შიდა წყალსატევისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.08.2011 ძალადაკარგული 22.10.2025
ნომერი
№163
სარეგისტრაციო კოდი
360160000.22.025.016035
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110822008, 23/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №163

2011 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

შიდა წყალსატევისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ

„თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილების 71 მუხლის მე-3 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „შიდა წყალსატევისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესი.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ხეთაგური

 

დანართი

შიდა წყალსატევისა და თევსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. შიდა წყალსატევისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმას (შემდგომში – მართვის გეგმა) შეიმუშავებს თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი.

2. მართვის გეგმის შემუშავების მიზანია შიდა წყალსატევებში თევზის და სხვა ჰიდრობიონტების მარაგის დაცვის, აღწარმოების, მდგრადი სარგებლობისა და მათი საბინადრო გარემოს გაუმჯობესების ღონისძიებების დასახვა.

3. მართვის გეგმა მუშავდება არანაკლებ 5-წლიანი პერიოდისათვის, ხოლო მისი ვადის გასვლის შემდეგ – ახალი გეგმა ლიცენზიის დარჩენილი ვადის შესაბამისად.

4. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია განახორციელოს მართვის გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები. აკრძალულია მართვის გეგმით გაუთვალისწინებ ე ლი ღონისძიებების განხორციელება, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როგორიცაა სტიქიური უბედურებები, ხანძრები ან დაავადებები და რომლებიც საჭიროებენ დაუყოვნებლივ რეაგირებას, რის თაობაზეც აღნიშნული გარემოებების დადგომისთანავე უნდა ეცნობოს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო).

    მუხლი 2. მართვის გეგმის შინაარსი

1.მართვის გეგმა მოიცავს შემდეგ თავებს:

ა) ზოგადი ნაწილი: ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის ფიზიკურ-გეოგრაფიული და ბიო-ეკოლოგიური დახასიათება:

ა.ა) გეოგრაფიული მდებარეობა – წყალსატევის განთავსების ადგილი (თვითმმართველი ერთეულის დასახელება) , უახლოესი დასახლებული პუნქტიდან დაშორება , გეოგრაფიული კოორდინატების მითითებით; აგრეთვე მყარი გეოგრაფიული ნიშნულები, რომელთა სიახლოვესაც მდებარეობს წყალსატევი;

ა.ბ) სხვა პირების მიერ წყალსატევის გამოყენების ფაქტების არსებობის შემთხვევებში – მათ მიერ წყალსატევის გამოყენების მიზნები;

ა.გ) წყლის ობიექტის ჰიდრობიოლოგიური მონაცემები, წყლის ობიექტში არსებული თევზისა და წყლის სხვა ორგანიზმთა სახეობები, მათ შორის, ენდემური, მიგრაციული, ინვაზიური, ინტროდუცირებული, საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობები და მათი მდგომარეობის შეფასება, წყლის ობიექტის ზოგადი ეკოლოგ ი ური შეფასება;

ა.დ) დასკვნა წყლის ობიექტის არსებული და ოპტიმალური თევზსამეურნეო ტევადობის შესახებ;

ა.ე) თევჭერის ობიექტების ნუსხა, მათი ეკოლოგიური დახასიათება, არსებული ოდენობები სახეობების მიხედვით;

ა.ვ) წყალსატევის დათევზიანების ღონისძიებები: თევზის სახეობები, რომელთა აღწარმოებაც არის დაგეგმილი შემდგომი რეწვის მიზნით, წყლის ობიექტში თევზის რესურსის აღწარმოების წლიური გეგმები თევზის აბორიგენი (დათევზიანების ნორმები ასაკების მიხედვით, საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებლები (სიგრძე, წონა), სასაქონლო კონდიცია (ასაკი, სიგრძე, წონა), თევზპროდუქტიულობა) და არააბორიგენი/კულტივირებული (დათევზიანების ნორმები ასაკების მიხედვით, საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებლები (სიგრძე, წონა), სასაქონლო კონდიცია (ასაკი, სიგრძე, წონა), თევზპროდუქტიულობა მონოკულტურაში, თევზპროდუქტიულობა პოლიკულტურაში) სახეობებისთვის;

