ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 05.09.2025
ძალაში შესვლა 19.09.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №92
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017621 155
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 05/09/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის-ადამინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისთვის საჭირო დოკუმენტების (მათ შორის, საჯარიმო ქვითრისა და სააღსრულებო ფურცლის) ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№92
2025 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე, 240-ე, 242-ე, 295-ე და 296-ე მუხლების, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
თანდართული რედაქციით დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესი.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 19 სექტემბრიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე
დანართი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) სისტემის უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესი (შემდგომ − წესი) განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმებს და მათი შევსება-წარმოების პროცედურებს.
2. ამ წესის მიზანია ხელი შეუწყოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებას, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას.
თავი II
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით შესადგენი დოკუმენტების შევსება-წარმოების პროცედურები
მუხლი 2🔗
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმები ივსება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ.
2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები არიან:
ა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის მოსამსახურეები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით;
ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს (შემდგომ − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო) მოსამსახურეები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1563 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით.
მუხლი 3🔗
1. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/საჯარიმო ქვითრისა და დადგენილების ფორმები ივსება სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ.
2. საჯარიმო ქვითარი/ოქმი (დანართი №1 და დანართი №2) ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით, გარდა ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა. საჯარიმო ქვითარში/ოქმში ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის/ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი/ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული საჯარიმო ქვითარი/ოქმი ჩამოიწერება დადგენილი წესით.
3. საჯარიმო ქვითარს/ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენელი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, მოწმეებისა და დაზარალებულების არსებობის შემთხვევაში ასევე − აღნიშნული პირები. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი, მოწმე ან დაზარალებული უარს იტყვის საჯარიმო ქვითრის/ოქმის ხელმოწერაზე, საჯარიმო ქვითარში/ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
4. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის იმ უფლებამოსილი პირის მიერ, რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმის გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
5. საბანკო ან სხვა დაწესებულება სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო ბანკისათვის სამართალდამრღვევის მიერ ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას.
6. საჯარიმო ქვითარი/ოქმი (დანართი №1 და დანართი №2) დგება ორ ეგზემპლარად, საჯარიმო ქვითრის/ოქმის ერთი ეგზემპლარი ინახება საჯარიმო ქვითრის/ოქმის შემდგენელ თანამდებობის პირთან, საჯარიმო ქვითრის/ოქმის მეორე ეგზემპლარი გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, რაზედაც საჯარიმო ქვითარში/ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (დანართი №2) დაუყოვნებლივ ეგზავნება მის განხილვაზე უფლებამოსილ შესაბამის ორგანოს. ოქმის შედგენისას, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოტანის უფლებამოსილება გააჩნიათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის უფლებამოსილ პირებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმეს იხილავს სასამართლო.
8. ამ წესის №1, №2, და №3 დანართებით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითარი/ოქმი/დადგენილება 24 საათში რეგისტრირდება და აღირიცხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემაში. აღნიშნული საჯარიმო ქვითრის/დადგენილების აღსრულების ღონისძიებებს უზრუნველყოფს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
9. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ამ წესის მე-10 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ელექტრონული საჯარიმო ქვითარი და ელექტრონული დადგენილება ივსება ელექტრონულად და ფიქსირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის უფლებამოსილი პირის მიერ. სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის/დადგენილების ამობეჭდილი ვერსია. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს. აღნიშნული საჯარიმო ქვითრის/დადგენილების აღსრულების ღონისძიებებს უზრუნველყოფს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, გარდა სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციისა.
10. ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი/დადგენილება ავტომატურად რეგისტრირდება და აღირიცხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემაში. აღნიშნული საჯარიმო ქვითარი/დადგენილება მისი გამოტანის შემდეგ, იგზავნება სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მათი ადრესატისთვის ჩაბარების, გამოქვეყნებისა ან/და აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით.
11. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქმის ადგილზე განხილვა არ ხდება, და საქმეს იხილავს ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო, ელექტრონული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქმისმწარმოებელი დანაყოფის მიერ რეგისტრირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემაში. აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შედეგად მიღებული დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი საქმისმწარმოებელი დანაყოფის მიერ აისახება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემაში.
