„სართიჭალის ტერიტორიული ორგანოში შემავალი სოფლების სართიჭალისა და მუღანლოს დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 8 ივნისის №76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მიღების თარიღი 27.08.2025
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №78
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.161.016015
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 01/09/2025
257 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კრწანისში სახელწოდების არმქონე ქუჩის (ჩიხების) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 24.11.2025 „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ივნისის №82 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 26.06.2025 გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისსა და მთისძირის დასახლებაში ქუჩების, შესახვევებისა და ჩიხების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 25.05.2021 გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ზემო თელეთში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 31.07.2025 გარდაბნის მუნიციპალიტეტის კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში,სოფელ კრწანისში, სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 26.06.2025

დოკუმენტის ტექსტი

„სართიჭალის ტერიტორიული ორგანოში შემავალი სოფლების სართიჭალისა და მუღანლოს დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 8 ივნისის №76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  განკარგულება №78 2025 წლის 27 აგვისტო ქ. გარდაბანი „სართიჭალის ტერიტორიული ორგანოში შემავალი სოფლების სართიჭალისა და მუღანლოს დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 8 ივნისის №76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 14 მარტის №56501 და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2025 წლის 14 აგვისტოს №18-182522674 მომართვების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: მუხლი 1🔗 შეტანილ იქნეს ცვლილება „სართიჭალის ტერიტორიული ორგანოში შემავალი სოფლების სართიჭალისა და მუღანლოს დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 8 ივნისის №76 განკარგულების დანართში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სართიჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი, სოფელ მუღანლოში არსებული ქუჩების ცვლილება და სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდება, არაბული ციფრების გამოყენებით, განხორციელდეს დანართი №1-ის (გეოგრაფიული ობიექტების ჩამონათვალი) და სიტუაციური რუკის №1 შესაბამისად, ხოლო სოფელ სართიჭალაში არსებული ქუჩა №27 გაგრძელდეს დანართი №2-ის (სიტუაციური ნახაზი) და №2-ის (სიტუაციური რუკა) შესაბამისად. მუხლი 2🔗 განკარგულება რეაგირებისთვის გადაეგზავნოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას. მუხლი 3🔗 განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მუხლი 4🔗 განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. მუხლი 5🔗 განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. მუხლი 6🔗 განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში მისამართზე: ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქუჩა №6, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის“ 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით. გარდაბნის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე (მოვალეობის შემსრულებელი)                         სამირ ხიალოვი