გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისსა და მთისძირის დასახლებაში ქუჩების, შესახვევებისა და ჩიხების სახელდების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №53
2021 წლის 25 მაისი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისსა და მთისძირის დასახლებაში ქუჩების, შესახვევებისა და ჩიხების სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24–ე მუხლის პირველი ნაწილის “ა“ პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტების, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2021 წლის 26 აპრილის №181721 შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისსა და მთისძირის დასახლებაში ქუჩებს, შესახვევებსა და ჩიხებს მიენიჭოს სახელები თანდართული სიტუაციური რუკისა და დანართის შესაბამისად.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
განკარგულება ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში ინფორმაციისთვის გადაეგზავნოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქალაქი რუსთავი, ბოსტან–ქალაქის №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22–ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი