უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის შესაბამის დაწესებულებაში მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.10.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №103
სარეგისტრაციო კოდი 010120000.22.034.017632 17
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 06/10/2025
1,167 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის განმარტების წესისა და ფორმის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 02.10.2025 უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 14.11.2025 თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 28.11.2025 უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 06.10.2025 საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონი 90% 26.06.2025

დოკუმენტის ტექსტი

უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის შესაბამის დაწესებულებაში მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №103 2025 წლის 6 ოქტომბერი ქ. თბილისი უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის შესაბამის დაწესებულებაში მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-11 პუნქტის, 87-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის შესაბამის დაწესებულებაში მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესი თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის შესაბამის დაწესებულებაში მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის შესაბამის დაწესებულებაში მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესი (შემდგომ − წესი) განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სტრუქტურულ ერთეულებს შორის უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლების განმარტების და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესახებ ინფორმაციის გაცვლის წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლითა და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 3🔗. ინფორმაციის გაცვლის წესი იმ უცხოელის შესახებ, რომლის მიმართაც დაწყებულია გაძევების პროცედურა 1. საქართველოდან გაძევების პროცედურის დაწყებისთანავე უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამდებობის პირი (შემდგომ – უფლებამოსილი თანამდებობის პირი) მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, დაუყოვნებლივ აწვდის ინფორმაციას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებისა და ინფორმაციის მიწოდებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ამ უფლების რეალიზების შესახებ. 2. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ არის მოთავსებული სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების სამმართველოს დროებითი განთავსების ცენტრში (განყოფილება) (შემდგომ – დროებითი განთავსების ცენტრი) და საერთაშორისო დაცვა მოითხოვა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების განმარტებისას, უფლებამოსილი თანამდებობის პირი უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, აწვდის ინფორმაციას მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) რეგისტრაციისა და საორგანიზაციო განყოფილებაში (შემდგომ – რეგისტრაციისა და საორგანიზაციო განყოფილება) 5 სამუშაო დღის ვადაში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ (დანართი №1). უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ხელს აწერს ამ ინფორმაციას. 3. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ან ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამმართველოს უფლებამოსილი პირი, კომპეტენციის ფარგლებში, დაუყოვნებლივ, მაგრამ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, უზრუნველყოფს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სტატუსის დადგენის სამმართველოს (შემდგომ – სტატუსის დადგენის სამმართველო), ასევე რეგისტრაციისა და საორგანიზაციო განყოფილების ინფორმირებას: ა) უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებისა და ამ უფლების რეალიზების ვადის განმარტების თაობაზე; ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების თაობაზე; გ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის დროებითი განთავსების ცენტრში ან სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში (შემდგომ – დროებითი მოთავსების იზოლატორი) მოთავსების თაობაზე. 4. რეგისტრაციისა და საორგანიზაციო განყოფილება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოს (შემდგომ – უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო), ასევე სტატუსის დადგენის სამმართველოს, აწვდის ინფორმაციას: ა) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის თაობაზე; ბ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფში არგამოცხადებისა და მის მიერ მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) წარუდგენლობის შესახებ; გ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ინფორმაციის მიწოდებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარუდგენლობის შესახებ; დ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების დარღვევით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის შესახებ. 5. რეგისტრაციისა და საორგანიზაციო განყოფილებიდან ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო, ასევე სტატუსის დადგენის სამმართველო „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მოცემულ ინფორმაციას გამოითხოვს რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილებიდან. მუხლი 4🔗. თავშესაფრის პროცედურასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის წესი 1. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სტატუსის დადგენის სამმართველო დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოს აწვდის ინფორმაციას მიღებული გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ამავე კანონის შესაბამისად უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის/თავშესაფრის მაძიებლისთვის ჩაბარების შესახებ. 2. სტატუსის დადგენის სამმართველოდან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მოცემულ ინფორმაციას გამოითხოვს სტატუსის დადგენის სამმართველოდან. მუხლი 5🔗. საქართველოდან გაძევების მიზნით დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესახებ ინფორმაციის გაცვლის წესი 1. საქართველოდან გაძევების მიზნით დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ, რომელსაც უფლებამოსილი პირის მიერ განმარტებული აქვს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლება, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში დროებითი მოთავსების იზოლატორის მოსამსახურე: ა) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მიღებისთანავე ადგენს ოქმს, რომლის დედანს 3 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, ხოლო ასლს გადასცემს უცხოელს; ბ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი საფუძვლით გათავისუფლების შემთხვევაში უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, აწვდის ინფორმაციას 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ (დანართი №1). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფორმა (დანართი №1) არ დგება, თუ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გადაყვანა/ესკორტირება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მიერ. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების შესახებ ფორმას (დანართი №1) ხელს აწერენ დროებითი მოთავსების იზოლატორის შესაბამისი მოსამსახურე და უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი. შევსებული და ხელმოწერილი ფორმის დედანი 3 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, ხოლო ასლი გადაეცემა უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს. დანართი №1 იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების პროცედურა, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში გამოცხადების, ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ფორმა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში თქვენ ვალდებული ხართ 5 სამუშაო დღის ვადაში გამოცხადდეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციაში (მისამართი: მ. გახოკიძის ქუჩა №16, თბილისი, საქართველო, 0182) და წარადგინოთ შემდეგი ინფორმაცია: ა) თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი; ბ) თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) თქვენი საცხოვრებელი ადგილის მისამართი (მისი არსებობის შემთხვევაში). საერთაშორისო დაცვის მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, თუ არ გამოცხადდებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციაში და არ წარმოადგენთ სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას, თავშესაფრის პროცედურა შეწყდება. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი: ______________________________________________                               ხელმოწერა/ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა უფლებამოსილი თანამდებობის პირი: ___________________________________________    ხელმოწერა