მუხლი 4🔗
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას, თუ სამართალდამრღვევს სურს, საჯარიმო ქვითარს დაურთოს ახსნა-განმარტება, ივსება სპეციალური ფორმა (დანართი №5).
2. სამართალდამრღვევის ნივთების გასინჯვის ან/და ნივთების გასინჯვის დროს აღმოჩენილი ნივთების და დოკუმენტების ჩამორთმევის, ასევე ნივთების გასინჯვის დროს ჩამორთმეული ნივთის დაბრუნებისას, საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის უფლებამოსილი პირების მიერ დგება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებით გათვალისწინებული შესაბამისი ოქმი.
მუხლი 5🔗
1. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე შედგენილი საჯარიმო ქვითარი, ოქმი, დადგენილება (№1, №2, №3, დანართები) აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №4).
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების აღრიცხვის ჟურნალში აღინიშნება:
ა) რეგისტრაციის თარიღი და ოქმის/ქვითრის/დადგენილების ნომერი;
ბ) ვის მიერ და როდის არის შედგენილი;
გ) სამართალდამრღვევის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი;
ე) ვის მიერ და როდის იქნა განხილული ადმინისტრაციული საქმე, განხილვის შედეგები;
ვ) ქვითრის/ოქმის/დადგენილების ნომერი და თარიღი;
ზ) ქვითრის/ოქმის/დადგენილების ჩაბარების (გადაგზავნის) თარიღი;
თ) ქვითრის/ოქმის/დადგენილების აღსასრულებლად მიქცევის თარიღი;
ი) ქვითრის/ოქმის/დადგენილების აღსრულების თარიღი;
კ) შენიშვნა.
მუხლი 6🔗
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) გასაჩივრების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის უფლებამოსილი პირი გასაჩივრების შესახებ ინფორმაციას ასახავს ელექტრონულ პროგრამაში.
2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მათი ჩაბარების, გამოქვეყნებისა ან/და აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით.
3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი გასაჩივრების შესახებ ინფორმაციას უგზავნის სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.
თავი III
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით შესადგენი დოკუმენტების ფორმები
მუხლი 7🔗
1. საჯარიმო ქვითარი (დანართი №1) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლის პირველი – მე-3, მე-6, მე-7, მე-9 – მე-11 და მე-14 ნაწილებით, ასევე 1563 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ ჯარიმას, მიუხედავად იმისა, სამართალდამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.
2. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე;
ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.
3. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდისა და მიმღები მოლარის მონაცემებისა.
4. საჯარიმო ქვითრის I ნაწილში აღინიშნება:
ა) მისი შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და ადგილი;
ბ) საჯარიმო ქვითრის შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი;
გ) მონაცემები დამრღვევის შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი ან პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, რეგისტრაციის თარიღი, იურიდიული მისამართი და საიდენტიფიკაციო კოდი);
დ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის;
ვ) დაკისრებული ჯარიმის ოდენობა;
ზ) მოწმის და/ან დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში);
თ) მიმღები მოლარე, მისი ხელმოწერა და თარიღი, საბანკო კოდი;
ი) ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (მათი არსებობის შემთხვევაში);
კ) მოწმის და/ან დაზარალებულის ხელმოწერა. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის;
ლ) ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
მ) სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა.
5. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება:
ა) მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი);
ბ) ჯარიმის ოდენობა;
გ) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის;
დ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი;
ე) საბანკო კოდი, სახაზინო კოდი;
ვ) მიმღები მოლარის ხელმოწერა;
ზ) საჯარიმო თანხის შემომტანის ხელმოწერა;
თ) თარიღი.
6. საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდზე მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდამრღვევის უფლებები და მოვალეობები, აგრეთვე, ჯარიმის გადახდის წესი და პირობები.
მუხლი 8🔗
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე და 1563 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ საქმის ადგილზე განხილვა არ ხდება, საქმე საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას და მას იხილავს ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში (დანართი №2) აღინიშნება:
ა) მისი შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე და წელი) და ადგილი;
ბ) ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი;
გ) მონაცემები დამრღვევის შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი ან პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, რეგისტრაციის თარიღი, იურიდიული მისამართი და საიდენტიფიკაციო კოდი);
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი;
ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ვ) საქმის განმხილველი ორგანო;
ზ) მოწმის ან დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში);
თ) მოწმის ან/და დაზარალებულის ხელმოწერა. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის;
ი) ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
კ) სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა;
ლ) ოქმზე თანდართული დოკუმენტები, მათ შორის, სამართალდამრღვევის მიერ შედგენილი ახსნა-განმარტება და საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები (მათი არსებობის შემთხვევაში).
