უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.10.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №105
სარეგისტრაციო კოდი 010040000.22.034.017634 10
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 06/10/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.10.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ საერთაშორისო დაცვის შესახებ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის შემთხვევაში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის შესაბამის დაწესებულებაში მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№105
2025 წლის 6 ოქტომბერი
ქ. თბილისი
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 33-ე მუხლის მე-13 პუნქტის, 87-ე მუხლის პირველის პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
თანდართული რედაქციით დამტკიცდეს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესი.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესი (შემდგომ − წესი) განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ − სამინისტროს) უფლებამოსილ დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის პროცედურას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის წესს.
2. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მნიშვნელობა.
მუხლი 2🔗. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა
1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირს მიერ საერთაშორისო დაცვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ან საქართველოს კონტროლისადმი დაქვემდებარებულ სატრანზიტო ზონაში მოთხოვნის შემთხვევაში საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების განხილვისას ერთმანეთთან ინფორმაციის გაცვლასა და კოორდინაციას უზრუნველყოფენ სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
მუხლი 3🔗. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირება და სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს შორის კოორდინაცია
1. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი:
ა) ახდენს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებას, რომელიც ხორციელდება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში საერთაშორისო დაცვის მიღების ნების ან წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შიშის პირდაპირ/არაპირდაპირ ზეპირი/წერილობითი ფორმით გამოხატვით;
ბ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისას ახდენს სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის გამოვლენას;
გ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირების შემდეგ, უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან №2 დანართით დამტკიცებული საკონტროლო სიის შესაბამისად ატარებს პირველად გასაუბრებას, რომელიც ფიქსირდება უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან პირველადი გასაუბრების ოქმში (დანართი №1) (შემდგომ − ოქმი). გასაუბრებისას მიღებული პერსონალური მონაცემები დაცულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
დ) უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უღებს ფოტოსურათს, ასევე იღებს მის თითის ანაბეჭდებსა და ხელისგულების ანაბეჭდებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლით დადგენილი წესით;
ე) უზრუნველყოფს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შევსებას;
ვ) უზრუნველყოფს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული ყველა მის ხელთ არსებული დოკუმენტის შეგროვებას და შენახვას;
ზ) ოქმის შედგენიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, უზრუნველყოფს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ზეპირ და წერილობით ინფორმირებას იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შესახებ რომელმაც მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, ამასთან, იმის შესახებ თუ ის საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, მის ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ანდა იგი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის გამო საქართველოდან გაძევებული იყო და სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს დაუყოვნებლივ უგზავნის ოქმს, რომელსაც თან ერთვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადება და უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ხელთ არსებული დოკუმენტაციის ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) პირველადი გასაუბრების დაწყებამდე უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემდეგ განუმარტავს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის პრინციპს;
ი) ახორციელებს უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის წესის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს;
კ) უზრუნველყოფს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის უფასო იურიდიული დახმარების ეფექტიან ხელმისაწვდომობას, მათ შორის, დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ხოლო თუ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უკვე ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი/შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატი − მის დაუბრკოლებელ დაშვებას;
ლ) უზრუნველყოფს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის ფარგლებში შესაბამისი ენის თარჯიმნის მონაწილეობას;
მ) საჭიროების შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელზე გასცემს C4 კატეგორიის ერთჯერად ვიზას 30 კალენდარული დღის მოქმედების ვადით;
ნ) უზრუნველყოფს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის განთავსებისთვის ღირსეული პირობების შექმნას.
2. სამგზავრო ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტების უქონლობა არ აფერხებს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნას. ამ შემთხვევაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ოქმს ავსებს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
3. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი მალავს სამგზავრო ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს თავისი კომპეტენციის ფარგლებში აქვს მისი შეჩერებისა და ზედაპირულად შემოწმების უფლება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველად გასაუბრების მიზანია „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის საფუძვლების დადგენა.
5. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში იმავე სქესის წარმომადგენელი, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირების შემდეგ მასთან განცალკევებულ ადგილას ატარებს პირველად გასაუბრებას, საჭიროების შემთხვევაში – შესაბამისი ენის თარჯიმნის მონაწილეობით.
6. იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დაცვას ითხოვს ოჯახი, მის თითოეულ სრულწლოვან წევრს პირველადი გასაუბრება უტარდება ინდივიდუალურად.
7. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ოქმზე ხელმოწერით ადასტურებს თავისი უფლება-მოვალეობების გაცნობას, მითითებული ინფორმაციის სიზუსტესა და მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, მიწოდების ფაქტს. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება სათანადო აღნიშვნა.
მუხლი 4🔗. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის წესის თაობაზე გადაწყვეტილება
1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“-„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, ოქმის მიღებიდან პირველივე სამუშაო დღეს, მაგრამ არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა, იღებს გადაწყვეტილებას:
ა) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის თაობაზე;
ბ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის საფუძვლების არარსებობისა და უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იგზავნება სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში და ამავე დეპარტამენტის შესაბამის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში.
3. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის საფუძვლების არარსებობისა და უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების თაობაზე გადაწყვეტილებასთან ერთად უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე გადაეცემა ინფორმაცია თავშესაფრის პროცედურის შესახებ, მათ შორის 5 სამუშაო დღის ვადაში მიგრაციის დეპარტამენტში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ (დანართი №3). უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ხელს აწერს ამ ინფორმაციას, რომლის დედანი 3 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, ხოლო მისი ასლი გადაეცემა უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს.
მუხლი 5🔗. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის წესი
1. სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტიდან მოწოდებული ოქმის მიღებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში მიგრაციის დეპარტამენტი უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ატარებს ანკეტირებას და იღებს გადაწყვეტილებას:
ა) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის შესახებ;
ბ) საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით განხილვისა და უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლების მინიჭების შესახებ;
დ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით განხილვისა და უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით დაკავების შესახებ.
2. თუ გამოვლინდება რთული ფაქტობრივი ან/და იურიდიული საკითხები, რომლებიც დამატებით შესწავლას საჭიროებს, მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა შეიძლება გაგრძელდეს ერთჯერადად, არაუმეტეს 3 კალენდარული დღით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ანკეტირება შეიძლება ჩატარდეს, მათ შორის, დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
4. უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ანკეტირება ტარდება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლით დადგენილი წესით.
5. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ჰბარდება პირადად, ამ გადაწყვეტილების მიღების დღეს, მისი სასამართლოში გასაჩივრების „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის მითითებით.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიგრაციის დეპარტამენტი მიმართავს საპატრულო დეპარტამენტს C4 კატეგორიის ერთჯერადი ვიზის 30 კალენდარული დღის მოქმედების ვადით გაცემის შესახებ.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიგრაციის დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი ქვედანაყოფი უზრუნველყოფს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ტრანსპორტირებას „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების მიზნით.
მუხლი 6🔗. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის განთავსება
1. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირის საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირების შემთხვევაში აღნიშნული პირი, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიღებამდე, მაგრამ არაუგვიანეს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის დაწყებიდან 28 კალენდარული დღისა, თავსდება საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზე სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ადგილზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამოყოფილი ადგილი იზოლირებული უნდა იყოს იმდაგვარად, რომ გამოირიცხოს საზღვარზე მყოფ სხვა პირებთან კონტაქტი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გამოყოფილ ადგილზე უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე პირებს შესაბამის ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება აქვთ შემუშავებული გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნულ ადგილზე შესაძლებელია განთავსების შინაგანაწესი დადგინდეს ინდივიდუალურად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამოყოფილი ადგილი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ქალი და მამაკაცი უნდა მოთავსდნენ ცალ-ცალკე, პირად, იზოლირებულ საცხოვრებელ სივრცეში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები არიან;
ბ) არასრულწლოვანი და სრულწლოვანი განცალკევებით უნდა მოთავსდნენ, თუ ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები არ არიან;
გ) შენარჩუნებული უნდა იყოს ოჯახის ერთიანობა, თუ არ არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკი, რომელიც ოჯახის წევრთა განცალკევებას საჭიროებს;
დ) უცხოელებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს დაუბრკოლებლად უნდა შეეძლოთ სპეციალურად მათთვის, სქესის მიხედვით განკუთვნილი სველი წერტილებით სარგებლობა;
ე) განთავსების პერიოდის განმავლობაში უცხოელები ან მოქალაქეობის არმქონე პირები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ საკვებით და სასმელი წყლით;
ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გამოყოფილ ადგილზე მოწყობილი უნდა იყოს უცხოელებთან ან მოქალაქეობის არმქონე პირებთან შესაბამისი შეხვედრის ოთახი.