აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/328
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/09/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/328

2025 წლის 27 აგვისტო

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე


,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის  №1-1/184 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ განიხილა სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“  2025 წლის 13 აგვისტოს №4678/09, 13 აგვისტოს №4677/09 და 18 აგვისტოს №4798/09  განცხადებები –  220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ურბნისის №78-81 საყრდენებს შორის უბნის რეკონსტრუქციისა და ქვესადგურ „რუისის“ 220 კვ-ზე მიერთების   პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე  აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის  სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“  ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების მიზნით ახორციელებს 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ურბნისის №78-81 საყრდენებს შორის უბნის რეკონსტრუქციისა და ქვესადგურ „რუისის“ 220 კვ-ზე მიერთების პროექტს.

220 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი „ურბნისი“ ექსპლუატაციაშია რამდენიმე ათეული წელია და ერთმანეთთან აკავშირებს ხაშურისა და გორის 220 კვ ძაბვის ქვესადგურებს. 2025 წლის 4 მარტს სს „ვინდ ფაუერის“ 206 მგვტ სიმძლავრის რუისის ქარის ელექტროსადგურისა და 220 კვ ძაბვის ქვესადგურის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაიცა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება (ბრძანება №103/ს), რომლითაც რუისის საპროექტო ქარის ელექტროსადგურის სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან“ მიერთება გათვალისწინებულია 220 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის – „ურბნისის“ მოდიფიკაციით, რომლის შეთანხმებაც განსაზღვრულია დამოუკიდებელი პროექტის სახით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სს „ვინდ ფაუერთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, დაგეგმილია 220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის „ურბნისის“ N78-81 საყრდენებს შორის მონაკვეთის რეკონსტრუქცია, რაც გულისხმობს აღნიშნულ საყრდენებს შორის მალებში ელექტროგადამცემი ხაზის  გაჭრას და გაჭრის ადგილიდან 2 ერთეული 220 კვ ძაბვის ორწრედიანი ელექტროგადამცემი ხაზის  გაყვანას,   რომელიც დაუკავშირდება სს „ვინდ ფაუერის“ 206 მგვტ სიმძლავრის რუისის საპროექტო ქარის ელექტროსადგურისთვის განკუთვნილ 220 კვ ძაბვის რუისის ქვესადგურს.

ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების მიზნით საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის  მიერ განსახორციელებელი 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ურბნისის N78-81 საყრდენებს შორის უბნის რეკონსტრუქციისა და ქვესადგურ „რუისის” 220 კვ-ზე მიერთების პროექტი განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა და მიზნად ისახავს რეგიონში ელექტრო მომარაგების გაზრდას და ერთიანი ენერგოსისტემის მდგრადობის გაუმჯობესებას. სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა მიუთითებს, რომ პროექტის განხორციელებისათვის  აუცილებელია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოსყიდვა. ამასთან,  მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული:

ლევან წიქარიშვილის (პ/ნ 43001007502)  საკუთრებაში არსებული  ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბებნისში მდებარე 2360 კვ,მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს.კ N68.14.41.416) – 142 კვ.მ მიწის ნაკვეთის, ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბებნისში მდებარე 7531 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების  მიწის ნაკვეთიდან (ს/კ N 68.14.41.025) – 132 კვ.მ მიწის ნაკვეთის და ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბებნისში მდებარე 6519 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს.კ N68.14.41.024) - 9 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

შალვა წიქარიშვილის (პ/ნ 43001004663) საკუთრებაში არსებული ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ ბებნისში მდებარე  7517 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს.კ N68.14.41.218) – 284 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობის გამოსყიდვაზე. 

მამუკა ბალიაშვილის (პ/ნ 43001003260)  საკუთრებაში არსებული ქარელის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციულ ერთეულ რუისში (ბლოკი N009, ნაკვეთი N002)  მდებარე  3 902 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს.კ N68.15.41.009.002)  96 კვ.მ მიწის ნაკვეთის და ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ რუისში მდებარე 7400 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს.კ N68.15.41.000. 222) ნაწილის 31 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე. 

სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მიუთითებს, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეებს წერილობით ეცნობათ განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება,  საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“  მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყებისა  და  აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმების და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შუამდგომლობა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ხორციელდება  220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ურბნისის N78-81 საყრდენებს შორის უბნის რეკონსტრუქციისა და ქვესადგურ „რუისის“ 220 კვ-ზე მიერთების პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ  ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბებნისში მდებარე 2 360 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ N68.14.41.416), ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბებნისში მდებარე 7 531 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ 68.14.41.025) და ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბებნისში მდებარე 6519 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ N68.14.41.024) მესაკუთრეა ლევან წიქარიშვილი (პ/ნ 43001007502). 

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა  ლევან წიქარიშვილის საკუთრებაში არსებული ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბებნისში  მდებარე  2360 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან (ს.კ  N68.14.41.416) – 142 კვ.მ მიწის ნაკვეთი;  7531 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან (ს.კ N68.14.41.025) – 132 კვ.მ მიწის ნაკვეთი და   6519 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან (ს.კ N 68.14.41.024) – 9 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ  ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბებნისში მდებარე 7517 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ N68.14.41.218)  მესაკუთრეა შალვა წიქარიშვილი (პ/ნ 43001004663).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა  შალვა წიქარიშვილის საკუთრებაში არსებული ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბებნისში მდებარე  7517 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან  – 284 კვ.მ (142კვ.მ +142კვ.მ)   მიწის ნაკვეთი. 

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ  ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისში მდებარე 7400 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა (ს.კ 68.15.41.000.222)  და ქარელის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციულ ერთეულ რუისში (ბლოკი 009, ნაკვეთი N002) მდებარე 3902 სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ N68.15.41.009.002) მესაკუთრეა მამუკა ბალიაშვილი (პ/ნ 43001003260).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა მამუკა ბალიაშვილის საკუთრებაში არსებული ქარელის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციულ ერთეულ რუისში (ბლოკი 009, ნაკვეთი 002) მდებარე 3902 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან (ს.კ N68.15.41.009.002) – 96 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ ბებნისში მდებარე 7400 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან (ს.კ N68.15.41.000.222) – 31 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება ,,ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის“. ვინაიდან, სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ვერ ხერხდება მესაკუთრეებთან უძრავი ქონების გამოსყიდვაზე შეთანხმების  მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.

ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184  ბრძანებით შექმნილი კომისიის 2025 წლის  26 აგვისტოს   სხდომის ოქმის  საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ურბნისის N78-81 საყრდენებს შორის უბნის რეკონსტრუქციისა და ქვესადგურ „რუისის“ 220 კვ-ზე მიერთების პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ: 

1.1.  ლევან წიქარიშვილის (პ/ნ 43001007502)  საკუთრებაში არსებულ ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბებნისში მდებარე 2360 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს.კ N68.14.41.416) – 142 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბებნისში მდებარე 7531 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების  მიწის ნაკვეთიდან (ს/კ N 68.14.41.025) – 132 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბებნისში მდებარე 6519 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს.კ N68.14.41.024) – 9 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.  

1.2. შალვა წიქარიშვილის (პ/ნ 43001004663) საკუთრებაში არსებულ ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ ბებნისში მდებარე  7 517 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს.კN 68.14.41.218) – 284 კვ.მ (142 კვ.მ+142 კვ.მ)  მიწის ნაკვეთზე.  

1.3. მამუკა ბალიაშვილის (პ/ნ 43001003260)  საკუთრებაში არსებულ ქარელის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციულ ერთეულ რუისში (ბლოკი N009, ნაკვეთი N002)  მდებარე  3 902 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს.კ N68.15.41.009.002) – 96 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ რუისში მდებარე 7 400 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს.კ N68.15.41.000. 222) – 31 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.     

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

მინისტრი                   მარიამ ქვრივიშვილი