ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდში მერაბ კოსტავასა და რევაზ ლაღიძის ქუჩების კვეთაზე მდებარე პარკის სახელდების თაობაზე
მიღების თარიღი 23.09.2025
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №63
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.105.016044
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/09/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.09.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდში რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის შესახვევისთვის ლეოპოლდ ძაძამიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელას მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის საქართველოს სახალხო არტისტის, მოცეკვავის ომარ მხეიძის სახელის მინიჭების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის ცენტრალური ქუჩისთვის საქართველოს
ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოძისში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ დაბა ფასანაურსა და სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდში მერაბ კოსტავასა და რევაზ ლაღიძის ქუჩების კვეთაზე მდებარე პარკის სახელდების თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №63
2025 წლის 23 სექტემბერი
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდში მერაბ კოსტავასა და რევაზ ლაღიძის ქუჩების კვეთაზე მდებარე პარკის სახელდების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის პირველი ივნისის №239 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ პუნქტის და მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2025 წლის 6 მარტის №24-2425065111 მომართვის და რეგიონალური განვითარების სამინისტროს 2025 წლის 16 სექტემბრის MRD №01/1352 წერილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდის მერაბ კოსტავასა და რევაზ ლაღიძის ქუჩების კვეთაზე მდებარე პარკს ეწოდოს „საქართველოს ეროვნულ გმირთა პარკი“, (ორთოფოტო თან ერთვის).
2. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუქების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).
4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ.ზუგდიდი, რ.ლაღიძის ქუჩა №12).
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ ჩანგელია