📋

ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 29.09.2025
მოქმედების პერიოდი 29.09.2025 — 26.12.2025
გამომცემი ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №51/ნ
კონსოლიდირებული ვერსიები (3)
29.09.2025
26.12.2025
28.01.2026
ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №51/ნ 2025 წლის 26 სექტემბერი ქ. თბილისი ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 5​9 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:  მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს თანდართული „ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი  სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესი“. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 აპრილის №04/ნ ბრძანება. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დირექტორი ბაკურ მიქაძე