📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.10.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №100
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.034.017629 394
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 06/10/2025
1,109 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 01.08.2024 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის არქიტექტურული პროექტისა და სანებართვო დოკუმენტაციის ან მისი ნაწილის ელექტრონული ფორმით წარდგენისა და აღნიშნულთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 25.04.2025 „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინების საჯარო გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 01.08.2023 სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის შედგენისა და გაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 15.10.2014 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის არქიტექტურული პროექტისა და სანებართვო დოკუმენტაციის ან მისი ნაწილის ელექტრონული ფორმით წარდგენისა და აღნიშნულთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 27.06.2025

დოკუმენტის ტექსტი

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №100 2025 წლის 2 ოქტომბერი ქ. თბილისი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და 59-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების წესი თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სტატუსის დადგენის სამმართველომ, შესაბამისი მომხმარებლის სახელისა და პაროლის გადაცემის, ასევე შეტყობინებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების წესის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, უზრუნველყოს იმ პირთა ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით დაბარება, რომელთა მიმართაც „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობები 2023 წლის პირველ იანვრამდე წარმოიშვა. მუხლი 3🔗 ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ელექტრონული პროგრამის ამოქმედებამდე, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის ფარგლებში მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინების, ასევე შესაგებლის, სასამართლო საქმისწარმოების მასალების ან სასამართლო უწყების პირისთვის ჩაბარების მიზნით, სასამართლოს უფლებამოსილი პირი სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, განჩინებას, ასევე შესაგებელს, სასამართლო საქმისწარმოების მასალებს ან სასამართლო უწყებას ელექტრონული ფოსტის ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილ პირს, რომელიც, თავის მხრივ, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, უზრუნველყოფს მათ განთავსებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე. მუხლი 4🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 30 დეკემბრის №139 ბრძანება. მუხლი 5🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების წესი მუხლი 1🔗 „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების წესი (შემდგომ − წესი) განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მიგრაციის დეპარტამენტის (შემდგომ − დეპარტამენტი) მიერ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომ – კანონი) გათვალისწინებული ნებისმიერი შეტყობინებისა და გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებასთან დაკავშირებულ პროცედურებს. მუხლი 2🔗 1. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდება უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან, თავშესაფრის მაძიებელთან და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან (შემდგომ − დაინტერესებული პირი) დაკავშირებული შემდეგი შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება: ა) ანკეტირებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში განმეორებითი ანკეტირების დროის ჩანიშვნის შესახებ შეტყობინება; ბ) საერთაშორისო დაცვაზე/განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვასთან დაკავშირებული გასაუბრების დროის ჩანიშვნის შესახებ შეტყობინება; გ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ შეტყობინება; დ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება; ე) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ან დასაშვებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება; ვ) პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება; ზ) კანონით გათვალისწინებულ სხვა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებული შეტყობინება და გადაწყვეტილება. 2. დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია დეპარტამენტმა შესაძლებელია დამატებით განახორციელოს ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მუხლი 3🔗 1. დაინტერესებული პირისთვის შესაბამისი ინფორმაციის გადაცემის მიზნით, შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება განთავსდება სამინისტროს ვებგვერდზე – migration.police.ge. 2. შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება ჩაბარებულად მიიჩნევა ამ შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან. 3. დაინტერესებულ პირს სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების გაცნობის შესაძლებლობა აქვს მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით. მუხლი 4🔗 1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ან განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციის შემდეგ დაინტერესებულ პირს მომხმარებლის სახელი და პაროლი ეგზავნება მის მიერ დეპარტამენტში წარდგენილ ტელეფონის ნომერზე. 2. დაინტერესებულ პირს მისთვის გასაგებ ენაზე, ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, წერილობით გადაეცემა ინფორმაცია შეტყობინებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების წესის შესახებ, რასაც ხელს აწერენ დაინტერესებული პირი და დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი, ხოლო აღნიშნული კომუნიკაციის თარჯიმნის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში – აგრეთვე თარჯიმანი. 3. დაინტერესებულ პირს მომხმარებლის სახელი და პაროლი, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, ეგზავნება მის მიერ მიწოდებულ მობილური ტელეფონის ნომერზე. 4. დაინტერესებული პირი ვალდებულია: ა) შეინახოს მისთვის გადაცემული მომხმარებლის სახელი და პაროლი; ბ) მომხმარებლის სახელისა და პაროლის დაკარგვის ან სამინისტროს ვებგვერდზე შესვლის შეუძლებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს დეპარტამენტს მომხმარებლის სახელის ან/და პაროლის აღდგენის მიზნით; გ) შეტყობინების ან გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღების შემდეგ, მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით, გაეცნოს შეტყობინებას ან/და გადაწყვეტილებას. მუხლი 5🔗 1. შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების შესახებ ინფორმაცია განთავსებისთანავე, დაინტერესებულ პირს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეგზავნება მის მიერ დეპარტამენტისთვის ბოლოს მიწოდებული მობილური ტელეფონის ნომერზე. 2. დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, სამინისტროს ვებგვერდზე მასთან დაკავშირებით განთავსებულ შეტყობინებას ან/და გადაწყვეტილებას გაეცნოს დეპარტამენტის დროებითი განთავსების სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში (განყოფილება) ან თავშესაფრის მაძიებელთა მისაღებ სივრცეში, ამისთვის სპეციალურად მოწყობილ ადგილას. მუხლი 6🔗 1. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები, შეტყობინებისა და გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებასთან დაკავშირებით, არ ვრცელდება იმ დაინტერესებულ პირზე, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური) პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ – პენიტენციური დაწესებულება) ან დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში ან სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში (შემდგომ − იზოლატორი) და რომელიც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის იმავე დაწესებულებაში, იზოლატორში ან ცენტრში იმყოფება. 2. თუ დაინტერესებული პირი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, სათანადო შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით ეგზავნება სამსახურს მისთვის გადასაცემად. 3. თუ დაინტერესებული პირი დროებითი განთავსების ცენტრში/იზოლატორში იმყოფება, მას სათანადო შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება პირადად ჰბარდება, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებს. მუხლი 7🔗 1. კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ვ“−„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღებიდან 15 დღის ვადაში. 2. საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში მისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება განთავსდება სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ეგზავნება აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ სამინისტროსთვის ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღებიდან 15 დღის ვადაში. მუხლი 8🔗 1. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის ფარგლებში სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება, ასევე შესაგებელი, სასამართლო საქმისწარმოების მასალები ან სასამართლო უწყება დაინტერესებულ პირს ჰბარდება ამ წესის შესაბამისად. 2. სასამართლოს მიერ კანონის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ან განჩინება, ასევე შესაგებელი, სასამართლო საქმისწარმოების მასალები და სასამართლო უწყება პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა ამ გადაწყვეტილების ან განჩინების, ასევე შესაგებლის, სასამართლო საქმისწარმოების მასალების და სასამართლო უწყების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან. 3. სასამართლო უფლებამოსილი პირები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინების, ასევე შესაგებლის, სასამართლო საქმისწარმოების მასალების ან სასამართლო უწყების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსებას ახორციელებენ სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით.