წყლის ობიექტისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ
მიღების თარიღი 22.10.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-652
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016942 217
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 23/10/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.10.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- შიდა წყალსატევისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 19.08.2011
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ აკვაკულტურის შესახებ წყლის რესურსების მართვის შესახებ უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში თევზჭერასა და თევზჭერასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების ავტორიზაციის რეესტრის წარმოების წესისა და ავტორიზაციის რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
წყლის ობიექტისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-652
2025 წლის 22 ოქტომბერი
ქ. თბილისი
წყლის ობიექტისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ
„თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით დამტკიცებული წესის 71 მუხლის მე-3 პუნქტის „ა” ქვეპუნქტისა და „ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ივლისის №326 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ
:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს თანდართული „წყლის ობიექტისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესი“.
2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შიდა წყალსატევისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს №163 ბრძანება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი
დანართი
წყლის ობიექტისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. წყლის ობიექტისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმას (შემდგომში – მართვის გეგმა) შეიმუშავებს თევზჭერის ლიცენზიის (შემდგომში – ლიცენზია)/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის (შემდგომში – ნებართვა) მფლობელი.
2. მართვის გეგმის შემუშავების მიზანია შიდა წყალსატევებში თევზის და სხვა ჰიდრობიონტების მარაგის დაცვის, აღწარმოების, მდგრადი სარგებლობისა და მათი საბინადრო გარემოს გაუმჯობესების ღონისძიებების დასახვა.
3. მართვის გეგმა მუშავდება არანაკლებ 5-წლიანი პერიოდისათვის, ხოლო მისი ვადის გასვლის შემდეგ – ახალი გეგმა ლიცენზიის/ნებართვის დარჩენილი ვადის შესაბამისად.
4. ლიცენზიის/ნებართვის მფლობელი ვალდებულია განახორციელოს მართვის გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები. აკრძალულია მართვის გეგმით გაუთვალისწინებელი ღონისძიებების განხორციელება, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როგორიცაა: სტიქიური უბედურებები, ხანძრები ან დაავადებები და რომლებიც საჭიროებენ დაუყოვნებლივ რეაგირებას, რის თაობაზეც აღნიშნული გარემოებების დადგომისთანავე უნდა ეცნობოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – გარემოს ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო).
მუხლი 2🔗. მართვის გეგმის შინაარსი
1.მართვის გეგმა მოიცავს შემდეგ თავებს:
ა) ზოგადი ნაწილი: ლიცენზიით/ნებართვით განსაზღვრული ტერიტორიის ფიზიკურ-გეოგრაფიული და ბიო-ეკოლოგიური დახასიათება:
ა.ა) გეოგრაფიული მდებარეობა – წყალსატევის განთავსების ადგილი (თვითმმართველი ერთეულის დასახელება), უახლოესი დასახლებული პუნქტიდან დაშორება, გეოგრაფიული კოორდინატების მითითებით; აგრეთვე მყარი გეოგრაფიული ნიშნულები, რომელთა სიახლოვესაც მდებარეობს წყალსატევი;
ა.ბ) სხვა პირების მიერ წყალსატევის გამოყენების ფაქტების არსებობის შემთხვევებში – მათ მიერ წყალსატევის გამოყენების მიზნები;
ა.გ) წყლის ობიექტის ჰიდრობიოლოგიური მონაცემები, წყლის ობიექტში არსებული თევზისა და წყლის სხვა ორგანიზმთა სახეობები, მათ შორის, ენდემური, მიგრაციული, ინვაზიური, ინტროდუცირებული, საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები და მათი მდგომარეობის შეფასება, წყლის ობიექტის ზოგადი ეკოლოგიური შეფასება;
ა.დ) დასკვნა წყლის ობიექტის არსებული და ოპტიმალური თევზსამეურნეო ტევადობის შესახებ;
ა.ე) თევჭერის ობიექტების ნუსხა, მათი ეკოლოგიური დახასიათება, არსებული ოდენობები სახეობების მიხედვით;
ა.ვ) წყალსატევის დათევზიანების ღონისძიებები: თევზის სახეობები, რომელთა აღწარმოებაც არის დაგეგმილი შემდგომი რეწვის მიზნით, წყლის ობიექტში თევზის რესურსის აღწარმოების წლიური გეგმები თევზის აბორიგენი (დათევზიანების ნორმები ასაკების მიხედვით, საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებლები (სიგრძე, წონა), სასაქონლო კონდიცია (ასაკი, სიგრძე, წონა), თევზპროდუქტიულობა) და არააბორიგენი/კულტივირებული (დათევზიანების ნორმები ასაკების მიხედვით, საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებლები (სიგრძე, წონა), სასაქონლო კონდიცია (ასაკი, სიგრძე, წონა), თევზპროდუქტიულობა მონოკულტურაში, თევზპროდუქტიულობა პოლიკულტურაში) სახეობებისთვის;
ა.ზ) წყლის ობიექტში არსებული საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების პოპულაციების დაცვის, შენარჩუნებისა და აღწარმოების ღონისძიებები, აგრეთვე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი და გადამფრენი ფრინველების იმ სახეობების დაცვის ღონისძიებები, რომელთა საბინადრო (გამრავლების, დასვენების და სხვა) გარემოს წარმოადგენს წყალსატევი და მისი მიმდებარე ტერიტორია;
ა.თ) მონიტორინგის გეგმა და მეთოდები (მონიტორინგი მათ შორის უნდა წარმოებდეს თევზჭერის ობიექტებზე და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ სახეობებზე);
ა.ი) ინფორმაცია თევზჭერის იარაღების, მოწყობილობებისა და საცურაო საშუალებების შესახებ, კერძოდ: რა სახის თევზსაჭერი საშუალებები (ბადის სიგრძე, თვლის ზომა და ა.შ.) და ხერხები იქნება გამოყენებული თევზჭერისას სახეობების მიხედვით, მცურავი საშუალებების სახე, მონაცემები და ოდენობა;
ა.კ) საჭიროების შემთხვევაში ინვაზიური სახეობების ელიმინაციის ღონისძიებები;
ა.ლ) ინფორმაცია წყლის ობიექტის როგორც ფიზიკური, ასევე ეკოლოგიური დაცვის ღონისძიებების შესახებ, მათ შორის: ფიზიკური დაცვის ხერხები და სხვა, აგრეთვე წყლის ხარისხის შენარჩუნებისთვის (საჭიროებისას მისი აღდგენის) გეგმა და მეთოდები;
ბ) ინფრასტრუქტურის განვითარება.
2. გეგმას თან უნდა ახლდეს: ლიცენზიით/ნებართვით გათვალისწინებული ტერიტორიის დაზუსტებული აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირის მიერ, ამასთან, წარმოდგენილ უნდა იქნეს დაზუსტებული აზომვითი ნახაზის shp-ფაილი ელექტრონული ვერსია UTM კოორდინატთა სისტემაში.
მუხლი 3🔗. გეგმის დამტკიცების პროცედურა
1. სააგენტო, გეგმის დასამტკიცებლად წარდგენის დღიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვედზე გეგმის პროექტის განთავსებას.
2. გეგმის პროექტის ვებგვერდზე განთავსებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი არიან სააგენტოს წარუდგინონ გეგმასთან დაკავშირებული შენიშვნები და წინადადებები. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შენიშვნები და წინადადებები არ მიიღება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 5 კალენდარული დღის ვადაში სააგენტო იხილავს დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ შენიშვნებსა და წინადადებებს, რის შემდეგაც 5 კალენდარული დღის ვადაში აწყობს განხილვას დაინტერესებული და გეგმის შემმუშავებელი პირების მონაწილეობით.
4. სააგენტო მართვის გეგმას შენიშვნების გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამტკიცებს წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ან ამავე ვადაში შენიშვნებით უბრუნებს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელს, რომელიც ვალდებულია სამი თვის ვადაში სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მართვის გეგმა შენიშვნების გათვალისწინებით (აღნიშნულ შემთხვევაში მართვის გეგმის დამტკიცება გადის ამ მუხლით გათვალისწინებულ ყველა პროცედურას).
5. აუცილებლობის შემთხვევაში და სათანადო დასაბუთებით, შესაძლებელია მართვის გეგმაში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანა (მართვის გეგმაში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანა, ამ მუხლის პირველი მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი პროცედურების გავლას არ საჭიროებს). ამ პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებები სააგენტოს მიერ მართვის გეგმაში შეიტანება მათი დადგენილი წესით წარმოდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.