📋

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრანში ცალკეული მიწის ნაკვეთების გეგმარებითი არეალის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 01.09.2025
მოქმედების პერიოდი 01.09.2025 — 12.12.2025
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
01.09.2025
12.12.2025
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრანში ცალკეული მიწის ნაკვეთების გეგმარებითი არეალის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 2025 წლის 27 აგვისტო ქ. დუშეთი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრანში ცალკეული მიწის ნაკვეთების გეგმარებითი არეალის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტს „გ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 41-ე და 43-ე მუხლების, „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის, „დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრანში ცალკეული მიწის ნაკვეთების გეგმარებითი არეალის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივლისის №69 განკარგულების შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს განაშენიანების დეტალური გეგმა დანართის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ მაღრანში მდებარე გეგმარებითი ერთეულისათვის, რომელიც მოიცავს შემდეგი საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს: 71.59.29.2331, 71.59.29.1804. მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ჩიტაური