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მეორე გვერდზე მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდამრღვევის უფლებები და მოვალეობები.
მუხლი 9🔗
1. დადგენილება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (დანართი №3) გამოიცემა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის უფლებამოსილი პირის მიერ, როდესაც დარღვევის საქმე ადგილზე არ განიხილება და მას იხილავს ადმინისტრაციული ორგანო, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის უფლებამოსილი პირის მიერ, დარღვევის საქმე ადგილზე განიხილება და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1563 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი სახდელის სახით ხდება სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია.
2. დადგენილებაში აღინიშნება:
ა) საქმის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება;
ბ) დადგენილების გამოცემის თარიღი და ადგილი;
გ) საქმის განმხილველი უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა;
დ) მონაცემები სამართალდამრღვევის პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო კოდი და იურიდიული მისამართი;
ე) სამართალდარღვევის ჩადენის თარიღი და ადგილი; სამართალდარღვევის არსი;
ვ) ნორმატიული აქტის მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის;
ზ) გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა (სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციის შემთხვევაში მიეთითება კონფისკაციას დაქვემდებარებული სამართალდარღვევის საგნის სახელწოდება, რაოდენობა);
თ) სახაზინო კოდი (ჯარიმის შეფარდების შემთხვევაში);
ი) დადგენილების გასაჩივრების უფლება;
კ) თანამდებობის პირის ხელმოწერა;
ლ) სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან დადგენილების ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა.
3. დადგენილების გასაჩივრებისა და სამართალდამრღვევი პირის კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებების შესახებ მიეთითება დადგენილების მე-2 გვერდზე.
მუხლი 10🔗
1. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლის პირველი – მე-3, მე-6, მე-7, მე-9 – მე-11 და მე-14 ნაწილებით, ასევე 1563 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით, მიუხედავად იმისა, სამართალდამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში აღინიშნება:
ა) მისი შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი;
გ) მონაცემები სამართალდამრღვევის პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი და იურიდიული მისამართი);
დ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის;
ვ) დაკისრებული ჯარიმის ოდენობა;
ზ) საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი;
თ) მოწმის და/ან დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი, ხელმოწერა (მათი არსებობის შემთხვევაში);
ი) შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
კ) შენიშვნა, რომელშიც შეიძლება აღინიშნოს სამართალდარღვევასთან დაკავშირებული გარემოებები ან/და დოკუმენტები;
ლ) სამართალდამრღვევის უფლებები და მოვალეობები;
მ) ჯარიმის გადახდის წესი და პირობები.
3. საჯარიმო ქვითრის შედგენისას სამართალდამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს:
ა) გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი;
ბ) წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი;
გ) საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით;
დ) გამოვიდეს მშობლიურ ენაზე, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;
ე) სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება გაასაჩივროს ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) 10-დღის ვადაში. გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება) მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რომლის გადაწყვეტილება შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში.
მუხლი 11🔗
1. ელექტრონული დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1563 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, მიუხედავად იმისა, სამართალდამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.
2. ელექტრონულ დადგენილებაში აღინიშნება:
ა) უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა;
ბ) მისი გამოცემის თარიღი და ადგილი;
გ) მონაცემები სამართალდამრღვევის პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი და იურიდიული მისამართი;
დ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ე) საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემა;
ვ) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ზ) დაკისრებული სახდელი;
თ) კონფისკაციას დაქვემდებარებული სამართალდარღვევის საგნის სახელწოდება და რაოდენობა (სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციის შემთხვევაში);
ი) საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი (ჯარიმის შეფარდების შემთხვევაში);
კ) გადახდის წესი (ჯარიმის შეფარდების შემთხვევაში);
ლ) დადგენილების გასაჩივრების წესი და პირობები;
მ) თანამდებობის პირისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერა და მითითება დადგენილების ჩაბარების ან ჩაბარებაზე უარის თქმის თაობაზე;
ნ) მოწმე ან სხვა მონაწილე (სახელი, გვარი, მისამართი) და ხელმოწერა;
ო) შენიშვნა, რომელშიც შეიძლება აღინიშნოს სამართალდარღვევასთან დაკავშირებული გარემოებები ან/და დოკუმენტები.
