საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე უცხოეთის საზოგადოებრივ გაერთიანებათა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ფილიალების (წარმომადგენლობების) რეგისტრაციისა და უცხოეთის საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის (რწმუნების) წესის შესახებ
მიღების თარიღი 17.05.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №372
სარეგისტრაციო კოდი 000000110.02(0).000.000503 24
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 5, 31/05/1993
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.05.1993 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე უცხოეთის საზოგადოებრივ გაერთიანებათა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ფილიალების (წარმომადგენლობების) რეგისტრაციისა და უცხოეთის საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის (რწმუნების) წესის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №372
1993 წლის 17 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე უცხოეთის საზოგადოებრივ გაერთიანებათა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ფილიალების (წარმომადგენლობების) რეგისტრაციისა და უცხოეთის საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის (რწმუნების) წესის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე უცხოეთის საზოგადოებრივ გაერთიანებათა და მასობრივ ინფორმაციის საშუალებათა ფილიალების (წარმომადგენლობების) რეგისტრაციისა და უცხოეთის საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის (რწმუნების) წესის შესახებ.
2. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე და გამოქვეყნდეს პრესაში.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრი თ. სიგუა
დებულება
საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე უცხოეთის საზოგადოებრივ გაერთიანებათა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ფილიალების (წარმომადგენლობების) (რეგისტრაციისა და უცხოეთის საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის (რწმუნების) წესის შესახებ
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე უცხოეთის საზოგადოებრივი გაერთიანებათა და მასობრივი ინფორმაციის საშულებათა ფილიალების (წარმომადგენლობების) რეგისტრაციისა და უცხოეთის საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის (რწმუნების) წესს.
2. რეგისტრაციას ექვემდებარება უცხოეთის ყველა საზოგადოებრივი გაერთიანებისა და საინფორმაციო საშუალების ფილიალის (წარმომადგენლობა), რომელიც იქმნება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
აკრედიტაციის (რწმუნების) მიღება სავალდებულოა უცხოეთის საზოგადოებრივ გაერთიანებათა ყველა წარმომადგენლისათვის.
3. უცხოეთის საზოგადოებრივ გაერთიანებათა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ფილიალებს (წარმომადგენლობებს), მათ წარმომადგენლების ეკრძალებათ საქმიანობა, რაიმე სახის გარიგების ან ხელშეკრულების დადება რეგისტრაციამდე და აკრედიტაციამდე და აკრედიტაციამდე (რწმუნების მიღებამდე).
4. უცხოეთის საზოგადოებრივ გაერთიანებათა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ფილიალების (წარმომადგენლობების) რეგისტრაცია და უცხოეთის საზოგადოებრივი გაერთიანების წარმომადგენელთა აკრედიტაცია (რწმუნება) ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში.
5. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე უცხოეთის საზოგადოებრივ გაერთიანებათა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ფილიალების (წარმომადგენლობების) რეგისტრაცია ხდება მისი დამფუძნებლის წერილობითი განცხადების (მომართვის) საფუძველზე, იმავე წესით ხდება უცხოეთის საზოგადოებრივ გაერთიანებათა წარმომადგენლების აკრედიტაცია (რწმუნება).
6. განცხადებას (მომართვას) რეგისტრაციის შესახებ თან ერთვის:
- საზოგადოებრივი გაერთიანებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების დამფუძნებლის გადაწყვეტილება ფილიალის (წარმომადგენლობის) შექმნის ან წარმომადგენლობის აკრედიტაციის (რწმუნების) შესახებ;
- დამფუძნებლის წესდება (საზოგადოებრივი გაერთიანების წარმომადგენლის აკრედიტაციის (რწმუნების) დროს წესდების წარდგენა არ ხდება);
- ცნობა დამფუძნებლის ადგილმდებარეობის შესახებ;
- სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის ქვითარი;
- გადაწყვეტილება ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელის, აკრედიტებული (რწმუნების მქონე) წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ.
