„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ენერგიის შემნახველი და მწვანე წყალბადის აირის განვითარების პროექტი)“

მიღების თარიღი 03.05.2025
ძალაში შესვლა 23.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №ერთეული
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016832 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 22/09/2025
3,915 სიტყვა · ~20 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.05.2025 მიღება
23.07.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ბათუმი-სარფის გზის პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 97% 06.10.2025 „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროექტი თანაბარი განვითარებისთვის)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 97% 10.12.2021 „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 96% 17.11.2023 „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 4)“ სესხის თანხების გამოყოფა და გამოთხოვა (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 4) 95% 26.10.2015 „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 26.10.2015

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ენერგიის შემნახველი და მწვანე წყალბადის აირის განვითარების პროექტი)“ „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ენერგიის შემნახველი და მწვანე წყალბადის აირის განვითარების პროექტი)“ სესხის ნომერი 4590-GEO საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დათარიღებული  2025 წლის 3 მაისით GEO 54448 სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) სასესხო შეთანხმება დათარიღებული 2025 წლის 3 მაისით საქართველოსა („მსესხებელი“) და აზიის განვითარების ბანკს („ADB“) შორის. შეთანხმების თანახმად, (A) მსესხებელმა ADB-ს განაცხადით მიმართა წინამდებარე სასესხო შეთანხმების დანართ 1-ში მითითებული პროექტის მიზნებისთვის; (B) ADB თანახმაა მსესხებელს სესხი მისცეს ADB-ის ჩვეულებრივი რესურსებიდან იმ ვადებით და პირობებით, რომლებიც მითითებულია წინამდებარე დოკუმენტში და პროექტის ხელშეკრულებაში (როგორც ეს ქვემოთ არის განსაზღვრული), რომელიც გაფორმდა ADB-სა და GSE-ს შორის; ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე: მუხლი I სესხის რეგულაციები; განმარტებანი პუნქტი 1.01. ADB-ის 2022 წლის 1 იანვრით დათარიღებული ჩვეულებრივი ოპერაციების სესხის რეგულირების (შემდგომში „სესხის რეგულაციები“) ყველა დებულება შეესაბამება წინამდებარე სასესხო შეთანხმებას იმავე ძალითა და ეფექტით, როგორც წინამდებარე დოკუმენტით არის განსაზღვრული, თუმცა ქვემოთ ჩამოთვლილი ცვლილებების გათვალისწინებით: (a) პუნქტი 2.01 (rr) უნდა იქნეს ამოღებული და მომზადდეს შემდეგი რედაქციით: „საპროექტო ხელშეკრულება“ ნიშნავს, საპროექტო ხელშეკრულებას [აქ მითითებული თარიღის შესაბამისად], რომელიც გაფორმდა ADB-სა და GSE-ს შორის, და რომელშიც პერიოდულად შეიძლება შევიდეს ცვლილებები; და ასეთი საპროექტო ხელშეკრულება მოიცავს საპროექტო ხელშეკრულების ყველა განრიგს. (b) ტერმინი „პროექტის განმახორციელებელი სააგენტო“, რომელიც გვხვდება სესხის რეგულაციებში პუნქტები 7.01(a)(i), 9.01(d), 9.01(f), 9.01(k), 10.01(c) და 10.02(c) უნდა შეიცვალოს ტერმინით „სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“. პუნქტი 1.02. წინამდებარე სასესხო შეთანხმებაში გამოყენებულ რამდენიმე ტერმინს, რომელიც განსაზღვრულია სესხის რეგულაციებით, ექნება შემდეგი მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ განმარტებაში ცვლილება არ შევა წინამდებარე შეთანხმებით ან თუ შინაარსი არ მოითხოვს სხვაგვარად. წინამდებარე სასესხო შეთანხმებაში დამატებით გამოყენებულ ტერმინებს ექნება შემდეგი მნიშვნელობა: (a) „EMP“ – ნიშნავს გარემოს მართვის გეგმას, რომელიც მომზადებულია ქვეპროექტისთვის, მათ შორის ნებისმიერ განახლებას, რომელიც წარმოადგენს IEE-ს ნაწილს; (b) „GSE“ ნიშნავს „სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“; (c) „IEE“ ნიშნავს პროექტის საწყის გარემოს შემოწმებას, მათ შორის, მის ნებისმიერ განახლებას, რომელიც მომზადდა და წარდგენილი იქნა მსესხებლის მიერ პროექტის განმახორციელებელი სააგენტოს მეშვეობით და დადასტურდა ADB-ის მიერ; (d) „სესხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელო“ ნიშნავს ADB-ის სესხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოს (2022 წელი, და მისი პერიოდული შესწორებები); (e) „MOESD“ ნიშნავს მსესხებლის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს; (f) „PAM“  – ნიშნავს 2025 წლის 7 მარტით დათარიღებულ პროექტის ადმინისტრირების სახელმძღვანელოს, რომელიც წინასწარ შეთანხმდა მსესხებელსა და ADB-ს შორის, და დაექვემდებარება პერიოდულ განახლებას მსესხებლის და ADB-ის მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული პროცედურების შესაბამისად; (g) „შესყიდვის გეგმა“ – ნიშნავს 2025 წლის 7 მარტით დათარიღებულ  პროექტის შესყიდვის გეგმას, რომელიც წინასწარ შეთანხმდა მსესხებელს და ADB-ს შორის, და განახლდება შესყიდვის პოლიტიკის, შესყიდვის რეგულაციების, და ADB-სთან შეთანხმებული სხვა პირობების