მუხლი 12🔗
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლის პირველი – მე-3, მე-6, მე-7, მე-9 – მე-11 და მე-14 ნაწილებით, ასევე 1563 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის უფლებამოსილი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე არ განიხილავს და მას იხილავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, ასეთ შემთხვევაში ივსება შესაბამისი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი/დადგენილება.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში/დადგენილებაში აღინიშნება:
ა) მისი შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი;
გ) მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი; პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი და იურიდიული მისამართი);
დ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ე) საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემა;
ვ) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის;
ზ) დაკისრებული ჯარიმის ოდენობა (ჯარიმის შეფარდების შემთხვევაში);
თ) საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი (ჯარიმის შეფარდების შემთხვევაში);
ი) გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა (სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციის შემთხვევაში მიეთითება კონფისკაციას დაქვემდებარებული სამართალდარღვევის საგნის სახელწოდება, რაოდენობა);
კ) დადგენილების გასაჩივრების უფლება;
ლ) შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
მ) შენიშვნა, რომელშიც შეიძლება აღინიშნოს სამართალდარღვევასთან დაკავშირებული გარემოებები ან/და დოკუმენტები;
ნ) სამართალდამრღვევის უფლებები და მოვალეობები;
ო) ჯარიმის გადახდის წესი და პირობები.
თავი IV
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამცავი ნიშნები, ანბანური სერია და ციფრობრივი ნუმერაცია
მუხლი 13🔗
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში შესატანი მონაცემები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის და საჯარიმო ქვითრის ფორმები (დანართი №1 და დანართი№2) (გარდა ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა და დადგენილებისა) შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს:
ა) ექსკლუზიური ნუმერაცია (7 ციფრი), რომელიც ანათებს ულტრაიისფერი დასხივებისას;
ბ) ექსკლუზიური გილიოშური ბადე;
გ) მიკროშრიფტი, სადაც იკითხება: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო“ (სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსათვის განკუთვნილი ფორმების შემთხვევაში);
დ) გილიოშური ელემენტი „როზეტი“, რომელიც დაბეჭდილია ანტიკოპირებადი საღებავით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფორმების ბოლო გვერდის უკანა მხარეს დაიტანება ოქმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი).
4. ამ ბრძანებით განსაზღვრულ ელექტრონულ საჯარიმო ქვითრებსა და დადგენილებებს გააჩნია ანბანური სერია და ციფრობრივი ნუმერაცია, რომელიც ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ავტომატურად ენიჭება მათ.
მუხლი 14🔗
1. ამ ბრძანებით დამტკიცებულ ფორმებს (დანართი №1 და დანართი №2) გააჩნია ანბანური სერია და ციფრობრივი ნუმერაცია (7 ციფრი).
2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უზრუნველყოფს შემდეგი ანბანური სერიის მქონე ფორმების დამზადებასა და განაწილებას:
ა) №1 დანართი – „სა“;
ბ) №2 დანართი – „სგ“.
3. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო უზრუნველყოფს შემდეგი ანბანური სერიის მქონე ფორმების დამზადებასა და განაწილებას:
ა) №1 დანართი – „სე“ ;
ბ) №2 დანართი – „სზ“ .
4. ამ ბრძანებით განსაზღვრულ ელექტრონულ ფორმებს გააჩნია ანბანური სერია და ციფრობრივი ნუმერაცია (7 ციფრი).
5. ამ წესის მე-10 მუხლით განსაზღვრულ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ შესადგენ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ენიჭება ანბანური სერია – „სბ“, ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს – „სდ“, ხოლო ელექტრონულ დადგენილებას – „სკ“.
6. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ შესადგენ, ამ წესის მე-10 მუხლით განსაზღვრულ, ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ენიჭება ანბანური სერია – „სვ“, ამ წესის მე-11 მუხლით განსაზღვრულ ელექტრონულ დადგენილებას – „სმ“, ხოლო ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს – „სთ“, ელექტრონულ დადგენილებას − „სლ“.