საქართველოს რესპუბლიკაში 1992 წლის 1 იანვრისათვის მიწების გამოყენებისა და აღრიცხვის შედეგების შესახებ
მიღების თარიღი 23.06.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №675
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).000.000361 37
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 6, 30/06/1992
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.06.1992 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკაში 1992 წლის 1 იანვრისათვის მიწების გამოყენებისა და
აღრიცხვის შედეგების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის
მთავრობის
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №675
1992 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკაში 1992 წლის 1 იანვრისათვის მიწების გამოყენებისა და
აღრიცხვის შედეგების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა აღნიშნავს, რომ შარშან რესპუბლიკაში მიწების გამოყენებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადიდების საქმეში რაიმე მნიშვნელოვან წარმატებებს ადგილი არ ჰქონია. მიწისძვრებისა და მასთან დაკავშირებული მეწყრული პროცესების შედეგად მწყობრიდან გამოვიდა 1903 ჰექტარი, აქედან: სახნავი - 283, მრავალწლიანი - 65, საძოვარი - 496, საკარმიდამო - 643, ტყე-ბუჩქნარი - 416 ჰექტარი. გარდა ამისა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გამოიყო 499 ჰექტარი, აქედან: სახნავი - 1, საძოვარი - 10, სხვა გამოუყენებელი მიწები - 488 ჰექტარი. საკარმიდამო მიწის ფონდში გამოიყო 1063 ჰექტარი, აქედან: სახნავი - 928 ჰექტარი, მრავალწლიანი ნარგავები - 55 ჰექტარი, საძოვარი - 80 ჰექტარი. მრავალწლიანი ნარგავების გაშენების შედეგად საპლანტაციო გზებმა დაიკავა 300 ჰექტარი სახნავი, ჩამოიწერა 204 ჰექტარი, ამორტიზებული მრავალწლიანი ნარგავები, ამავე პერიოდში საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებებით სამხედრო უწყებებს ჩამოერთვა და დაუბრუნდა ყოფილ მიწათმოსარგებლეებს 10742 ჰექტარი, აქედან: სახნავი - 704 ჰექტარი, საძოვარი - 8800 ჰექტარი. მრავალწლიანი ნარგავების ამოძირკვის შედეგად ათვისებულ იქნა 800 ჰექტარი საპლანტაციო გზები. რესპუბლიკის საზღვრებში იყო 6949,4 ათასი ჰექტარი, აქედან: სახნავი 694,5 ათასი ჰექტარი, მრავალწლიანი ნარგავები - 239,3 ათასი ჰექტარი, ნასვენი - 6 ათასი ჰექტარი, სათიბი - 156,1 ათასი ჰექტარი, საძოვარი -1686,3 ათასი ჰექტარი, საკარმიდამო მიწები - 202,4 ათასი ჰექტარი (მათ შორის სახნავი - 95,9, მრავალწლიანი - 88,6, სათიბი - 1,8, შენობები და ეზოები - 16,1, კოლექტიური მებაღეობა - 9 ათასი ჰექტარი, ტყე - 2843,3 ათასი ჰექტარი, ბუჩქნარი -167,6 ათასი ჰექტარი, ჭაობები - 8,3 ათასი ჰექტარი, წყლები - 118,5 ათასი ჰექტარი, ქალაქების, მრეწველობის, ტრანსპორტის, გზების, სახელმწიფო მიწის ფონდის, კლდეებისა და სხვა მიწები - 818,7 ათასი ჰექტარი.