7. გადაწყვეტილება რეგისტრაციაში გატარების, აკრედიტაციის (რწმუნების) ან რეგისტრაციაზე, აკრედიტაციაზე (რწმუნებაზე) უარის თქმის შესახებ მიღებული უნდა იქნეს ყველა საჭირო დოკუმენტის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
რეგისტრაციაზე, აკრედიტაციაზე (რწმუნებაზე) უარის თქმა ან მისი შეჩერება შეუძლებელია, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება საქართველოს რესპუბლიკის მოქმედ კანონმდებლობას.
რეგისტრაციაში გატარებაზე, აკრედიტაციაზე (რწმუნებაზე) უარის თქმის შესახებ განმცხადებელს ეცნობება არა უგვიანეს 5 დღის ვადაში.
საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს უარი რეგისტრაციაზე და აკრედიტაციაზე (რწმუნებაზე) განმცხადებელს შეუძლია გაასაჩივროს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში, რომელიც განიხილავს საქმეს განსაკუთრებული წარმოების წესით 15 დღის ვადაში.
8. რეგისტრირებულ ფილიალზე (წარმომადგენლობაზე) გაიცემა რეგისტრაციის მოწმობა, რომლის საფუძველზეც საბანკო დაწესებულებაში შეიძლება ანგარიშის გახსნა.
აკრედიტებულ (რწმუნებულ) წარმომადგენელზე გაიცემა მოწმობა აკრედიტაციის (რწმუნების) შესახებ.
9. საზოგადოებრივი გაერთიანებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების ფილიალის (წარმომადგენლობის) სარეგისტრაციო მოსაკრებელი შეადგენს საშუალო მინიმალური ხელფასის ხუთმაგ ოდენობას.
აკრედიტაციისათვის (რწმუნებისათვის) მოსაკრებელი შეადგენს საშუალო მინიმალური ხელფასის სამმაგ ოდენობას.
შეღავათებით სარგებლობენ ინვალიდთა, ბავშვთა, ქალთა, საქველმოქმედო და სპორტული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების, აგრეთვე აღნიშნული სახის საზოგადოებრივი გაერთიანების ფილიალი (წარმომადგენლობა) და მათი წარმომადგენლები, რომლებიც სარეგისტრაციო მოსაკრებელს გადაიხდიან 50 პროცენტის ოდენობით.
წესდებასა და სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანისას სარეგისტრაციო მოსაკრებელი შეადგენს რეგისტრაციისათვის დაწესებული განაკვეთების 30 პროცენტს.
რეგისტრაციის, აკრედიტაციის (რწმუნების) მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში გაიცემა მოწმობის დუბლიკატი, რისთვისაც განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს სარეგისტრაციო მოსაკრებლის 10 პროცენტი.
სარეგისტრაციო, აკრედიტაციის (რწმუნების) მოსაკრებელი შეიტანება საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტში რეგისტრაციისა და აკრედიტაციის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10. რეგისტრაციაზე, აკრედიტაციაზე (რწმუნებაზე) უარის თქმის შემთხვევაში სარეგისტრაციო მოსაკრებელი სრული ოდენობით უბრუნდება განმცხადებელს.
11. უცხოეთის საზოგადოებრივი გაერთიანებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების ფილიალის (წარმომადგენლობის) ლიკვიდაციის ან აკრედიტებული (რწმუნებული) პირის გაწვევის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო აუქმებს სახელმწიფო რეგისტრაციას (რწმუნებას), რის შესახებაც ცნობა ქვეყნდება პრესაში გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.
12. საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო კვარტალში ერთხელ აქვეყნებს ოფიციალურ სახელმწიფო რეესტრს რეგისტრირებული, აკრედიტებული (რწმუნებული) და ლიკვიდირებული ფილიალის (წარმომადგენლობის) ან აკრედიტებული (რწმუნებული) პირის გაწვევის შესახებ.
13. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უცხოეთის საზოგადოებრივი გაერთიანებისა და მასობრივი ინფორმაციის საშულების ფილიალი (წარმომადგენლობა) ვალდებულია საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს წესდებაში ცვლილებათა შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის განმავლობაში.
წესდების ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დამტკიცების შესახებ.