ა.ზ) წყლის ობიექტში არსებული საქართველოს „წითელ ნუსხაში” შეტანილი სახეობების პოპულაციების დაცვის, შენარჩუნებისა და აღწარმოები ს ღონისძიებები , აგრეთვე საქართველოს „წითელ ნუსხაში” შეტანილი და გადამფრენი ფრინველების იმ სახეობების დაცვის ღონისძიებები, რომელთა საბინადრო (გამრავლების, დასვენების და სხვა) გარემოს წარმოადგენს წყალსატევი და მისი მიმდებარე ტერიტორია;

ა.თ) მონიტორინგის გეგმა და მეთოდები (მონიტორინგი მათ შორის უნდა წარმოებდეს თევზჭერის ობიექტებზე და საქართველოს „წითელ ნუსხაში” შეტანილ სახეობებზე);

ა.ი ) ინფორმაცია თევზჭერის იარაღების, მოწყობილობებისა და საცურაო საშუალებების შესახებ, კერძოდ: რა სახის თევზსაჭერი საშუალებები (ბადის სიგრძე, თვლის ზომა და ა.შ.) და ხერხები იქნება გამოყენებული თევზჭერისას სახეობების მიხედვით, მცურავი საშუალებების სახე, მონაცემები და ოდენობა;

ა.კ ) საჭიროების შემთხვევაში ინვაზიური სახეობების ელიმინაციის ღონისძიებები;

ა.ლ ) ინფორმაცია წყლის ობიექტის როგორც ფიზიკური, ასევე ეკოლოგიური დაცვის ღონისძიებების შესახებ, მათ შორის: ფიზიკური დაცვის ხერხები და სხვა, აგრეთვე წყლის ხარისხის შენარჩუნებისთვის (საჭიროებისას მისი აღდგენის) გეგმა და მეთოდები .

ბ) ინფრასტრუქტურის განვითარება.

2. გეგმას თან უნდა ახლდეს: ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორიის დაზუსტებული აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირის მიერ, ამასთან, წარმოდგენილ უნდა იქნეს დაზუსტებული აზომვითი ნახაზის shp-ფაილი ელექტრონული ვერსია UTM კოორდინატთა სისტემაში.

    მუხლი 3. გეგმის დამტკიცების პროცედურა

1. სააგენტო, გეგმის დასამტკიცებლად წარდგენის დღიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვედზე გეგმის პროექტის განთავსებას.

2. გეგმის პროექტის ვებგვერდზე განთავსებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი არიან სააგენტოს წარუდგინონ გეგმასთან დაკავშირებული შენიშვნები და წინადადებები. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შენიშვნები და წინადადებები არ მიიღება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 5 კალენდარული დღის ვადაში სააგენტო იხილავს დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ შენიშვნებსა და წინადადებებს, რის შემდეგაც 5 კალენდარული დღის ვადაში აწყობს განხილვას დაინტერესებული და გეგმის შემმუშავებელი პირების მონაწილეობით.

4. სააგენტო მართვის გეგმას შენიშვნების გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამტკიცებს წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ან ამავე ვა­დაში შენიშვნებით უბრუნებს ლიცენზიის მფლობელს, რომელიც ვალ­დებულია სამი თვის ვადაში სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდ­გინოს მართვის გეგმა შენიშვნების გათვალის­წინებით (აღნიშნულ შემთხვევაში მართვის გეგმის დამტკიცება გადის ამ მუხლი თ გათვალისწინებულ ყველა პროცედურ ას) .

5 . აუცილებლობის შემთხვევაში და სათანადო დასაბუთებით, შესაძლებელია მართვის გეგმაში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანა (მართვის გეგმაში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანა, ამ მუხლის პირველი მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი პროცედურების გავლას არ საჭიროებს) . ამ პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებები სააგენტოს მიერ მართვის გეგმაში შეიტანება მათი დადგენილი წესით წარმოდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.