ბორჯომის რაიონში საქართველოს პროფკავშირთა კურორტების მართვის რესპუბლიკურ საბჭოსთან შექმნილი მცირე საწარმო-ფირმა „კენტავრისათვის“ მიწის გამოყოფის შესახებ
მიღების თარიღი 06.04.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №400
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).000.000307 37
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 4, 30/04/1992
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.04.1992 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ბორჯომის რაიონში საქართველოს პროფკავშირთა კურორტების მართვის რესპუბლიკურ საბჭოსთან შექმნილი მცირე საწარმო-ფირმა „კენტავრისათვის“ მიწის გამოყოფის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის
მთავრობის
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №400
1992 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
ბორჯომის რაიონში საქართველოს პროფკავშირთა კურორტების მართვის რესპუბლიკურ საბჭოსთან შექმნილი მცირე საწარმო-ფირმა „კენტავრისათვის“ მიწის გამოყოფის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს ბორჯომის რაიონის ხელმძღვანელობის და საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის წინადადება და გამოეყოს საქართველოს პროფკავშირთა კურორტების მართვის რესპუბლიკურ საბჭოსთან შექმნილ მცირე საწარმო-ფირმა „კენტავრს“ 2,5 ჰექტარი ფართობი მიტარბისა და წაღვერის მინერალური წყლების ჩამოსასხმელი საწარმოს მოსაწყობად, აქედან: დაბა წაღვერის კოლმეურნეობიდან - 1,7 ჰექტარი (0,2 ჰექტარი ქვიანი სახნავი, 1,5 ჰექტარი ქვიანი საძოვარი) და ბორჯომის № 7 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის მიწებიდან - 0,8 ჰექტარი ქვიანი საძოვარი.
2. დაევალოს მცირე საწარმო-ფირმა „კენტავრს“:
ა) აუნაზღაუროს:
- საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტს - 2,5 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების და მიწის გამოყოფასთან დაკავშირებული სამიწათმომწყობო სამუშაოთა შესრულების ხარჯები საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 21 იანვრის №31 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად;
- დაბა წაღვერის კოლმეურნეობას - მიწის გამოყოფით მიყენებული ზარალი არსებული წესის შესაბამისად;
ბ) შეუთანხმოს მინერალური წყლების ჩამოსასხმელი საწარმოს მშენებლობის პროექტი საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს და მშენებლობისას გაითვალისწინოს გეოლოგიური სამსახურის დასკვნით წამოყენებული პირობა.
3. ამ დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 ოქტომბრის № 695 დადგენილების 21-ე პუნქტი, რომელიც ეხება დაბა წაღვერის კოლმეურნეობიდან საქართველოს სსრ პროფესიულ-ტექნიკური განათლების სახელმწიფო კომიტეტისათვის სასწავლო სახელოსნოს ასაშენებლად 0,8 ჰექტარი მიწის გამოყოფას.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარის პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველის
პირველი მოადგილის
მოვალეობის შემსრულებელი კ.გელაშვილი