ა) სამინისტროს ნორმალური  ფუნქციონირებისთვის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სატენდერო დოკუმენტაციისა და სახელმწიფო შესყიდვებისათვის სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადებასა და შესყიდვების პროცედურების განხორციელებას;
გ) ტენდერების ორგანიზების მიზნით, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას, შესყიდვების მახასიათებლების და სავარაუდო ფასების დადგენას, ფასთა მონიტორინგის ჩატარებას, შერჩევის დასაბუთებას, სატენდერო დოკუმენტაციის პროექტების მომზადებას;
დ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების აღრიცხვას, მათ რეგისტრაციას, სისტემატიზაციასა და არქივის წარმოებას;
ე) ხელშეკრულებების ანალიზს, საინფორმაციო ბაზების შექმნას, ანალიზს;
ვ) სახელშეკრულებო პირობების შესრულებაზე კონტროლისა და მონოტორინგის განხორციელებაში მონაწილეობას;
ზ) ხელშეკრულებით დადგენილი მიწოდების ვადების დარღვევის, ვადაგადაცილების შემთხვევაში მინისტრისათვის/კურატორი მოადგილისთვის სათანადო ინფორმაციის დროულ მიწოდებას;
თ) სამინისტროს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში ჯანსაღი კონკურენციისა და საჯაროობის უზრუნველყოფას;
ი) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან ანგარიშგების დროულ განხორციელებას;
კ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ერთეულებთან ერთად სამინისტროს  პროგრამების მომზადებაში ჩართულობას;
ლ) სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება