📋

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში არსებულ ტერიტორიაზე ინდივიდუალური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 15.09.2025
მოქმედების პერიოდი 15.09.2025 — 27.11.2025
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
15.09.2025
27.11.2025
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში არსებულ ტერიტორიაზე ინდივიდუალური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 2025 წლის 12 სექტემბერი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში არსებულ ტერიტორიაზე ინდივიდუალური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის  „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული  „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი  გეგმების  შემუშავების  წესის“  მე-2  მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის,  მე-3 მუხლის  მე-6 პუნქტის,  მე-16 მუხლის პირველი პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტისა  და  მე-19  მუხლის  მე-3  პუნქტის  საფუძველზე,  მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში არსებულ ტერიტორიაზე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ  72.02.42.505) ინდივიდუალური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის განაშენიანების დეტალური გეგმა დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ელოშვილი