საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.11.2015 ბოლო ცვლილება 03.04.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№583
სარეგისტრაციო კოდი
010120000.10.003.018969
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (7 მუხლი)
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №583

2015 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„უცხოელთა  და  მოქალაქეობის  არმქონე  პირთა სამართლებრივი  მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოში კანონიერი  საფუძვლით  მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და  D3 და  D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობების  და  საფასურის გადახდის  თანდართული  წესი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესი
მუხლი 1. ეს წესი, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის 22.2 გრაფის შესაბამისად, არეგულირებს საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობებისა და საფასურის გადახდის საკითხებს.
მუხლი 2. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, როდესაც  ვიზის  გაცემის ან მოქმედების ვადის გასაგრძელებლად  საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − იუსტიციის სახლი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილებას დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს  მუნიციპალიტეტი, მომსახურების საფასურად განისაზღვროს 40 ლარი. 

მუხლი 3. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული მომსახურების საფასური ირიცხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ანგარიშსწორების ანგარიშზე.

მუხლი 4. საფასური გადაიხდება შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის შეტანამდე.

მუხლი 5

1. გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ:

ა) დაინტერესებული პირი შესაბამისი მომსახურების შესახებ განაცხადის რეგისტრაციამდე უარს განაცხადებს მომსახურების მიღებაზე;

ბ) დაინტერესებული პირის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო;

გ) დაინტერესებულმა პირმა ვერ მიიღო მომსახურება დადგენილ ვადაში.

2. თუ საფასური გადახდილია ამ დადგენილებით განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ საფასურის ოდენობას შორის.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით, საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.04.2023.
როდის იქნა მიღებული „საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“?
„საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 12.11.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №583. სარეგისტრაციო კოდი — 010120000.10.003.018969.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 03.04.2023-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.04.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“, №583, 12.11.2015, სარეგისტრაციო კოდი 010120000.10.003.018969 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.04.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3053342/