დახმარების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ქ.გ) საქართველოს სპორტსმენთა, მწვრთნელთა, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალის სტიპენდიების გაცემის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;  ქ.დ) შესაბამისი სპორტული შედეგების მიღწევის შემთხვევაში სპორტსმენთა, მწვრთნელთა საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალისათვის, ასევე სპორტული ორგანიზაციებისათვის შესაბამისი ფულადი პრიზების გაცემის მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება; ქ.ე) მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარების  მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ღ) დადგენილი წესით, სპორტის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების პროექტების დაფინანსების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ სამინისტროში წარდგენილი საპროექტო განაცხადების განხილვა, პროექტების დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებების, შეთანხმებების გაფორმებისა და მათში ცვლილებების შეტანის/მათი გაუქმების პროცესში მონაწილეობის მიღება; პროექტის განმახორციელებელი პირის მიერ სამინისტროში წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა, აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების უზრუნველყოფა; ყ) სპორტის სფეროში საპატიო წოდებების მინიჭების მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება; შ) პირების, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით სპორტის განვითარებისათვის, ასევე სპორტსმენების, მწვრთნელებისა და სპორტის სფეროში მოღვაწე სხვა პირების სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის ინიცირება; ჩ) სპორტის სფეროში დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიების ხელშეწყობა; ც) სამინისტროს მიერ მიღებული გრანტის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ძ) სპორტის სფეროში სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია; წ) სპორტის სფეროში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესების კოორდინაცია, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში; ჭ) სპორტის სფეროში საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში; ხ) სპორტის სფეროში სამინისტროს საერთაშორისო დოკუმენტების (შეთანხმებების, მემორანდუმების, თანამშრომლობის პროგრამებისა და სხვა) მომზადება და შესაბამისი პროცედურების წარმართვა და საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია; ჯ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხოეთში საქართველოს საელჩოებსა და საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა; ჰ) სპორტის სფეროში საერთაშორისო ღონისძიებების დაგეგმვის კოორდინაცია, განხორციელება, მონიტორინგი და საერთაშორისო ღონისძიებებში სამინისტროს მონაწილეობის უზრუნველყოფა; ჰ​1) სპორტის სფეროში სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიშგებასთან, ასევე პოლიტიკის დოკუმენტებისა და შესაბამისი ანგარიშების მომზადებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია; ჰ​2) სპორტის სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების მიზნით საკითხების ინიცირება და მათ შემუშავებაში მონაწილეობა; ჰ​3) სპორტის მიმართულებით სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ იურიდიულ პირებსა და სხვა უწყებებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, აგრეთვე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტიანი კოორდინაციის სისტემის დანერგვა და შესაბამისი კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ჰ​4) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, აგრეთვე, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მითითებებისა და ცალკეული დავალებების შესრულება. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სხვა საჯარო მოსამსახურეები მუხლი 5🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებისას, პასუხისმგებელია მათ შესრულებაზე; გ) ორგანიზებას უწევს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული დეპარტამენტის ამოცანების, ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების შესრულებას; დ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ე) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტებს ან სხვა მასალებს; ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) პერიოდულად განიხილავს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; თ) მინისტრსა და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; ი) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; კ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, მათთვის სახელფასო დანამატის ან ფულადი ჯილდოს გაცემის თაობაზე; ლ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის დებულების, საშტატო რიცხოვნობის, მუშაობის ორგანიზების, დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; მ) შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის ამოცანებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად; ნ) უზრუნველყოფს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულებას; ო) ახორციელებს კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, სამინისტროს შინაგანაწესით, სამუშაო აღწერილობით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მისი უფლებამოსილება შესაძლებელია დაეკისროს სხვა ადმინისტრაციული ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ან მოხელეს/საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ პირს, კომპეტენციის გათვალისწინებით, მინისტრის გადაწყვეტილებით. 4. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. მუხლი 6🔗 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს განსაზღვრავს დეპარტამენტის უფროსი. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში და ასრულებს მის დავალებებს; ბ) ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს; გ) კომპეტენციის ფარგლებში, ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; დ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტებს ან სხვა მასალებს; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) უზრუნველყოფს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულებას; ზ) ახორციელებს კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, სამინისტროს შინაგანაწესით, სამუშაო აღწერილობით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე. მუხლი 7🔗 1. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის დავალებებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი და დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე. 4. დეპარტამენტში დასაქმებული საჯარო მოსამსახურე: ა) ახორციელებს კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, სამინისტროს შინაგანაწესით, შრომითი ხელშეკრულებითა (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის შემთხვევაში) და სამუშაოს აღწერილობით მასზე დაკისრებულ უფლება–მოვალეობებს; ბ) ვალდებულია სპეციალური მითითების (დავალების) გარეშე შეასრულოს მის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის/პოზიციისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით ან შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობები, დაიცვას სამართლებრივი აქტების მოთხოვნები და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დროს იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით; გ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე; დ) ასრულებს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.