საფუძველზე; (h) „შესყიდვის პოლიტიკა“  – ნიშნავს ADB-ს შესყიდვის პოლიტიკას- საქონლის, სამუშაოს, არა-საკონსულტაციო და საკონსულტაციო მომსახურებებს (2017, პერიოდულად ექვემდებარება შესწორებას); (i) „შესყიდვის რეგულაციები“  – ნიშნავს ADB-ს მიერ მსესხებლებისთვის დადგენილ შესყიდვის რეგულაციებს – საქონლის, სამუშაოს, არასაკონსულტაციო და საკონსულტაციო მომსახურებებს (2017, პერიოდულად ექვემდებარება შესწორებას); (j) „პროექტის აღმასრულებელი სააგენტო“ წინამდებარე სასესხო რეგულაციების მიზნებისა და მნიშვნელობისთვის გულისხმობს MOESD-ს, ან მის სამართალმემკვიდრეს, რომელიც მისაღებია ADB-სთვის, და რომელიც პასუხისმგებელია პროექტის განხორციელებაზე და შესრულებაზე; (k) „პროექტის ნაგებობები“ ნიშნავს ნაგებობებს, რომლებიც უნდა აშენდეს ან სხვაგვარად მომზადდეს პროექტის ფარგლებში, მათ შორის, ყველა ის ნაგებობა, რომელიც პროექტის ფარგლებში ექვემდებარება გეგმიურ ან პერიოდულ ტექნიკურ მომსახურებას; (l) „პროექტის განმახორციელებელი სააგენტო“ ნიშნავს GSE-ს, ან მის სამართალმემკვიდრეს, რომელიც მისაღებია ADB-სთვის, და რომელიც პასუხისმგებელია პროექტის განხორციელებაზე და შესრულებაზე; (m) „უსაფრთხოების მონიტორინგის ანგარიში“ ნიშნავს თითოეულ ანგარიშს, რომელიც მომზადდება და მსესხებლის მიერ პროექტის განმახორციელებელი სააგენტოს მეშვეობით, წარედგინება ADB-ს, და რომელიც აღწერს EMP და SDDR დანერგვას და შესაბამისობას, მათ შორის ნებისმიერ მაკორექტირებელ და პრევენციულ მოქმედებას; (n) „SDDR“ – ნიშნავს სოციალური ვალდებულის ანგარიშს, რომელიც მზადდება ქვეპროექტისთვის, მათ შორის ნებისმიერ მის განახლებას, რომელიც მომზადდება და წარდგენილი იქნება მსესხებლის მიერ პროექტის განმახორციელებელი სააგენტოს მეშვეობით, და დადასტურდება ADB-ს მიერ; (o) „SPS“ – ნიშნავს ADB-ს უსაფრთხოების პოლიტიკის დებულებას (2009); (p) „თანხის გადაცემის ხელშეკრულება“ ნიშნავს ხელშეკრულებას, რომელიც მითითებულია წინამდებარე სასესხო შეთანხმების პუნქტ 3.01(a), მსესხებელს, MOESD-ს და GSE შორის, რის საფუძველზეც მსესხებელმა ხელმისაწვდომი უნდა გახადოს სესხის სახით მიღებული თანხა GSE-სთვის; და (q) „სამუშაოები“ – ნიშნავს მშენებლობას ან სამოქალაქო სამუშაოებს, რომლებიც განსაზღვრულია შესყიდვის გეგმით და ფინანსდება სესხის საშუალებით, მათ შორის, არასაკონსულტაციო მომსახურებებს, და პროექტთან დაკავშირებულ მომსახურებებს, რომლებიც ხორციელდება ერთი პასუხისმგებლობის ან სამშენებლო ხელშეკრულების ფარგლებში. მუხლი II სესხი პუნქტი 2.01. (a) ADB თანახმაა მმისი ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსიდან მსესხებელს ასესხოს თანხა ოთხმოცდაჩვიდმეტი მილიონ რვაას სამოცდაცამეტი ათასი (97,873,000.00) ევროს ოდენობით. აღნიშნული თანხა პერიოდულად შეიძლება დაკონვერტირდეს წინამდებარე სასესხო შეთანხმების პუნქტი 2.06 დებულებების შესაბამისად. (b) სესხის გადახდის ვადა განისაზღვრება 20 წლით, ხოლო საშეღავათო პერიოდი განსაზღვრულია წინამდებარე პუნქტის (c) ქვეპუნქტში. (c) ტერმინი „საშეღავათო პერიოდი“, როგორც ეს ქვეპუნქტ (b)-ში არის განსაზღვრული, ნიშნავს გადახდის პირველ დღეს, რომელიც განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების დანართ 2-ში მოცემული ამორტიზაციის გრაფიკით. პუნქტი 2.02. მსესხებელი ADB-ს გადაუხდის სესხის ძირითადი თანხის პროცენტს, რომელიც გამოითვლება და პერიოდულად შესწორდება თითოეული საპროცენტო პერიოდის შესაბამისად, რომელიც უდრის შემდეგს: (a) Euribor;  (b) 0.60%, როგორც ეს სესხის რეგულაციების პუნქტი 3.02-ით არის განსაზღვრული, 0.10%-ის გამოკლებით როგორც, ეს სესხის რეგულაციების პუნქტი 3.03-ით არის განსაზღვრული; და (c) ვადიანობის პრემია 0.20%, როგორც ეს სესხის რეგულაციების პუნქტი 3.03-ით არის განსაზღვრული. პუნქტი 2.03. მსესხებელმა უნდა გადაიხადოს ვალდებულების გადასახდელი წელიწადში 0.15%-ის ოდენობით. აღნიშნული გადასახადი გავრცელდება სესხის სრულ ოდენობაზე (დროთა განმავლობაში თანხის კლების შესაბამისად), და გადახდა დაიწყება წინამდებარე შეთანხმების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში.                                 პუნქტი 2.04. პროცენტი და აღნიშნულ სესხთან დაკავშირებული სხვა გადასახადების გადახდა მოხდება ნახევარ წელიწადში ერთხელ ყოველი წლის 15 მარტს და 15 სექტემბერს. პუნქტი 2.05. მსესხებელმა უნდა დაფაროს სესხის ძირი თანხა, რომლის გატანაც ხდება სესხის ანგარიშიდან  წინამდებარე შეთანხმების დანართ 2-ში მითითებული დებულებების შესაბამისად. პუნქტი 2.06. (a) მსესხებელს შეუძლია სესხის მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს სესხის კონვერტაციის ქვემოთ ჩამოთვლილი პირობების გამოყენება, რათა სიფრთხილით მოხდეს სესხის მართვა: (i) სესხის ვალუტის ჩანაცვლება დადასტურებული ვალუტით სესხის ძირითადი თანხის მთლიანი ან გარკვეული ნაწილისთვის, მიუხედავად იმისა, თანხა გატანილი და/ან ვადაგადაცილებულია თუ არა; (ii) ძირითადი თანხის გახარჯული და ვადაგადაცილებული სრული ან გარკვეული ნაწილისთვის საპროცენტო განაკვეთის საფუძვლის ცვალებადი ტარიფის ფიქსირებული ტარიფით ჩანაცვლება ან პირიქით; და (iii) სესხის ძირითადი თანხის