მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.09.2025
გამომცემი ორგანო მარნეულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.159.016612 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 23/09/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.09.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ახმეტის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცდების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ „მცხეთის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2025 წლის 22 სექტემბერი
ქ. მარნეული
მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური
საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
მარნეულის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისო კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, შეიქმნას მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს მარნეულის მინიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება თანდართული რედაქციით (დანართი თან ერთვის).
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივლისის №12 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30/07/2025, 010250050.35.159.016606).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავემარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე
დანართი
მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისო კომისიასთან (შემდგომში
– უწყებათაშორისო კომისია) კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს“ (შემდგომში
– საბჭო).
2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, „ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ,“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის №42 დადგენილების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. საბჭოს საქმიანობის წესი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო
„მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო“ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მარნეულის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა უფლების დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად.
მუხლი 3🔗. საბჭოს ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებები
1. საბჭოს ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) უწყებათაშორისო კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა:
ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში ქალთა და ბავშვთა უფლებების უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და უწყებათაშორისო კომისიისათვის წარდგენა;
გ) ქალთა და ბავშვთა უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;
დ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ე) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება საკრებულოსა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირებისათვის წარსადგენად, გადაწყვეტილების მიღება საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე;
ვ) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება და წელიწადში ერთხელ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის წარდგენა.
2. საბჭოს უფლებამოსილებებია:
ა) ქალთა და ბავშვთა უფლებების საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობა დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციისა და სხვა მასთან დაკავშირებული ინფორმაციის განხილვა, კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
გ) მარნეულის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტის წარდგენა;
დ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების, დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევაж
ე) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებაю
მუხლი 4🔗. საბჭოს სტრუქტურა და შემადგენლობა
1. საბჭოს თავმჯდომარეა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
2. საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება 19 წევრით. საბჭოს შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
3. საბჭო შედგება: საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს მდივნის, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების, საკრებულოს ფრაქციებიდან თითო წარმომადგენლის, საკრებულოს აპარატის წარმომადგენლის, მუნიციპალიტეტის მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეების, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის წარმომადგენლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვა წევრებისგან. ასევე საბჭოს წევრად შესაძლებელია განისაზღვროს ადგილობრივი, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი.
4. საბჭოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეწყდება:
ა) საბჭოდან გასვლის შესახებ პირადი, წერილობითი განცხადების საფუძველზე;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში;
გ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან/და გავიდა კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების ვადა;
დ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა;
ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში საბჭოს სამუშაო პროცესში მონაწილეობის მიუღებლობა;
ვ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღრული ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის ცვლილების შემთხვევაში;
ზ) გარდაცვალების შემთხვევაში.
5. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობის ფორმებს, საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 5🔗. საბჭოს სხდომა
1. საბჭოს სხდომას, 3 თვეში ერთხელ მაინც, იწვევს საბჭოს თავმჯდომარე.
2. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ან/და საბჭოს წევრთა 1/3-ის წერილობითი განცხადებით.
3. საბჭოს სხდომაზე გასატანი საკითხების მომზადებას კოორდინაციას უწევს და საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ადგენს საბჭოს მდივანი, რომელიც თანამდებობრივად არის მუნიციპალიტეტის ქალთა უფლებების დაცვის საკითხებში მომუშავე საჯარო მოსამსახურე.
4. საბჭოს სხდომებს უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც განსაზღვრავს სხდომის მოწვევის თარიღსა და დროს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს.
5. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ახორციელებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
6. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
7. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს.
8. საბჭოს სხდომა ღია და საჯაროა, საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გამოქვეყნდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც.
9. სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება აქვს მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამ მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციამ სხდომის დაწყებამდე 2 დღით ადრე, წერილობით უნდა მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს და გამოყოს ერთი წარმომადგენელი საბჭოს სხდომის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.
10. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის უფლება აქვს სხდომაში მონაწილე ყველა პირს. ყველა წარდგენილი წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება სხდომის ოქმში.
11. საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებები, სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები, სხდომის ოქმის შედგენიდან 3 დღის ვადაში ეგზავნება მუნიციპალიტეტის ორგანოებს და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებული არიან მიღებიდან ერთ თვის ვადაში განიხილონ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები, წინადადებები და რეკომენდაციები, მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ წერილობით აცნობონ საბჭოს.
12. საბჭოს თითოეულ წევრს სხდომაზე კენჭისყრის დროს აქვს ერთი ხმის უფლება.
13. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
14. საბჭოს სხდომების ორგანიზებასა და საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი.
15. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.
16. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
საბჭოს საქმიანობაში ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და საბჭოს მდივანი.