პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის განმარტების წესისა და ფორმის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.10.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №101
სარეგისტრაციო კოდი 100030010.22.034.017630 3
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 02/10/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.10.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის შესაბამის დაწესებულებაში მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ საერთაშორისო დაცვის შესახებ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის შემთხვევაში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის განმარტების წესისა და ფორმის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №101–№1115
2025 წლის 2 ოქტომბერი
ქ. თბილისი
პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის განმარტების წესისა და ფორმის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-10 პუნქტისა და პენიტენციური კოდექსის 411 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებთ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის განმარტებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძესაქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია
პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის განმარტებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ – პენიტენციური დაწესებულება) მყოფი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტითა და პენიტენციური კოდექსის 41
1 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის განმარტების, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა (შემდგომ – სამინისტრო) და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესს (შემდგომ – წესი).
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 3🔗. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის განმარტება
1. უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს/მსჯავრდებულს (გარდა განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, აგრეთვე ოჯახური დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირისა) პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილი თანამდებობის პირი წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, №1 დანართის შესაბამისად განუმარტავს (აწვდის ინფორმაციას):
ა) სასჯელის მოხდის შემდეგ ან სასჯელის მოხდისგან ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლების შემდეგ საქართველოდან მისი შესაძლო გაძევების შესახებ;
ბ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებისა და ამ უფლების რეალიზების ვადის შესახებ;
გ) სამინისტროს მიერ საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებული/მსჯავრდებული ხელმოწერით ადასტურებს. ამ ოქმის დედანი 3 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, ხოლო მისი ასლი გადაეცემა უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს/მსჯავრდებულს.
მუხლი 4🔗. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა
1. უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვა მოითხოვოს პენიტენციურ დაწესებულებაში თავის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე, ხოლო შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატის მეშვეობით − აგრეთვე სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთაშორისო დაცვა მოთხოვნილი უნდა იქნეს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ინფორმაციის მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მიერ აღნიშნული ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში სამინისტრო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
3. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საერთაშორისო დაცვის პირადად მოთხოვნის შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულება მის განცხადებას არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა უგზავნის სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს.
4. სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მოთხოვნის შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამდებობის პირისთვის/პირებისთვის უზრუნველყოფს იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა, აგრეთვე თავშესაფრის მაძიებლის, დოკუმენტების, მათ შორის, სამგზავრო დოკუმენტის (მისი არსებობის შემთხვევაში), ასლების გაგზავნას.
5. თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ანკეტირების ან/და გასაუბრების განხორციელების მიზნით პენიტენციური დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებაში სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამდებობის პირის/პირების უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან, თავშესაფრის მაძიებელთან ან იმ უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა, შეხვედრის ორგანიზებას.
6. თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ანკეტირების ან/და გასაუბრების შესაბამისი მასალების სიზუსტის უზრუნველსაყოფად ანკეტირება ან/და გასაუბრება ფიქსირდება ხმის ჩამწერ მოწყობილობაზე. სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამდებობის პირს უფლება აქვს პენიტენციური დაწესებულებაში შეიტანოს ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რის თაობაზეც, წინასწარ წერილობით ეცნობება შესაბამის პენიტენციურ სამსახურს.
მუხლი 5🔗. ინფორმაციის მიწოდება
1. პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომელი სასჯელის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 2 კვირისა, ხოლო სხვა საფუძვლით გათავისუფლებისას – გათავისუფლებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს აცნობებს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა, აგრეთვე თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის, გათავისუფლების თარიღს.
2. პენიტენციური დაწესებულება სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს აწვდის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა, აგრეთვე თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, დაქტილოსკოპიურ მონაცემებს.