გახარჯული და ვადაგადაცილებული სრული ან გარკვეული ნაწილისთვის ცვალებადი ტარიფის ზღვარის განსაზღვრა ცვალებადი საპროცენტო განკვეთისთვის მაქსიმალური ზღვარის დაწესებით. (b) ქვეპუნქტი (a) შესაბამისად მოთხოვნილი კონვერტაცია, რომელიც მიღებული იქნება ADB-ის მიერ მიჩნეული იქნება „კონვერტაციად“, როგორც ეს სესხის რეგულაციების პუნქტი 2.01(e)-ით არის განსაზღვრული და იმოქმედებს სესხის რეგულაციების და კონვერტაციის სახელმძღვანელოს მუხლი V პირობების შესაბამისად. მუხლი III სესხის სახსრების გამოყენება პუნქტი 3.01. (a) მსესხებელმა თანხის გადაცემის ხელშეკრულების შესაბამისად, ხელმისაწვდომი უნდა გახადოს სესხის სახით მიღებული თანხა პროექტის განმახორციელებელი სააგენტოსთვის იმ წესებითა და პირობებით, რომლებიც დამაკმაყოფილებელი იქნება ADB-სთვის. (b) მსესხებელი სესხის სახსრებს გამოიყენებს მხოლოდ პროექტის ხარჯების დაფინანსებისთვის, როგორც ეს წინამდებარე სასესხო შეთანხმებით და საპროექტო ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. პუნქტი 3.02. სესხის სახსრები გამოიყოფა და განაღდდება წინამდებარე შეთანხმების განრიგი 3-ის შესაბამისად, ასევე დანართში პერიოდულად შეტანილი ცვლილების შესაბამისად, რაც შეთანხმდება მსესხებელს და ADB-ს შორის. პუნქტი 3.03. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი შეთანხმება იქნება მიღწეული ADB-სთან, მსესხებელმა უნდა შეიძინოს ან ხელი შეუწყოს იმ პროდუქციის შეძენას, რომლისთვისაც სახსრები გამოყოფილი იქნება სესხიდან. აღნიშნული შესყიდვა უნდა განხორციელდეს წინამდებარე სასესხო შეთანხმების დანართ 4-ში მოცემული დებულებების შესაბამისად. პუნქტი 3.04. სესხის რეგულაციების პუნქტი 9.02 მიზნებისთვის სესხის დასრულების თარიღი იქნება 2029 წლის 30 ივნისი, ან ნებისმიერი სხვა დღე, რომელიც შეიძლება პერიოდულად შეიცვალოს და განისაზღვროს მსესხებელსა და ADB-ს შორის შეთანხმების საფუძველზე.  მუხლი IV განსაკუთრებული დებულებები პუნქტი 4.01. პროექტისა და პროექტთან დაკავშირებული საქმიანობის გახორციელების პროცესში მსესხებელმა უნდა შეასრულოს ან უზრუნველყოს წინამდებარე სასესხო შეთანხმების მე-4 დანართში მოცემული ყველა ვალდებულების შესრულება. პუნქტი 4.02. ADB, პროექტის წლიური აუდიტის ფინანსურ მონაცემებს და აუდიტორის მოსაზრებას გამოაქვეყნებს ADB-ის ვებგვერდზე ADB-ის მიერ მონაცემების მისაღებობის დადასტურებიდან 14 დღის ვადაში. პუნქტი 4.03. მსესხებელი პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს მეშვეობით უზრუნველყოფს, რომ პროექტის განმახორციელებელი სააგენტოს მხრიდან საშუალება მიეცეს ADB-ის წარმომადგენლებს ჩაატარონ პროექტის, სამუშაოების და ნებისმიერი ჩანაწერების და დოკუმენტების ინსპექტირება. პუნქტი 4.04. მსესხებელმა უნდა განახორციელოს ყველა მოქმედება, რომელიც აუცილებელი იქნება პროექტის აღმასრულებელი და განმახორციელებელი სააგენტოების მიერ საპროექტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. ასევე, არ უნდა განახორციელოს ან არ უნდა დაუშვას ისეთი მოქმედებების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუშლის აღნიშნული ვალდებულებების შესრულებას. პუნქტი 4.05. (a) მსესხებელმა თანხის გადაცემის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები უნდა გამოიყენოს მსესხებელს და ADB-ის ინტერესების დაცვით და შეასრულოს სესხის მიზნები. (b) დაუშვებელია თანხის გადაცემის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების ან ვალდებულებების გადაცემა, შესწორება, ამოღება ან უარის თქმა ADB-ის წინასწარი თანხმობის გარეშე. მუხლი V ძალაში შესვლა პუნქტი 5.01. სესხის რეგულაციების პუნქტი 10.04-ის მიზნებისთვის წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი თარიღიდან 60 დღის შემდეგ. მუხლი VI სხვა დებულებები პუნქტი 6.01. სესხის რეგულაციების პუნქტი 12.02 მიზნებისთვის, მსესხებლის ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს მსესხებლის წარმომადგენელს. პუნქტი 6.02. სესხის რეგულაციების პუნქტი 12.01 მიზნებისთვის გამოყენებული იქნება ქვემოთ მოცემული მისამართები: მსესხებელისთვის ფინანსთა სამინისტრო ვ. გორგასლის 16, 0114 თბილისი, საქართველო ელექტრონული ფოსტა: publicdebt@mof.ge ADB - სთვის აზიის განვითარების ბანკი 6 ADB Avenue Mandaluyong City 1550 Metro მანილა ფილიპინები ფაქსის ნომერი: (632) 8636-2444 ზემოთ ხსენებულის დასტურად, მხარეები, რომლებიც მოქმედებენ მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების საშუალებით, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას ზემოთ ხსენებულ დღესა და წელს, და ეს შეთანხმება გადაეგზავნება ADB-ის ოფისს. საქართველო ________________________________ ლაშა ხუციშვილი მინისტრი ფინანსთა სამინისტრო აზიის განვითარების ბანკი ________________________________ ლესლი ბეარმან ლამი ქვეყნის დირექტორი საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა განრიგი 1 პროექტის აღწერილობა 1. პროექტის მიზანი არის მსესხებლის ტერიტორიაზე ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება. 2. პროექტი შედგება: (a) სტიქიური უბედურებების და კლიმატმედეგი ენერგიის შემნახველი სისტემის (BESS) მოწყობა, რომელიც განხორციელდება შემდეგი ნაბიჯებით: (i) მსესხებლის ქსნის ქვესადგურის ტერიტორიაზე 200 მეგავატი („200 MW”)/ 200 მეგავატი საათი (MWH) BESS-ის დამონტაჟება; (ii) BESS-ის ოპეტაციების პრაქტიკული სწავლება და ტექნიკური ცოდნის გადაცემა GSE-სთვის; და (iii) პარტნიორობის ჩამოყალიბება მინიმუმ ორ უნივერსიტეტთან და /ან ტექნიკურ-პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ტრენინგინსტიტუტებთან, განსაკუთრებული აქცენტით ქალების ჩართულობაზე მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) მიმართულებით; და (b)  პოლიტიკის და მარეგულირებელი ჩარჩოს დამტკიცება, BESS-ის მდგრადი განვითარებისათვის და GSE-ის შესაძლებლობის გაძლიერებისთვის პროექტის განხორციელების პროცესში შემდეგი მეთოდების გამოყენებით: (i) კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა, რათა BESS განისაზღვროს ელექტროენერგიის შემნახველ მოწყობილობად  და მისცეს უფლება GSE-ს, რომ ფლობდეს და ოპერირებდეს BESS (ii) სემინარების ჩატარება, რომლებიც ორიენტირებული იქნება ქალ მეწარმეებზე და სტრატ-აპებზე, რათა წახალისდეს ქალების მონაწილეობა ენერგოსექტორში  და გაძლიერდეს სტიმულირების პოლიტიკასა და რეგულაციების შესახებ მათი ცოდნა. 3. აღნიშნული პროექტის დასრულება მოსალოდნელია 2028 წლის 31 დეკემბრისთვის. განრიგი 2 ამორტიზაციის გრაფიკი 1. ქვემოთ მოცემული ცხრილი ასახავს სესხის ძირითადი თანხის გადახდის თარიღებს და გადახდის დღის გადასახდელ ძირითადი თანხის პროცენტულ მაჩვენებელს (გადახდის წილი). თუ გადახდის პირველი დღისთვის სრულად იქნება გახარჯული სესხის ფარგლებში ხელმისაწვდომი სახსრები, მაშინ მსესხებლის მიერ გადახდის თითოეულ დღეს გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება ADB-ს მიერ შემდეგის გამრავლებით: (a) გადახდის პირველი დღისთვის გამოყენებული და გადასახდელი თანხის ჯამური ოდენობა; (b) თითოეული გადახდის დღისთვის გადასახდელ წილზე გამრავლებით- გადასახდელი ოდენობა შეიცვლება საჭიროების შესაბამისად და გამოაკლდება ნებისმიერი ის თანხა, რომელიც მითითებულია ამ განრიგის მე - 4 პუნქტში, რომელსაც შეეხება ვალუტის კონვერტაცია. გადახდის თარიღი გადახდის წილი [(გამოსახული %)] 15 სექტემბერი 2030 2.500000 15 მარტი 2031 2.500000 15 სექტემბერი 2031 2.500000 15 მარტი 2032 2.500000 15 სექტემბერი 2032 2.500000 15 მარტი 2033 2.500000 15 სექტემბერი 2033 2.500000 15 მარტი 2034 2.500000 15 სექტემბერი 2034 2.500000 15 მარტი 2035 2.500000 15 სექტემბერი 2035 2.500000 15 მარტი 2036 2.500000 15 სექტემბერი 2036 2.500000 15 მარტი 2037 2.500000 15 სექტემბერი 2037 2.500000 15 მარტი 2038 2.500000 15 სექტემბერი 2038 2.500000 15 მარტი 2039 2.500000 15 სექტემბერი 2039 2.500000 15 მარტი 2040 2.500000 15 სექტემბერი 2040 2.500000 15 მარტი 2041 2.500000 15 სექტემბერი 2041 2.500000 15 მარტი 2042 2.500000 15 სექტემბერი 2042 2.500000 15 მარტი 2043 2.500000 15 სექტემბერი 2043 2.500000 15 მარტი 2044 2.500000 15 სექტემბერი 2044 2.500000 15 მარტი 2045 2.500000 15 სექტემბერი 2045 2.500000 15 მარტი 2046 2.500000 15 სექტემბერი 2046 2.500000 15 მარტი 2047 2.500000 15 სექტემბერი 2047 2.500000 15 მარტი 2048 2.500000 15 სექტემბერი 2048 2.500000 15 მარტი 2049 2.500000 15 სექტემბერი 2049 2.500000 15 მარტი 2050 2.500000 მთლიანობაში 100.000000 2. თუ გადახდის პირველი დღისთვის სესხის სახსრები არ იქნება სრულად ჩამორიცხული, მაშინ მსესხებლის მიერ გადახდის თითოეული დღისთვის გადასახდელი თანხა განისაზღვრება შემდეგნაირად: (a) თუ გადახდის პირველი დღისთვის განაღდებულია სესხის ნებისმიერი ოდენობა, მაშინ მსესხებელი გადაიხდის გამოყენებულ თანხას და გადახდის დღის გადასახდელ თანხას, რომელიც გათვალისწინებულია განრიგი 1-ით; და (b)  გადახდის პირველი დღის შემდეგ განხორციელებული ნებისმიერი გამოთხოვილი თანხის დაბრუნება უნდა მოხდეს ძირითადი თანხის ასეთი გამოთხოვის დღიდან დაწყებული ADB-ის მიერ განსაზღვრული ოდენობით, ასეთი გამოთხოვილი თანხის ნაწილზე გამრავლებით, რომლის რიცხობრივი გამოსახულება განისაზღვრება გადახდის თავდაპირველი წილით, როგორც მოცემულია ამ განრიგის პუნქტ 1-ში აღნიშნული ძირითადი გადახდის თარიღისთვის (თავდაპირველი გადახდის წილი) და რომელიც ძირითადი გადახდის თარიღიდან ან ასეთი თარიღის შემდეგ დარჩენილი თავდაპირველი წილის ჯამის სახით იქნება გამოხატული, ასეთი გადასახდელი თანხა შეიცვლება საჭიროების შესაბამისად, რათა შეამციროს ნებისმიერი თანხა, რაც მოცემულია ამ განრიგის მე-4 პუნქტში, რომელიც შეეხება ვალუტის კონვერსიას. 3. გადახდის ნებისმიერ თარიღამდე 2 კალენდარული თვით ადრე განხორცილებები, ნებისმიერი განაღდება უშუალოდ გადასახდელი თანხის დაანგარიშების მიზნით, მიიჩნევა გადახდის მეორე დღისთვის გამოყენებულ თანხად და გადახდას დაექვემდებარება გამოყენების დღის მომდევნო გადახდის დღეს. 4. წინამდებარე განრიგის პირველ და მე-2 პუნქტებში მოცემული დებულებების მიუხედავად, მთლიანი ან  ნაწილობრივ გამოყენებული თანხის დამტკიცებული ვალუტაში კონვერტაციის შემთხვევაში, კონვერტირებული თანხა, რომელიც ექვემდებარება გადახდას კონვერტაციის პერიოდში განისაზღვრება ADB-ს მიერ ორიდან ერთ-ერთი მეთოდით: (a) გაცვლითი კურსით, რომელიც ასახავს ძირ თანხას დამტკიცებულ ვალუტაში, რომლის გადახდაც უნდა მოხდეს ვალუტის ჰეჯირების ტრანზაქციის ფარგლებში, რომელიც უკავშირდება კონვერტაციას; ან (b) თუ ADB გადაწყვეტს კონვერტაციის სახელმძღვანელოების ფარგლებში, სახელმძღვანელო ტარიფის გაცვლის კომპონენტის შესაბამისად. 5. თუ მოხდება გამოყენებული თანხის ერთზე მეტ სასესხო ვალუტაში დენომინირება, მაშინ წინამდებარე განრიგის დებულებები გამოყენებული იქნება ცალ-ცალკე, სესხის თითოეული დენომინირებული ვალუტისთვის, რათა თითოეული ასეთი თანხისთვის განისაზღვროს ცალკე ამორტიზაციის გრაფიკი. განრიგი 3 სესხის სახსრების გამოყოფა და ჩამორიცხვა ზოგადი 1. ქვემოთ მოცემული ცხრილი განსაზღვრავს ხარჯების კატეგორიებს, რომლებიც დაფინანსდება სესხით გათვალისწინებული სახსრების გამოყენებით და იმ სახსრებს, რომლებიც გათვალისწინებულია თითოეული კატეგორიისთვის („ცხრილი”). (წინამდებარე განრიგში სიტყვა „კატეგორია“ მიუთითებს ცხრილში მოცემულ კატეგორიაზე). სესხის ანგარიშიდან ჩამორიცხვის საფუძველი 2. თუ სხვაგვარად არ მოხდება შეთანხმება ADB-სთან, სესხის სახსრები გამოყოფილი უნდა იქნეს და განაწილდეს ხარჯებისთვის, და თითოეული ჩამორიცხვის საბაზისო პროცენტული ოდენობა განისაზღვრება ქვემოთ მოცემული ცხრილით. გადანაწილება 3. მიუხედავად სესხის სახსრების განაწილების და პროცენტული მაჩვენებლებისა, რომლებიც მოცემულია ცხრილში ქვემოთ, (a) თუ ნებისმიერი კატეგორიისთვის გამოყოფილი თანხა არ იქნება საკმარისი კატეგორიისთვის განსაზღვრული ყველა ხარჯის დასაფარად, მაშინ ADB-მ შეიძლება მსესხებლის შეტყობინების საფუძველზე: (i) ხელახლა გადაანაწილოს იმ კატეგორიის სესხის ის თანხები, რომლებიც უკვე გამოყოფილია სხვა კატეგორიისთვის, მაგრამ ADB-ს პოზიციით სხვა ხარჯების დასაფარად აღარ არის საჭირო, იმ მოცულობით, რამდენიც საჭიროა სავარაუდო დეფიციტის შესავსებად;  და (ii) თუ თანხის გადანაწილება საკმარისი არ იქნება ხარვეზის გამოსასწორებლად, შეამციროს განაღდების პროცენტი, რომელიც განსაზღვრულია აღნიშნული ხარჯისთვის, რათა დაიფაროს კონკრეტული კატეგორიისთვის დადგენილი ხარჯები; და (b) თუ, ნებისმიერი კატეგორიისთვის გათვალისწინებული სესხის სახსრები აღემატება კატეგორიისთვის განსაზღვრულ დადგენილ ხარჯებს, მაშინ ADB მსესხებლის შეტყობინების საფუძველზე შესაძლოა გადაანაწილოს თანხა ნებისმიერი სხვა კატეგორიიდან კონკრეტულ კატეგორიაზე.  ჩამორიცხვის პროცედურები 4. თუ ADB-სთან სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული, სასესხო ანგარიშიდან სესხის თანხების ჩამორიცხვა განხორციელდება სესხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოში მოცემული დებულებების  შესაბამისად. რეტროაქტიური დაფინანსება 5. სასესხო ანგარიშიდან თანხის გატანა შეიძლება მოხდეს პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ხარჯების დასაფარად ძალაში შესვლის თარიღამდე, მაგრამ არა წინამდებარე შეთანხმების თარიღამდე 12 თვეზე უფრო ადრე, საკონსულტაციო მომსახურებებთან და პროექტის მართვასთან დაკავშირებით და მხოლოდ სასესხო თანხის მაქსიმუმ 20% ეკვივალენტის ოდენობით. სესხის ანგარიშიდან თანხის ჩამორიცხვის წინაპირობა 6. მიუხედავად სასესხო შეთანხმების სხვა დებულებებისა, პროექტის სესხის ანგარიშიდან თანხის ჩამორიცხვა არ განხორციელდება, სანამ თანხის გადაცემის ხელშეკრულება არ იქნება სათანადოდ უფლებამოსილებით შესრულებული და გადაცემული მსესხებლის სახელით და სანამ იგი არ გახდება სამართლებრივად სავალდებულო, როგორც მსესხებლისთვის, ასევე პროექტის განმახორციელებელი სააგენტოსთვის, მისი პირობების შესაბამისად განრიგი 3-ის დანართი ცხრილი სესხის სახსრების გამოყოფა და განაღდება ნომერი ერთეული ADB დაფინანსებისთვის გამოყოფილი ჯამური ოდენობა (ევრო) სესხის ანგარიშიდან განაღდების საფუძველი კატეგორია 1 სამუშაოები (ხელშეკრულება ენერგიის შენახვის სისტემისთვის) 97,873,000,00 მოთხოვნილი* ხარჯის 100% ჯამი 97,873,000,00 *   მსესხებლის ტერიტორიაზე დადგენილი გადასახადების და სხვა გადასახდელების გამოკლებით. განრიგი 4 პროექტის განხორციელება; ფინანსური საკითხები განხორციელების პირობები 1. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს ან ხელი შეუწყოს პროექტის აღმასრულებელი და/ან განმახორციელებელი სააგენტოების მიერ პროექტის PAM-ით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად განხორციელებას. PAM-ის ნებისმიერი მომდევნო ცვლილება ძალაში შევა მსგავსი ცვლილების პროექტის განმახორციელებელი სააგენტოს და ADB-ის მიერ დამტკიცების შემდეგ. PAM-სა და წინამდებარე შეთანხმებას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სასესხო შეთანხმებას.      შესყიდვა 2. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს ან ხელი უშეუწყოს პროექტის აღმასრულებელ და/ან განმახორციელებელ სააგენტოებს რათა უზრუნველყონ: (a) სამუშაოების შესყიდვა შესყიდვის პოლიტიკისა და შესყიდვის რეგულაციების შესაბამისად განხორციელდეს; (b) სამუშაოების შესყიდვა ეფუძნებოდეს წინასწარ მომზადებულ შესყიდვის გეგმას, მათ შორის შესყიდვისა და შერჩევის მეთოდებს, სატენდერო დოკუმენტების სახეობას და ADB-ის მიერ განხილვის მოთხოვნების გათვალისწინებას. მსესხებელს, პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს მეშვეობით, შეუძლია მხოლოდ ADB-სთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ცვლილებები შეიტანოს შესყიდვის გეგმაში და აღნიშნული ცვლილებები უნდა აისახოს განახლებულ შესყიდვის გეგმაში; და (c) (i) ყველა შესყიდული სამუშაო (მათ შორის, ყველა კომპიუტერული პროგრამა, ტექნიკა და სისტემები) არ უნდა არღვევდეს ან საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ნებისმიერ ინდუსტრიულ საკუთრებას ან ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, ან მესამე მხარის სხვა უფლებებს; და (ii) საქონლის, სამუშაოების და მომსახურებების ყველა ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს შესაბამის წარმომადგენლობას, გარანტიებს და შესაბამისობის შემთხვევაში კონტრაქტორის, მომწოდებლის, კონსულტანტის ან მომსახურების მომწოდებლის გარანტიებს, რომლებიც შეეხება წინამდებარე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 3. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს ან ხელი უნდა შეუწყოს პროექტის აღმასრულებელ და/ან განმახო-ის გათვალისწინებით, და იმ პირობით, რომ წინასწარი პროექტი გაეგზავნება და დადასტურდება ADB-ის მიერ, თუ: (a) ხელშეკრულება შეეხება „პროექტირებას და მოწყობას“ ან „დასრულებულ პროდუქტს“, ასეთ შემთხვევაში კი სამუშაოები უნდა დასრულდეს IEE-ის განახლებამდე, რათა აისახოს პროექტის საბოლოო დიზაინი; და (b) ხელშეკრულება ცალსახად მიუთითებს, რომ სამუშაოების დაწყება არ მოხდება: (i) სამუშაოების საბოლოო პროექტის ამსახველი IEE-ის არ წარედგინება და არ დადასტურდება ADB-ის მიერ. 4. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს ან ხელი შეუწყოს პროექტის აღმასრულებელ და/ან განმახორციელებელ სააგენტოებს რათა უზრუნველყონ, რომ არ გაფორმდეს სამუშაოების ისეთი ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს იძულებითი განსახლების ზემოქმედებას, ვიდრე პროექტის დეტალურ გეგმაზე დაყრდნობით არ დამტკიცდება, ADB-ს არ წარედგინება და ამ უკანასკნელის მიერ მიღებული არ იქნება SDDR, თუ: (a) ხელშეკრულება შეეხება „პროექტირებას და მოწყობას“ ან „დასრულებულ პროდუქტს“, ასეთ შემთხვევაში კი სამუშაოები უნდა დასრულდეს SDDR მომზადებამდე; და (b) ხელშეკრულება ცალსახად მიუთითებს, რომ მონტაჟის და მშენებლობის ფაზა (და ამ ფაზების დაწყება) დამოკიდებულია: (i) ADB-სთვის სამუშაოების წარდგენის და დადასტურების საფუძველზე მომზადებულ საბოლოო SDDR დაყრდნობით; და (ii) მსესხებელი პროექტის განმახორციელებელი სააგენტოს დახმარებით, SDDR ანგარიშით, წერილობით აცნობებს ADB-სა და კონტრაქტორს, რომ კონსულტაციები ჩატარდა, ყველა აუცილებელი ფიზიკური და/ან ეკონომიკური განსახლება დასრულებულია, კომპენსაცია და სხვა ვალდებულებები SDDR შესაბამისად დაფარულია პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ პირებთან მიმართებით. გარემო 5. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, ან ხელი უშეუწყოს პროექტის აღმასრულებელ და/ან განმახორციელებელ სააგენტოებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს  თითოეული ქვეპროექტის და ქვე-პროექტის ნაგებობების მიერ  მომზადების, დაპროექტების, მშენებლობის, დანერგვის ოპერირების და დასრულების დროს ჩამოთვლილ მოთხოვნებთან შესაბამისობა: (a) მსესხებლის გარემოსთან, ჯანდაცვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა კანონის და რეგულაციის დაკმაყოფილება; (b) გარემოს უსაფრთხოება; და (c) ყველა იმ ზომის და მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომელიც განსაზღვრულია EARF, IEE, EMP, და ნებისმიერი მაკორექტირებელი ან პრევენციული ზომით, რომელიც ასახულია უსაფრთხოების მონიტორინგის ანგარიშში. იძულებითი განსახლება და მკვიდრი მოსახლეობა 6. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს ან ხელი შეუწყოს პროექტის აღმასრულებელ და/ან განმახორციელებელ სააგენტოებ, რათა უზრუნველყონ პროექტის ისე განხორციელება, რომ საჭირო არ გახდეს იძულებითი განსახლების გამოყენება, ან ზემოქმედება მკვიდრ მოსახლეობაზე. აღნიშნული უნდა განხორციელდეს SPS გათვალისწინებით. თუ პროექტს თან ახლავს ასეთი ზემოქმედება, მაშინ მსესხებელმა უნდა მიიღოს ყველა ზომა, უზრუნველყოს პროექტის აღმასრულებელი და/ან განმახორციელებელი სააგენტოების მიერ ყველა ისეთი ზომის მიღება, რომელიც განაპირობებს პროექტის მსესხებლის შესაბამის კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან, ასევე SPS შესაბამისობას. ადამიანური და ფინანსური რესურსების უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებისთვის 7. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს ან ხელი შეუწყოს პროექტის აღმასრულებელ და/ან განმახორციელებელ სააგენტოებს, რათა უზრუნველყონ აუცილებელი საბიუჯეტო და ადამიანური რესურსების გამოყოფა, რათა შესრულდეს EMP და SDDR. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დებულებები სავალდებულო დოკუმენტებში და სამუშაოების ხელშეკრულებებში 8. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს ან ხელი შეუწყოს პროექტის აღმასრულებელ და/ან განმახორციელებელ სააგენტოებს რათა უზრუნველყონ სამუშაოებთან დაკავშირებული სავალდებულო დოკუმენტების და ხელშეკრულებების დადების დროს კონტრაქტებში შემდეგი დებულებების შეტანას: (a) კონტრაქტორი უნდა დაემორჩილოს შესაბამისი ქვეპროექტის IEE, EMP, და SDDR-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (თუ სამშენებლო სამუშაოების დროს ზეგავლენის ქვეშ ექცევა ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მოსახლეობა), და ნებისმიერ მაკორექტირებელ ან პრევენციულ ზომას, რომელიც განსაზღვრულია უსაფრთხოების მონიტორინგის ანგარიშში; (b) გამოყოს ბიუჯეტი ყველა მსგავსი გარემოს და სოციალური ზომებისთვის;  (c) მსესხებელს წერილობით აცნობოს ნებისმიერ მოულოდნელ გარემოსდაცვით, განსახლებასთან ან ადგილობრივ მოსახლეობასთან დაკავშირებულ რისკებზე ან ზემოქმედებაზე, რომელიც წარმოიშობა ქვეპროექტის მშენებლობის, დანერგვის ან ექსპლუატაციის დროს, და რომელიც გათვალისწინებული არ ყოფილა შესაბამისი ქვეპროექტის IEE, EMP, და SDDR დოკუმენტებით; (d) აღრიცხოს გზების, სასოფლო-სამეურნეო მიწების და სხვა ინფრასტრუქტურის მდგომარეობა მასალების ტრანსპორტირების და მშენებლობის პროცესის დაწყებამდე; და (e)  დაუბრუნოს  გასასვლელებს, სხვა ადგილობრივ ინფრასტრუქტურას, და სასოფლო-სამეურნეო მიწებს სულ მცირე ის მდგომარეობა, რომლებშიც ისინი იმყოფებოდა პროექტის მშენებლობის დასრულებამდე. უსაფრთხოების მონიტორინგი და ანგარიშგება 9. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს ან ხელი შეუწყოს პროექტის აღმასრულებელი და/ან განმახორციელებელი სააგენტოების მიერ შემდეგი მოქმედებების განხორიცელებას: (a) ADB-ს უნდა წარედგინოს უსაფრთხოების მონიტორინგის ნახევარწლიანი ანგარიში და დროულად, ანგარიშის წარდგენისას გადაეცეს შესაბამისი ინფორმაცია ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ პირებზე; და (b) თუ პროექტის მშენებლობის, დანერგვის ან ოპერირების დროს წარმოიქმნება მოულოდნელი გარემოსდაცვითი და/ან სოციალური რისკი და ზემოქმედება, რომელიც გათვალისწინებული არ ყოფილა IEE, EMP და SDDR-ით, მაშინ ამის შესახებ დროულად უნდა ეცნობს ADB-ს და მიეწოდოს მოვლენის დეტალური აღწერილობა შემოთავაზებულ მაკორექტირებელ მოქმედებათა გეგმასთან ერთად; და (c) EMP და SDDR-ით გათვალისწინებული რეალური ან სავარაუდო დარღვევის შემთხვევა დროულად უნდა დაფიქსირდეს. აკრძალული ინვესტიციების ნუსხა 10. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს ან ხელი უშეუწყოს პროექტის აღმასრულებელ და/ან განმახორციელებელ სააგენტოებს, რათა უზრუნველყონ,  რომ არ მოხდეს სესხის სახსრების გამოყენება იმ აქტივობების დაფინანსებისთვის, რომლებიც გაწერილია SPS-ს დანართ 5-ში. შრომის სტანდარტები, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება 11. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს ან ხელი უშეუწყოს პროექტის აღმასრულებელ და/ან განმახორციელებელ სააგენტოებს, რათა უზრუნველყონ, პროექტის განხორციელებისას შრომის ძირითადი სტანდარტების და მსესხებლის შესაბამისი კანონმდებლობის დაცვა. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს ან ხელი შეუწყოს პროექტის აღმასრულებელ და/ან განმახორციელებელ სააგენტოებს რათა უზრუნველყონ, სავალდებულო დოკუმენტებში და ADB-ს მიერ დაფინანსებულ პროექტების ხელშეკრულებებში სხვა პირობებთან ერთად შემდეგი: (a) უნდა დაემორჩილოს მსესხებლის შრომის კანონმდებლობას და გაითვალისწინოს შორის უსაფრთოხების ნომერი; (b) დაუშვებელია ბავშვთა შრომის გამოყენება; (c) არ უნდა მოხდეს დასაქმებულების დისკრიმინაცია მათი დასაქმების და საქმიანობის საფუძველზე; (d) არ უნდა იქნეს გამოყენებული იძულებითი შრომა; (e) დასაქმებულებს უნდა ჰქონდეთ გაერთიანების თავისუფლება და კოლექტიური მოლაპარაკების უფლება; და (f) უნდა მოხდეს შესაბამისი მომსახურების პროვაიდერების ჩართვა, რათა გავრცელდეს სქესობრივად გადამდებ დაავადებებთან, მათ შორის, აივ ინფექციასთან/შიდსთან დაკავშირებული ინფორმაცია და ეს ინფორმაცია მიეწოდოს იმ თანამშრომლებს, რომლებიც ჩართული იქნებიან პროექტის განხორციელებაში, ასევე ადგილობრივი თემების წარმომადგენლების, განსაკუთრებით კი ქალების, რომლებიც პროექტის სიახლოვეს ცხოვრობენ.  12. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს ან ხელი უშეუწყოს პროექტის აღმასრულებელ და/ან განმახორციელებელ სააგენტოებს, რათა უზრუნველყონ, რომ მკაცრად გაკონტროლდეს წინამდებარე  მე-11 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება და რეგულარულად მიწოდება ADB-სთვის. გენდერი და განვითარება 13.  მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, ან ხელი უნდა შეუწყოს პროექტის აღმასრულებელ და/ან განმახორციელებელ სააგენტოებს რათა უზრუნველყონ, რომ პროექტის დანერგვის დროს გათვალისწინებულ იქნეს გენდერული თანასწორობის და საპროექტო ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ქალებისთვის სარგებლის მინიჭების პრინციპები. ეს მოიცავს: (a) თანაბარი სამუშაოსთვის ქალების და მამაკაცების თანაბარ ანაზღაურებას და (b) სამუშაო პირობებს ქალი დასაქმებულებისთვის. მხარდაჭერა 14. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე იმ ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების ხელმისაწვდომობა, რომლებიც აუცილებელია პროექტის დანერგვისთვის. დამატებით, მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტის განმახორციელებელი სააგენტოსთვის საკმარისი სახსრების ხელმისაწვდომობა, რათა დაკმაყოფილდეს ნებისმიერი სამუშაო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. ფინანსური მართვა 15. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტის განმახორციელებელი სააგენტოს მიერ ფინანსური მართვის გეგმის დანერგვა, განახორციელოს ყველა მოქმედება და დაიცვას ვადები, რომლებიც PAM-ით არის დადგენილი. 16. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ADB-ის მოთხოვნის შემთხვევაში, პროექტის განმახორციელებელი სააგენტო ADB-ის მიაწვდის პროექტის შუალედურ ფინანსურ დოკუმენტებს, რომლებიც არ არის შემოწმებული აუდიტის მიერ. აღნიშნული დოკუმენტები უნდა მოიცავდეს დაგეგმილ რეალურ და ცვალებად ხარჯებს (მიმდინარე და კუმულაციური ხარჯები). ფინანსური დებულებები 17. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის განმახორციელებელმა სააგენტომ უზრუნველყოს სესხის მოცულობის თანაფარდობა არ აღემატებოდეს 70:30 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, და ყოველი მომდევნო ფინანსური წლისთვის. 18. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის განმახორციელებელმა სააგენტომ უზრუნველყოს სესხის მომსახურების თანაფარდობა 2025 წლის 31 დეკემბრისთვის და ყოველ ფინანსურ წელს იყოს არანაკლებ 1.0. 19. მე-17 და მე-18 პუნქტების მიზნებისთვის, a. ტერმინი „აქტივი“ ნიშნავს მთლიან კაპიტალს, მიღებულ მოგებას და პროექტის განმახორციელებელი სააგენტოს რეზერვებს, რომლებიც არ არის გამოყოფილი კონკრეტული ვალდებულებების დასაფარად; b. ტერმინი „ვალი“ ნიშნავს პროექტის განმახორციელებელი სააგენტოს მიერ დაგროვილ ვალს, მაგრამ არ ეხება თანხას, რომლის დაფარვაც უნდა მოხდეს იმ თარიღიდან ერთი წლის ვადაში, რომლისთვისაც დადგინდა ეს თანაფარდობა. c. ტერმინი „ვალის მომსახურების დაფარვის კოეფიციენტი“ ნიშნავს ოპერაციებიდან მიღებული ნაღდი ნაკადების თანაფარდობას შესაბამისი ფინანსური წლის განმავლობაში ვალის მომსახურებისთვის საჭირო თანხებიდან იმავე პერიოდში ყველა ვალდებულებაზე. ოპერაციული დებულებები 20. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს ან ხელი შეუწყოს პროექტის აღმასრულებელ და/ან განმახორციელებელ სააგენტოებს, რათა უზრუნველყონ: a. პროექტის განახორციელება დიზაინის მახასიათებლების და მშენებლობის ნორმების დაცვით; და b. მშენებლობის ზედამხედველობის განახორციელება, ხარისხის კონტროლი და ხელშეკრულების მართვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 21. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს ან ხელი შეუწყოს პროექტის აღმასრულებელ და/ან განმახორციელებელ სააგენტოებს, რათა უზრუნველყონ, რომ: a. სამშენებლო მოედანზე და მის სიახლოვეს დაამონტაჟოს შესაბამისი უსაფრთხოების ნიშნები, და აღნიშნული ძალისხმევა გაგრძელდეს მშენებლობის მიმდინარეობისას და მის საბოლოოდ დასრულებამდე; და b. ადეკვატური საბიუჯეტო და სხვა რესურსები გამოყოფილი იყოს, რათა დროულად მოხდეს BESS ოპერირება და ტექნიკური მომსახურება, და/ან პროექტის ფარგლებში მოვლა. 22. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს ან ხელი  შეუწყოს პროექტის აღმასრულებელ და/ან განმახორციელებელ სააგენტოებს, რათა უზრუნველყონ, რომ ADB-ის წერილობითი დასტური მიიღონ შემდეგი მოქმედებების განხორციელებამდე ექვსი თვით ადრე: (i) პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ნებისმიერი აქტივის, ნაგებობის ან სტრუქტურის საკუთრების ცვლილება; და (ii) პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ნებისმიერი აქტივის, ნაგებობის ან სტრუქტურის  გაყიდვის, გადაცემის ან ინტერესის ან კონტროლის გასხვისება. მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ პროექტის აღმასრულებელმა სააგენტოებმა და პროექტის განმახორციელებელმა სააგენტოებმა ნებისმიერი ასეთი ცვლილება განახორციელონ სამართლებრივი და გამჭვირვალე ფორმით. მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 23. მსესხებელი, პროექტის აღმასრულებელი სააგენტო და პროექტის განმახორციელებელი სააგენტო (a) დაიცავენ ADB-ის კორუფციის საწინააღმდეგო პოლიტიკას (1998, და მისი შესწორებები), და აცნობიერებენ, რომ ADB იტოვებს უფლებას, უშუალოდ, ან მისი აგენტების დახმარებით გამოიძიოს სავარუდო კორუფციის, თაღლითობის შემთხვევა, პროექტთან მიმართებით და (b) ითანამშრომლოს ასეთ გამოძიებასთან და მიიღოს ყველა აუცილებელი დახმარება ასეთი გამოძიების დამაკმაყოფილებლად დასრულებისთვის. 24. მსესხებელი, პროექტის აღმასრულებელი სააგენტო და პროექტის განმახორციელებელი სააგენტო უზრუნველყოფენ ADB-სთვის მისაღები ანტიკორუფციული დებულებების ყველა სავალდებულო დოკუმენტში და ხელშეკრულებაში შეტანას, მათ შორის, ისეთი დებულებების დამატებას, რომელიც კონკრეტულად მიუთითებს ADB-ის უფლებაზე, ჩაატაროს სააგენტოების და კონტრაქტორების, მომწოდებლების, კონსულტანტების და მომსახურების მიმწოდებლების იმ ჩანაწერების და ანგარიშების აუდიტი, რომლებიც უკავშირდება პროექტს.