მცხეთის რაიონის წილკნის ექსპერიმენტული მეურნეობიდან საქართველოს ეკლესიის წილკნის ეპარქიისათვის მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ
მიღების თარიღი 06.04.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №404
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).000.000308 37
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 4, 30/04/1992
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.04.1992 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის რაიონის წილკნის ექსპერიმენტული მეურნეობიდან საქართველოს ეკლესიის წილკნის ეპარქიისათვის მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის
მ თ ა ვ რ ო ბ ი ს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №404
1992 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
მცხეთის რაიონის წილკნის ექსპერიმენტული მეურნეობიდან საქართველოს ეკლესიის წილკნის ეპარქიისათვის მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ა დ გ ე ნ ს:
1. დამტკიცდეს მცხეთის რაიონის საკრებულოს გამგეობის 1992 წლის 18 თებერვლის № 7 გადაწყვეტილება, მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის წინადადებანი და გამოეყოს საქართველოს ეკლესიის წილკნის ეპარქიას წილკნია ექსპერიმენტული მეურნეობის მიწებიდან 13,7 ჰექტარი ფართობი (მათ შორის 7,7 ჰექტარი სახნავი, 6 ჰექტარი ქვიშა-ხრეშით დაფარული და შენობა-ნაგებობებით დაკავებული) ეკლესია-მონასტრების აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად მცირე საწარმოო ბაზისა და საეკლესიო მეურნეობის მოსაწყობად.
2. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველომ ამ ფართობზე არსებული შენობა-ნაგებობები, რომლებიც სამმართველოს ეკუთვნოდა, 1991 წელს უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს ეკლესიის წილკნის ეპარქიას.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარის პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველის
პირველი მოადგილის
მოვალეობის შემსრულებელი ა. გელაშვილი