ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული ორი გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბადრი ჭინჭარაულის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 23.09.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №455
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.017020
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/09/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.09.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, დაბა წყნეთში, დიმიტრი ამილახვარის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ოთარ ოძელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №580 ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ქოშიგორაზე, ნიკო ჭავჭავაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის საქართველოს ეროვნული გმირის დიმიტრი ჩრდილელის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ვასიკო და ნუკრი წიკლაურების სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კაკლიანის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის კობა მირზაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელას მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის საქართველოს სახალხო არტისტის, მოცეკვავის ომარ მხეიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული ორი გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბადრი ჭინჭარაულის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №455
2025 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული ორი გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბადრი ჭინჭარაულის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. გლდანის რაიონში ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის – ბადრი ჭინჭარაულის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. გლდანის რაიონში ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის – ბადრი ჭინჭარაულის I გასასვლელის სახელი. თანდართული, რუკის თანახმად.
3. გლდანის რაიონში ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის – ბადრი ჭინჭარაულის II გასასვლელის სახელი. თანდართული რუკის თანახმად.
4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
5. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე