ა) შეიმუშავებს სამინისტროს ბიუჯეტის პროექტს;
ბ) სამინისტროს პროგრამების შემუშავებისას ახორციელებს შესაბამის ფინანსურ გაანგარიშებებს;
გ) შეიმუშავებს სამინისტროს სამოქმედო გეგმას, უზრუნველყოფს სამოქმედო გეგმის თვეების, კვარტალებისა და კალენდარული წლების მიხედვით განწერას;
დ) ახორციელებს საბიუჯეტო სახსრების, აგრეთვე სპეციალური პროგრამების ფინანსურ მართვას, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებას;
ე) განიხილავს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ბიუჯეტის პროექტებს;
ვ) ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან შემოსული საფინანსო ანგარიშგების დოკუმენტაციის შემოწმებას;
ზ) ამზადებს დასკვნას სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მათთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული სახელმწიფო ქონების განკარგვის თაობაზე თანხმობის ან უარის თქმის შესახებ;
თ) შეიმუშავებს წინადადებებს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ;
ი) ამზადებს სამინისტროს მმართველობაში არსებული საბიუჯეტო დაწესებულებების ღონისძიებებისა და პროგრამებისათვის განსაზღვრული წლიური ასიგნებების კვარტალურ განწერას;
კ) ამზადებს სამინისტროსა და მის მმართველობაში არსებული დაწესებულებების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ყოველკვარტალურ ანგარიშებს და წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს;
ლ) სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებასთან შეთანხმებით ამზადებს ხარჯთა ნუსხასა და მასთან დაკავშირებულ გაანგარიშებებს;
მ) იხილავს განყოფილების კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებსა და წერილებს;
ნ) ახორციელებს საქართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობითა და სამინისტროს დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 22.09.2025
მუხლი 9. ფინანსური დაგეგმვის განყოფილება:
თავი III — დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, საჯარო მოსამსახურეები და დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 11. 1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი
- მუხლი 4. დეპარტამენტი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურ
- მუხლი 5. დეპარტამენტი:
- მუხლი 6. დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
- მუხლი 7. 1. დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ კომპეტენციათა შესრულების მიზნით დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ახორციელებენ:
- მუხლი 8. 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი
- მუხლი 10. სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს:
- მუხლი 11. 1. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების ფუნქციები და ამოცანებია:
- მუხლი 12. 1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი
- მუხლი 4. დეპარტამენტი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტური
- მუხლი 5. 1. იურიდიული დეპარტამენტი სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სამართლებრივი დავების მიმართულებით:
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 9, №01-04/3, 22.09.2025, სარეგისტრაციო კოდი 010320020.33.058.016180 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6627925/muxli-9-3/