📋

მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ ტერიტორიაზე სააგარაკე საცხოვრებელი უბნის მშენებლობისათვის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 01.10.2025
მოქმედების პერიოდი 01.10.2025 — 27.11.2025
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
01.10.2025
27.11.2025
მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ ტერიტორიაზე სააგარაკე საცხოვრებელი უბნის მშენებლობისათვის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №20 2025 წლის 30 სექტემბერი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ ტერიტორიაზე სააგარაკე საცხოვრებელი უბნის მშენებლობისათვის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის  „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული  „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი  გეგმების  შემუშავების  წესის“  მე-2  მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის,  მე-3 მუხლის  მე-6 პუნქტის,  მე-16 მუხლის პირველი პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტისა  და  მე-19  მუხლის  მე-3  პუნქტის  საფუძველზე,  მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ ტერიტორიაზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე – (ს/კ  72.06.10.140.267) სააგარაკე საცხოვრებელი უბნის მშენებლობისათვის განაშენიანების დეტალური გეგმა დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ელოშვილი