საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსათვის სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველოს შენობის გადაცემის შესახებ

მიღების თარიღი 12.08.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №831
სარეგისტრაციო კოდი 000000170.02(0).000.000387 13
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 8, 31/08/1992
99 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსათვის სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველოს შენობის გადაცემის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №831 1992 წლის 12 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსათვის სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველოს შენობის გადაცემის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს: 1. გადაეცეს ბალანსიდან ბალანსზე საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველოს შენობა მდებარე ქალაქ თბილისში ხუციშვილის ქუჩა № 29-ში. 2. საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველო განთავსდეს მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოს ტერიტორიაზე მდებარე რესპუბლიკური სამოქალაქო თავდაცვის კურსების შენობაში. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის - პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                           თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი                                                                                კ. გელაშვილი