დაზვერვის სააგენტოს მოსამსახურის უწყებრივი სამკერდე ნიშნით, მედალიონებითა და მედლებით დაჯილდოების წესის და აღნიშნული სამკერდე ნიშნის, მედალიონებისა და მედლების ნიმუშების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.09.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
ნომერი №75
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016187 45
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 17/09/2025
237 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამკერდე ნიშნის, მედალიონისა და მედლის ნიმუშებისა და აღნიშნული სამკერდე ნიშნით, მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება 77% 08.02.2017 საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ საქართველოს კანონი 77% 14.12.2017 ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 76% 20.02.2017 საქართველოს სახელმწიფო პრემიების გაცემის მიზნით კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 75% 17.01.2019 მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 75% 25.11.2022

დოკუმენტის ტექსტი

დაზვერვის სააგენტოს მოსამსახურის უწყებრივი სამკერდე ნიშნით, მედალიონებითა და მედლებით დაჯილდოების წესის და აღნიშნული სამკერდე ნიშნის, მედალიონებისა და მედლების ნიმუშების დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება №75 2025 წლის 17 სექტემბერი ქ. თბილისი დაზვერვის სააგენტოს მოსამსახურის უწყებრივი სამკერდე ნიშნით, მედალიონებითა და მედლებით დაჯილდოების წესის და აღნიშნული სამკერდე ნიშნის, მედალიონებისა და მედლების ნიმუშების დამტკიცების შესახებ „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-18 პუნქტის, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – დაზვერვის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მოსამსახურის უწყებრივი სამკერდე ნიშნით, მედალიონებითა და მედლებით დაჯილდოების წესი და აღნიშნული სამკერდე ნიშნის, მედალიონებისა და მედლების ნიმუშები: ა) მედალი „ღირსების ჯვარი“ (დანართი №1); ბ) მედალი „მაღალი პროფესიონალიზმისათვის“ (დანართი №2); გ) მედალიონი „დაზვერვის ვეტერანი“ (დანართი №3); დ) მედალიონი „15 წელი დაზვერვის სააგენტოში“ (დანართი №4); ე) მედალიონი „10 წელი დაზვერვის სააგენტოში“ (დანართი №5); ვ) სამკერდე ნიშანი (დანართი №6). 2. დამტკიცდეს უწყებრივი მედლებისა და მედლების თამასების ტარების წესი (დანართი №7). 3. სააგენტოს მედლით, მედალიონით და სამკერდე ნიშნით დაჯილდოებაზე პირის წარდგენა ხდება სააგენტოს უფროსის მოადგილეების და/ან სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელების მიერ. წარდგინებაში აღინიშნება პირის კონკრეტული დამსახურება. 4. დაჯილდოებულ პირს ჯილდოსთან ერთად გადაეცემა დაჯილდოების ფურცელი. 5. დაუშვებელია მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე მოსამსახურის წარდგენა სააგენტოს მედლის, მედალიონის და სამკერდე ნიშნის მისაღებად. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიმამუკა მდინარაძე