წლის მანძილზე მომხდარი ცვლილებების შედეგად 1992 წლის 1 იანვრისათვის რესპუბლიკის საზღვრებშია 6949,4 ათასი ჰექტარი, აქედან: სახნავი - 699,1 ათასი ჰექტარი, მრავალწლიანი ნარგავები - 234,6 ათასი ჰექტარი, ნასვენი - 6 ათასი ჰექტარი, სათიბი - 156,1 ათასი ჰექტარი, საძოვარი - 1685,8 ათასი ჰექტარი, საკარმიდამო მიწები 202,9 ათასი ჰექტარი (მათ შორის: სახნავი - 96,3 ათასი ჰექტარი, მრავალწლიანი ნარგავები - 88,7 ათასი ჰექტარი, სათიბი - 1,6 ათასი ჰექტარი, შენობები და ეზოები - 16,3 ათასი ჰექტარი), კოლექტიური მებაღეობა - 9 ათასი ჰექტარი, მელიორაციული მშენებლობის სტადიაში არსებული მიწები - 10,7 ათასი ჰექტარი, ტყე - 2843,0 ათასი ჰექტარი, ბუჩქნარი - 167,1 ათასი ჰექტარი, ჭაობები - 8,3 ათასი ჰექტარი, წყლები - 118,5 ათასი ჰექტარი, ქალაქების, მრეწველობის, ტრანსპორტის, გზების, სახელმწიფო მიწის ფონდის, კლდეების და სხვა მიწები - 808,3 ათასი ჰექტარი.
სარწყავი მიწის ფართობი ახალგასარწყავებით გაიზარდა 2,3 ათასი ჰექტარით და შეადგინა 470,8 ათასი ჰექტარი. დაშრობილი მიწის ფართობი ახალი დაშრობით გაიზარდა - 0,5 ათასი ჰექტარით და შეადგინა - 163 ათასი ჰექტარი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, რესპუბლიკას ჩრდილოეთ კავკასიაში ჰქონდა გრძელვადიან სარგებლობაში 323,3 ათასი ჰექტარი, აქედან ზამთრის საძოვარი - 297,5 ათასი ჰექტარი, ცხვრის გადასარეკი ტრასა - 6,6 ათასი ჰექტარი და გამოუყენებელი ფართობი 19,2 ათასი ჰექტარი. დაღესტნის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 20 დეკემბრის № 431 განკარგულებით საქართველოს რესპუბლიკას საძოვრებით სარგებლობა შეუმცირდა 50 ათასი ჰექტარით და დარჩა სარგებლობაში 273,3 ათასი ჰექტარი.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ა დ გ ე ნ ს:
1. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს რესპუბლიკის მიწის ბალანსი საქართველოს რესპუბლიკაში 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით.
- მიწის ფონდისა კატეგორიების, სავარგულებისა და მიწათმოსარგებლეების მიხედვით, №1 დანართის თანახმად;
- სარწყავი მიწების - კატეგორიების, სავარგულებისა და მიწათმოსარგებლეების მიხედვით, №2 დანართის თანახმად;
- დაშრობილი მიწებისა კატეგორიების, სავარგულებისა და მიწათმოსარგებლეების მიხედვით, №3 დანართის თანახმად.
2. დაევალოთ საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, საქართველოს რესპუბლიკის კვებისა და გადამმუშავებელი მრეწველობის სამინისტროს, ყველა სხვა სამინისტროს, უწყებას, ორგანიზაციას, გაერთიანებებს, რომელთაც სარგებლობაში აქვთ მიწები, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭომ უზრუნველყონ მათ დაქვემდებარებაში და მათ სამოქმედო ტერიტორიებზე არსებული მიწების დაცვა და მათი მაღალნაყოფიერი მიზნობრივი გამოყენება.
3. საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტმა მტკიცე კონტროლი დააწესოს რესპუბლიკაში არსებული ყველა მიწის გამოყენებასა და დაცვაში.
4. საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტმა საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტთან შეთანხმებით მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს მიწის რეფორმასთან და მიწაზე საკუთრების, მფლობელობის და სარგებლობასთან დაკავშირებით რესპუბლიკაში მიწების აღრიცხვის ახალი ფორმების დამუშავება და მისი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობაში დასამტკიცებლად წარმოდგენა.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარის - პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველის
მოვალეობის შემსრულებელი გ. ბერიძე